Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: თეთრი სახლის ვებგვერდზე  აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება არ იძებნება

დეზინფორმაცია: თეთრი სახლის ვებგვერდზე აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება არ იძებნება

март 13, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь
Поделиться

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „თეთრი სახლის ვებგვერდზე აღარ იძებნება შარშან აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული 10 წლიანი უსაფრთხოების პაქტი“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია (1; 2).

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში დოკუმენტის მოძიებისას, ძიების ერთ-ერთი შედეგი თეთრი სახლის ვებგვერდია, რომლის ბმულზე გადასვლისას ჩანს, რომ დოკუმენტი მართლაც წაშლილია (იხ. ფოტო ქვემოთ). იმ ფაქტს, რომ ბმული ნამდვილად ამ დოკუმენტის ამსახველ გვერდს ეკუთვნოდა, ბმულის სახელწოდება ადასტურებს, სადაც დოკუმენტის სახელი და თარიღია მოცემული: https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2024/06/13/bilateral-security-agreement-between-the-united-states-of-america-and-ukraine/  – 2024 წლის 13 ივნისი – უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება აშშ-სა და უკრაინას შორის.

საგულისხმოა, რომ დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე კვლავ ხელმისაწვდომია.

თუმცა თუ დოკუმენტის ამ სახელწოდებას Google-ის საძიებო სისტემაში მოვიძიებთ, მას National Archives (ეროვნული არქივის) ვებგვერდზე ვიპოვით, კერძოდ, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაფორმებული დოკუმენტების გვერდზე – bidenwhitehouse.archives.gov.

საგულისხმოა, რომ თეთრი სახლის ვებგვერდი რეგულარულად ახლდება ახალი ადმინისტრაციის მოსვლისთანავე, ხოლო წინა პრეზიდენტის საქმიანობის მასალები არ იშლება, არამედ არქივირდება. თითოეული ამერიკელი ლიდერისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის დოკუმენტები – ოფიციალური განცხადებები, პრესრელიზები და სხვა მასალები – ინახება სპეციალურ საარქივო ვებსაიტზე – https://www.archives.gov/

გარდა ბაიდენის ადმინისტრაციისა, არქივის გვერდზე მოცემულია დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს არსებული დოკუმენტაციის არქივი, ბარაკ ობამასა და ა.შ.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც თეთრი სახლის ვებგვერდზე  აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება არ იძებნება, შეცდომაში შემყვანია. სინამდვილეში, ვინაიდან დოკუმენტი წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს გაფორმდა, ეროვნული არქივის გვერდზეა ხელმისაწვდომი.

Все посты

Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
фев 13, 2025
[исправлено] В социальных сетях распространяется поддельный рекламный плакат, приписываемый правительству Украины
[исправлено] В социальных сетях распространяется поддельный рекламный плакат, приписываемый правительству Украины
июн 30, 2026
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
мар 18, 2026
Кто посетил Абхазию из Ганы и означает ли это официальное признание Абхазии со стороны Ганы?
Кто посетил Абхазию из Ганы и означает ли это официальное признание Абхазии со стороны Ганы?
июл 30, 2026
Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
ноя 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.