Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: რუსეთის გაღარიბების მიზნით, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში რუსულ პურზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

დეზინფორმაცია: რუსეთის გაღარიბების მიზნით, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში რუსულ პურზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

февраль 10, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст
Поделиться

5 თებერვალს ანონიმურმა Facebook-ანგარიშმა „უკვე ევროპაში ვართ“ გამოაქვეყნა პოსტის ეკრანის ანაბეჭდი, სადაც ჩანს რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ განწყობილი გვერდი რუსეთის გაღარიბების მიზნით, 24 საათის განმავლობაში პურის ჭამისგან თავის შეკავების ინიციატივით გამოდის.

გვერდი „უკვე ევროპაში ვართ“ აღნიშნულ ინიციატივას დაცინვის მიზნით აზიარებს და სატირულად აღნიშნავს, რომ „ყველა ყიყლიყოს მჭამელი პოტენციური ქვეყნის მოღალატეა“ (არქივირებული პოსტი).

გვერდი „ანტირუსული პლატფორმა“ Facebook-ზე აღარ იძებნება, თუმცა როგორც ეკრანის ანაბეჭდზე ჩანს, გვერდმა აღნიშნული პოსტი დაასპონსორა. ამ მიზეზით, პოსტის ნახვა META-ს რეკლამების ბიბლიოთეკაშია (Ad library) შესაძლებელი. გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ პოსტი 2023 წლის 29 აგვისტოდან 31 აგვისტომდე იყო რეკლამირებული.

სრულ პოსტში წერია: „როგორც მოგეხსენებათ, ქართული ბაზარი რუსულ ხორბალზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ვინაიდან ნედლეულის უდიდესი ნაწილის შეძენა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან ხდება. შესაბამისად, გამოდის, რომ უკრაინელ ბავშვთა დახოცვას ვაფინანსებთ და საკუთარი ჯიბით ვეხმარებით რუსებს ტყვიების შეძენაში“.

სწორედ ამ ტექსტის ფონზე მოცემულია მოწოდება, რომ 24 საათის განმავლობაში რუსეთის გაღარიბების მიზნით, მოქალაქეებმა პური არ ჭამონ.

აბსურდული მიზნისა და მოწოდებიდან გამომდინარე, პოსტმა მოქალაქეებს შესაძლოა, საქართველოში არსებულ ანტირუსულ და პროუკრაინულ ჯგუფებზე მცდარი შთაბეჭდილება შექმნას. ფაქტზე, რომ პოსტის მიზანი რუსეთის საწინააღმდეგოდ გაწყობილი მოქალაქეებს დისკრედიტაციაა, მეტყველებს ის ფაქტი, რომ გვერდი „ანტირუსული პლატფორმა – AntiRussian Platform“, სინამდვილეში, ცრუ მხარდაჭერის ტაქტიკით მოქმედებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) პლატფორმა Disinfoobserver-ზე. მასზე აღნიშნულია, რომ გვერდი თავს ლიბერალური ღირებულებების და დასავლური ძალებისა და  ორიენტაციის მხარდამჭერად წარმოაჩენს, თუმცა, სინამდვილეში, პოსტების საშუალებით ანტიდასავლურ განწყობებს ავრცელებს.

ამ შემთხვევაშიც გვერდ „ანტირუსული პლატფორმის“ რუსეთის წინააღმდეგ პროტესტი მოჩვენებითია. აბსურდული მოწოდების გავრცელებით, მისი მიზანი, სწორედ იმ ძალების დისკრედიტაციაა, ვინც ზოგადად ანტირუსულ ან პროუკრაინულ განწყობებს გამოხატავს.

ამაზე მეტყველებს წარსულში გვერდის მიერ გაშვებული სხვა რეკლამების შინაარსიც,  სადაც გვერდი ანტირუსული სახელწოდების ქვეშ ისეთ მოთხოვნებს აყენებდა, როგორებიცაა: სკოლებში მენდელეევის ცხრილის აკრძალვა, შემწეობის მთხოვნელი ადამიანისთვის დახმარებაზე უარის თქმა, ბელარუსისთვის „ბელაუკრაინის“ წოდება და ა.შ. მათი საშუალებით გვერდი „ანტირუსული პლატფორმა – AntiRussian Platform“ ცდილობდა, წარმოეჩინა, რომ საქართველოში „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების თუ ზოგადად, საქართველოში რუსეთის საწინააღმდეგო საპროტესტო ჯგუფების რეალური მოთხოვნები სწორედ მსგავსი შინაარსის იყო.

ამდენად, ინფორმაცია პროტესტის ნიშნად პურის ჭამისგან 24 საათით თავის შეკავების შესახებ სინამდვილეში ანტირუსულად განწყობილი მოქალაქეების დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნეს და ის რეალური ინიციატივა არ არის. მსგავსი ინიციატივის შესახებ არც ერთ მედიაში გავრცელებულა ინფორმაცია, არც 2024 წელს დაწყებული პროტესტის მონაწილე ჯგუფებს გაუვრცელებიათ მსგავსი ინფორმაცია.

ამასთანავე, როგორც ზემოთაა აღნიშნული თავდაპირველად გამოქვეყნებული პოსტი პურის ჭამისგან 24 საათით თავის შეკავების შესახებ, 2023 წლის 29-31 აგვისტოს ჩაეშვა. ანონიმურ გვერდს „უკვე ევროპაში ვართ“ თავის გვერდზე გამოქვეყნებული აქვს სწორედ ეკრანის ის ანაბეჭდი, რომელიც იმდროინდელ რეკლამას ასახავს. როგორც ჩანს, ანონიმურმა გვერდმა „უკვე ევროპაში ვართ“ პოსტის ანაბეჭდი შეინახა და წლინახევრის შემდეგ, 2025 წლის 5 თებერვალს გამოაქვეყნა. მიზანი, სავარაუდოდ, საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროდასავლური და ანტირუსული შინაარსის საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციაა.

Все посты

Дезинформация: Илон Маск опубликовал фото 1-долларовой купюры с подзаголовком- «Последний доллар для Зеленского»
Дезинформация: Илон Маск опубликовал фото 1-долларовой купюры с подзаголовком- «Последний доллар для Зеленского»
ноя 08, 2024
Китайско-российская пропаганда, якобы США инициировали более 80% мировых конфликтов
Китайско-российская пропаганда, якобы США инициировали более 80% мировых конфликтов
авг 18, 2026
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
янв 14, 2025
Фотография, на которой «бенгальская женщина тащит на спине британского торговца», создана искусственным интеллектом
Фотография, на которой «бенгальская женщина тащит на спине британского торговца», создана искусственным интеллектом
июл 30, 2026
Послом Украины в США не является женщина, забравшая шампанское со стола во время нападения на Трампа
Послом Украины в США не является женщина, забравшая шампанское со стола во время нападения на Трампа
май 04, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.