Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

январь 23, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში  დემურ გიორხელიძის ინტერვიუ ვრცელდება, სადაც საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრობს (იხილეთ დაარქივებული ბმული). მისი მტკიცებით, საქსტატი საყოველთაო აღწერის შედეგებს არ აქვეყნებს, რადგან საქართველოში მხოლოდ 1 340 00 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, ხოლო 1 210 000 საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად ქართველი არ არის… ვიდეოში ის საუბრობს ასევე რამდენი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რამდენი არალეგალი და ა.შ. ცხოვრობს საქართველოში.

დემურ გიორხელიძის  ინტერვიუდან, ეროვნებისა და მოქალაქეობის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს (იხილეთ ბმული 1, ბმული 2).

„ჯეოფაქტსმა“ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმა.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ  საყოველთაო აღწერა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის მოსახლეობის შემადგენლობის, სქესის, ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, მიგრაციის, დასაქმების, განათლების და სხვა მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა. აღწერა მოიცავს არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას, არამედ მის დამუშავებასაც, შესაბამისად, ის გარკვეულ დროს მოითხოვს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები – 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდებოდა. შესაბამისად, არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, თითქოს საქსტატი საყოველთაო აღწერის შედეგებს მიზანმიმართულად არ ასაჯაროებს.

წინა აღწერა 2014 წელს ჩატარდა, აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა.  აქედან საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის 86.8%, 3,224,564 ადამიანი, ეროვნებით ქართველი იყო.

საქსტატი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად აახლებს. მოსახლეობის ცვლილებას ორი ძირითადი მაჩვენებელი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 694 608-მდე არის შემცირებული.

2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად შეგროვებული მონაცემები ჯერჯერობით დამუშავებული და გამოქვეყნებული არ არის. მეტიც, საყოველთაო აღწერის პროცესი ბოლომდე დასრულებული არც არის.  შესაბამისად, არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები, 2014 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის განაწილება ეროვნების/ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით თუ როგორ შეიცვალა. ამრიგად, გაურკვეველია, თუ რაზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადების ავტორმა კონკრეტული რიცხვები.

„ჯეოფაქტსი“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილის ესაუბრა. მისი განმარტებით, „საყოველთაო აღწერის ძირითადი საველე სამუშაოები დასრულდა, დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან იყო გარკვეული შეფერხებები, მოსახლეობის მცირე ნაწილმა არ მიიღო აღწერაში მონაწილეობა.

ჩვენ არც გვქონდა დაგეგმილი ამ მონაცემების ახლა გამოქვეყნება, სრული აბსურდია ის, რომ თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ მონაცემებს. წარმოუდგენელია, ამხელა მონაცემები დამუშავდეს ერთ თვეში და გამოქვეყნდეს სრული სიზუსტით. საყოველთაო აღწერის შედეგები გამოქვეყნდება, როგორც იყო დაგეგმილი, წინასწარ გაცხადებული თარიღის მიხედვით.

გავრცელებული რიცხვები აცდენილია რეალობას,  წინა აღწერით მოსახლეობის 86% იყო ეროვნებით ქართველი, ამხელა სხვაობა წარმოუდგენელია. კონკრეტული რიცხვები ჩვენც არ ვიცით ჯერ. ეს აღწერაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ვნახოთ მოსახლეობის რაოდენობა, განაწილება სხვადასხვა დემოგრაფიულ ჭრილში, მათ შორის, ეროვნების მიხედვით. ჩვენ არ გვაქვს ეს მონაცემები ჯერ ბოლომდე დამუშავებული და არ ვიცით. წარმოუდგენელია მესამე პირს ჰქონდეს ეს მონაცემები, არ არსებობს“.

ამრიგად, ეროვნების და მოქალაქეობის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ გავრცელებული მონაცემები არ დასტურდება. ამასთან მტკიცება, თითქოს საქსტატი მონაცემებს მიზანმიმართულად არ აქვეყნებს, მცდარია.

Все посты

Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
июл 25, 2025
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
авг 07, 2025
Не подтверждается утверждение, что Борис Джонсон сорвал стамбульские переговоры
Не подтверждается утверждение, что Борис Джонсон сорвал стамбульские переговоры
май 15, 2026
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
май 04, 2026
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
янв 23, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.