Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

февраль 19, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები პოსტს ავრცელებენ (1, 2) (დაარქივებული ბმული) და სალომე ზურაბიშვილს შემდეგ ციტატას მიაწერენ: „ზაზა სარალიძე მისი შვილის წლისთავს ციხეში შეხვდება და იქ გადაიხდის… არაუშავს ჭკუას ისწავლის და პოლიციელს აღარ დაარტყამს ჯოხს… რა სიმართლეს ეძებს… სიმართლე დიდი ხანია იცის  და მის შეწყალებას თუ სასამართლო 7 წელს მიუსჯის მე არ ვაპირებ როგორც პრეზიდენტი“. რეალურად, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.

პირველ რიგში, ღია წყაროებში სალომე ზურაბიშვილის მსგავსი განცხადება არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტი, რომელსაც თითქოს სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, 2018  წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდა, მაშინ ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურას „ქართული ოცნება“ უკვე ღიად მხარს უჭერდა, შესაბამისად, მსგავსი განცხადება რეზონანსული იქნებოდა და მასზე არა ერთი მედია დაწერდა.

სალომე ზურაბიშვილის ციტატა და ქარდი, რომელიც სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება, თავდაპირველად ზაზა სარალიძემ მის Facebook-გვერდზე 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული). პოსტის აღწერაში სარალიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავდა: „მე არ მითხოვია თქვენთვის შეწყალება და არც არასდროს არ გთხოვთ, ჩვენ გლეხები ღირსების მატარებლები ვართ და არა მათხოვრები. ციხეში, გარეთ თუ მიწაში ვიქნები, ამით ვერ მიაღწევთ ჩემს გაჩერებას. საიქიოდანაც ვიბრძოლებ ჩემი შვილის ღირსებისთვის და სამართლის აღსადგენად. და ბოლოს. თქვენ კომისია დატოვეთ პრეზიდენტის სკამისთვის და გაყიდეთ ჩემი შვილის სული და ღირსება“.

ზაზა სარალიძე დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიას გულისხმობდა, რომელიც 2018 წლის ზაფხულზე  საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა. სწორედ აღნიშნული კომისიის წევრი იყო სალომე ზურაბიშვილიც, როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი. იმავე წლის 5 სექტემბერს საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნით დოკუმენტს. თუმცა,  „ქართული ოცნების“ დეპუტატები კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს არ დაეთანხმნენ და ალტერნატიული დადგენილების ტექსტი დაამტკიცეს. სალომე ზურაბიშვილმა კომისია შუა მსვლელობისას დატოვა, „რადიო თავისუფლებასთან“ ზურაბიშვილმა განაცხადა,  რომ პრინციპულად არასწორია, „პრეზიდენტი იყოს მონაწილე საგამოძიებო კომისიის“. „მე გამოვედი კომისიიდან შუა მსვლელობისას, იმიტომ, რომ მიმაჩნდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნებოდა სწორი, დავრჩენილიყავი ამ კომისიაში, რადგან მერე, როგორც პრეზიდენტს, მე სხვა პასუხისმგებლობა მევალება. მე მგონია, რომ ეს პრინციპულად სწორი არ არის, პრეზიდენტი იყოს მონაწილე საგამოძიებო კომისიის“, – აცხადებდა სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება სარალიძის დაკავების ფაქტს, ზაზა სარალიძე  რუსთაველის გამზირზე 2018 წლის 26 ოქტომბერს დააკავეს. პოლიციელებსა და სარალიძეს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ. მოგვიანებით, სარალიძე დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა და  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას არასრულწლოვანების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2022 წლის იანვარში დავით სარალიძის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მანამდე, 2019 წლის ზაფხულში ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიაც დააკავეს,  მას სასამართლომ 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 

Все посты

Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
янв 09, 2025
Дезинформация: Агентство USAID заплатило американским актерам за визит в Украину
Дезинформация: Агентство USAID заплатило американским актерам за визит в Украину
фев 07, 2024
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
июл 25, 2025
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
июл 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.