Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ანონიმური გვერდი „Marketing Modest“ აქციების შესახებ ყალბ პოსტებს ავრცელებს

ანონიმური გვერდი „Marketing Modest“ აქციების შესახებ ყალბ პოსტებს ავრცელებს

декабрь 16, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано

სოციალურ ქსელში ანონიმური გვერდი „Marketing Modest” ავრცელებს ორ პოსტს. ერთ პოსტზე თანდართულია X-ის და Facebook-ის მომხმარებლების პოსტების ფოტოანაბეჭდები, რომელთა მიხედვითაც უცხო ადამიანი თბილისის პროტესტის მონაწილეებს შპრიცით ჩხვლეტს. მეორე პოსტზე თანდართულია „Messenger-ის“ აპლიკაციაში მიმოწერის ფოტოანაბეჭდები, სადაც საუბარია აქციის ორგანიზატორების მიერ ხალხისთვის ნარკოტიკების დარიგებაზე. ორივე პოსტზე თანდართული ფოტოანაბეჭდები რედაქტირებული და ყალბია.

ადამიანები, რომელთა სოციალური მედიის ანგარიშები უცხო ადამიანის მიერ აქციის მონაწილეების შპრიცით ჩხვლეტის შესახებ ინფორმაციის გასავრცლებლად იქნა გამოყენებული, მსგავსი შინაარსის პოსტების გამოქვეყნებას უარყოფენ. ამავდროულად, მათი სოციალური მედიის გვერდებზე მსგავსი შინაარსის პოსტები არ იძებნება.

ის, რომ პოსტზე თანდართული ორი ფოტოანაბეჭდი ყალბია, იმავე პოსტის კომენტარებში აღნიშნეს Eliso Kiknadze-მ და Kate Lekishvili-მა, სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებმა, რომელთა ანგარიშების რედაქტირებული ფოტოანაბეჭდები იქნა გამოქვეყნებული.

პლატფორმა X-ის მომხმარებელი Gvantsa Natsvlishvili „ჯეოფაქტსთან“ ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი არასდროს გამოუქვეყნებია და მისი სახელით გამოქვეყნებული პოსტის ფოტოანაბეჭდი ყალბია.

რაც შეეხება სოციალური ქსელის დანარჩენ ორ მომხმარებელს, Tatia Silagadze და Mari Qari, რომელთა ანგარიშებიც ფოტოანაბეჭდებში ფიგურირებს, მსგავსი შინაარსის პოსტები არც მათ სოციალური ქსელის გვერდებზე იძებნება. ამავდროულად, პლატფორმა X-ის მომხმარებელ Tatia Silagadze-ს მხოლოდ ინგლისურენოვანი პოსტები აქვს გამოქვეყნებული და გაზიარებული.

Mari Qari-ს პოსტს თანდართული აქვს სურათი, სადაც არაიდენტიფიცირებადი პირი წითელი წრით არის შემოხაზული, თუმცა, სურათი შორიდან არის გადაღებული, არ ჩანს პირისახე, ტანსაცმელი, შპრიცი ან რაიმე სხვა, რაც შემოხაზული პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემდა და რაიმე სახით დაადასტურებდა მტკიცებას, რომ აქციაზე უცხო ადამიანი ხალხში შპრიცით დადიოდა. აღნიშნული ამყარებს ეჭვს, რომ აქციაზე გადაღებულ სურათში შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ადამიანი არის შემოხაზული.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია უცხო ადამიანის მიერ აქციის მონაწილეების შპრიცით ჩხვლეტის შესახებ, სხვა წყაროებიდან არ გავრცელებულა.

აქედან გამომდინარე, ფოტოანაბეჭდები, რომლის მიხედვითაც უცხო ადამიანი აქციის მონაწილეებს შპრიცს ჩხვლეტს, რედაქტირებული და ყალბია.

რაც შეეხება მეორე პოსტს, მასზე თანდართულია ფოტოანაბეჭდები, რომელშიც „Messenger“ აპლიკაციაში ორი უცნობი პირის მიმოწერა არის ასახული. მიმოწერის შინაარსის მიხედვით, აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს ნარკოტიკებს ურიგებენ. ფოტოანაბეჭდების სიყალბეზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება.

