Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში სასტუმროს „Residence hill sopra“ შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში სასტუმროს „Residence hill sopra“ შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

декабрь 3, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь
Поделиться

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „ალტერნატივა“ გამოაქვეყნა პოსტი,  რომლის მიხედვით სასტუმრომ „Residence hill sopra“ ნომრების გასაქირავებლად განცხადება ისეთ რუსულ სააგენტოზე გამოაქვეყნა, რომელიც აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მიიჩნევს.

„ბაკურიანში რაღაც სასტუმრომ რომ დაგმო ქართული ოცნება, ხომ ნახეთ? ხოდა აგერ რუსულ სააგენტოზე, რომელიც აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მიიჩნევს, ოფიციალური განცხადება უდევთ და ნომრებს აქირავებენ. ჯერ ის ბილაინის პიარშიკი ხო მოგვიწოდებს რევოლუციისკენ, მერე ელენე ხოშტარია თავისი რუბლებით და ახლა ესენი“, – აღნიშნულია პოსტში. მასზე  დართულია ფოტო, რომელზეც  სასტუმროს შესახებ რუსულენოვანი განცხადება არის ასახული.

პოსტში გამოქვეყნებული ეკრანის ანაბეჭდის იდენტური განცხადება ვებგვერდ Trip.com-ის რუსულენოვან ვერსიაშია ხელმისაწვდომი. თავად ეს ვებგვერდი კი ჩინურ კომპანიას ეკუთვნის. ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ ეს ვებგვერდი რუსულია.

კერძოდ, Trip.com საერთაშორისო ერთჯერადი ტურისტული სერვისის პროვაიდერია და  ჩინეთში 1999 წელს დაარსებულ კომპანიას – Trip.com Group Ltd, ეკუთვნის, რომლის სათავო ოფისი შანხაიშია განთავსებული. ვებგვერდი  39 ქვეყანასა და რეგიონში არის ხელმისაწვდომი, მოიცავს 35 ადგილობრივ ვალუტას და 24 ენაზე ფუნქციონირებს, მათ შორის რუსულზეც.

ენების მენიუს ჩამოშლისას, წარმოდგენილია ვებგვერდის სხვადასხვა, მათ შორის, რუსულენოვანი ვერსიის არჩევის შესაძლებლობაც. რუსული ენის არჩევის შემთხვევაში, Residence hill sopra-ს ძიებისას, მართლაც იმ ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზეა ასახული.

ფოტო: Trip.com-ის რუსულენოვანი ვერსიის ეკრანის ანაბეჭდი

აღსანიშნავია, რომ ამავე ვებგვერდზე სხვა ენის არჩევის და შემდეგ ვებგვერდზე Residence hill sopra-ს ძებნის შემთხვევაში იმავე ინფორმაციას ვხვდებით სხვადასხვა ენაზე, მათ შორის – გერმანულ, ფრანგულ, პოლონურ, თურქულ და სხვა ენებზე (იხილეთ სურათები).

დამატებით, ვებგვერდიდან რუკის გახსნის შემთხვევაში, ირთვება Google-ის რუკა, სადაც საქართველო სრული ტერიტორიით არის წარმოდგენილი და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს შიგნით მუქი ფერის წყვეტილი ხაზითაა მონიშნული.

ფოტო: ვებგვერდზე Trip.com-ზე არსებული რუკა

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო Residence hill sopra-ს მომსახურების შეთავაზებების შესახებ, არა რუსული, არამედ ჩინური წარმოშობის კომპანიის მფლობელობაში არსებული საერთაშორისო ვებგვერდის რუსულენოვანი ვერსიიდან არის აღებული. რუსულის გარდა, ვებგვერდის და შესაბამისად Residence hill sopra-ს შესახებ ინფორმაცია 20-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე არსებობს.

ცნობისთვის, სასტუმრომ Residence Hill SOPRA 2024 წლის 29 ნოემბერს სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც  სასტუმროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კონსტიტუციისა და დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდას შეწყვეტდნენ. „თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას, ჩვენი სასტუმრო დროებით შეწყვეტს ყველა გადასახადის გადახდას სახელმწიფოს მიმართ, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი რესურსების გამოყენება ხელისუფლებისთვის, რომელიც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციას“, – აღნიშნულია განცხადებაში (იხილეთ დაარქივებული პოსტი).

 

Все посты

Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
май 05, 2025
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
янв 27, 2026
Не подтверждается, что в Латвии пациентам отказывают в экстренной медицинской помощи из-за того, что они говорят на русском языке
Не подтверждается, что в Латвии пациентам отказывают в экстренной медицинской помощи из-за того, что они говорят на русском языке
авг 21, 2026
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
окт 18, 2024
Видеокадры приветствия короля Швеции и Зеленского во время визита в Украину распространяются манипулятивно
Видеокадры приветствия короля Швеции и Зеленского во время визита в Украину распространяются манипулятивно
апр 20, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.