პირველ რიგში, მიმოწერის მონაწილეთა ვინაობა დაფარულია, რაც შეუძლებელს ხდის მათთან დაკავშირებას. ამავდროულად, ფოტოანაბეჭდში მესიჯების შრიფტი არ ემთხვევა IOS-ისა და Android-ის სისტემებით „Messenger-ის“ გამოყენებისას არსებულ სტანდარტულ შრიფტებს, რაც ყველაზე მკაფიოდ „ჯ“ ასოს შემთხვევაში ჩანს.

უნდა აღინიშნოს, რომ თეორიულად ტელეფონში შრიფტის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა „ჯეოფაქტსმა“ ანონიმური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოანაბეჭდში წარმოდგენილი შრიფტი სმარტფონებისთვის ვერ იპოვა (ფოტოანაბეჭდზე მარცხენა ზედა კუთხეში ჩანს ისარი, რაც მხოლოდ „Messenger-ის“ აპლიკაციის სმარფტონით გამოყენებისას ჩანს). ამავდროულად, ფოტოანაბეჭდში ე.წ „ემოჯი“ (emoji) ექცევა მესიჯის ყუთში. სინამდვილეში, ის ცალკე, მესიჯის ყუთის გარეშე, იგზავნება. დამატებით, ფოტოანაბეჭდში ნაჩვენები მესიჯების სიმეტრიულობა დარღვეულია და უსწორმასწოროდ არის მოქცეული მესიჯის ყუთში.

           Marketing Modest-ის ფოტოანაბეჭდი                 iOS სისტემის რეალური ფოტოანაბეჭდი

        Android სისტემის სტანდარტული შრიფტი                 IOS სისტემის სტანდარტული შრიფტი

ფოტოანაბეჭდის ახლოდან დათვალიერებისას, რედაქტირების კვალი, რომელიც მთელ ფოტოანაბეჭდში მხოლოდ ტექსტების გარშემო არის შესამჩნევი, უფრო მკაფიოდ ჩანს, რაც დამატებით მიუთითებს, რომ ფოტოანაბეჭდებში მესიჯების ტექსტი რედაქტირებულია.

შესაბამისად, „Marketing Modest-ის“ მიერ გამოქვეყნებული ეს ფოტოანაბეჭდებიც რედაქტირებულია.

გვერდი, რომელმაც განხილული ორი პოსტი გამოაქვეყნა, ანონიმურია და მხოლოდ 4 პოსტი აქვს გამოქვეყნებული. პირველი პოსტი – კომპიუტერის სურათი – 2023 წლის 5 მარტს გამოაქვეყნა. მეორე პოსტი 2024 წლის 8 მაისს გამოაქვეყნა, რომელზეც უცნობი ადამიანის ხელები არის გამოსახული. 2024 წლის 13 დეკემბერს კი სტატიაში განხილული, აქციებთან დაკავშირებული ყალბი ფოტოანაბეჭდების შემცველი პოსტები გამოაქვეყნა.

საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გარდა, ანონიმურ გვერდს 2024 წლის 6 დეკემბრიდან ანტიდასავლური შინაარსის სამი პოსტი აქვს დარეკლამებული. იდენტობის დამალვა, გვერდის აბსურდული დასახელება და რეკლამების არა Facebook-გვერდზე, არამედ მხოლოდ რეკლამირების სისტემიდან (Ads Manager) გაშვება მიუთითებს, რომ გვერდი მომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად და ანტიდასავლური პროპაგანდის და დეზინფორმაციის გასავრცელებლად შეიქმნა.

 

Все посты

Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
дек 25, 2025
Дезинформация: После прибытия освобожденных заключенных Джо Байден сел в пустой самолет
Дезинформация: После прибытия освобожденных заключенных Джо Байден сел в пустой самолет
сен 17, 2024
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» опубликована карикатура на главу МОК Томаса Баха
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» опубликована карикатура на главу МОК Томаса Баха
июл 19, 2024
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
май 20, 2025
Дезинформация: Aдминистрация Трампа отказалась покрывать расходы Зеленского на проживание в Вашингтоне
Дезинформация: Aдминистрация Трампа отказалась покрывать расходы Зеленского на проживание в Вашингтоне
мар 03, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.