Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ноябрь 28, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано
Поделиться

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეოს ავრცელებს (დააარქივებული ბმული). ჟურნალისტი ვიდეოში ამბობს: „შვილი გავაჩინე ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია, მარტო ამისათვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად დაადგინა. ასე რომ არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომა არ დაუშვათ“.  Facebook-გვერდი აღწერაში უთითებს „მგონი ნაადრევ ქორწინებაზე ამბობს, რომ შეცდომააო“, თუმცა კომენტარების მიხედვით, აშკარაა, რომ მომხმარებლები ვიდეოს შეცდომაში შეჰყავს. რეალურად, ინტერვიუდან კადრები იმგვარად არის მოჭრილი, რომ  ნინია კაკაბაძის ნათქვამს დამახინჯებულად წარმოაჩენს. სრულ ინტერვიუში, ნინია კაკაბაძე  ადრეულ ასაკში დაქორწინებაზე საუბრობს და სინანულს სწორედ ადრეულ ასაკში ქორწინებაზე და არა შვილების გაჩენასთან დაკავშირებით გამოხატავს.

ვიდეოს კომენტარებში მომხმარებლები წერენ: „ხო არ ღადაობ. რა არის შენი ცხოვრება შვილის გარეშე. ღმერთო გადმოხედე ამისთანებს“; „შენ ხარ შეცდომა შენი მშობლების“; „ასეთებს რო აპიარებთ იმიტომ მოდის გაბოროტებული თაობა. ეს სტუდიაში კიარა ფსიქიატრიულში უნდა მიგეწვიათ“. შესაბამისად, ვიდეოს,  მიუხედავად აღწერისა, რომელშიც ასევე დაზუსტებით არ წერია, რომ ნინია კაკაბაძე რეალურად ნაადრევ ქორწინებაზე საუბრობს, მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

ვიდეოს მონაკვეთი ტელეკომპანია ფორმულას  გადაცემიდან „მე-17 სართული“ არის აღებული, რომელიც ეთერში 2023 წლის 14 ოქტომბერს გავიდა და  იძულებით ქორწინებას, პედოფილიას, სექსუალური ძალადობას ეხებოდა. ნინია კაკაბაძე „მე-17 სართულის“ თანაწამყვანია. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ჩინარა კოჯაევა იყო, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც ძალით გათხოვებას ორჯერ, 14 და 17 წლის ასაკში, გადაურჩა.

ნინია კაკაბაძე სწორედ ჩინარა კოჯაევას მიმართავს მონაკვეთში, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა (იხილეთ ბმულზე 49:15 წუთიდან) : „ძალიან დიდი მადლობა, ბევრი ჩინარა გვჭირდება და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვეყოლება ეს ბევრი ჩინარა. ის, რაც შეძლო ჩინარამ, მე ვერ შევძელი. 16 წლის ასაკში მე გავთხოვდი, 17 წლის ასაკში შვილი გავაჩინე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია, რომლის გამოსწორებაც შემდეგ იყო შეუძლებელი“.  იმიტომ არა, რომ ჩემი მაშინდელი მეუღლე რამით ცუდი იყო, ძალიან კარგი ადამიანია, დღესაც ძალიან მიყვარს და ჩვენ დღეს მეგობრები ვართ. მყავს შვილი, ასევე მეგობრები ვართ დღეს. ამაში არ არის საქმე. უბრალოდ, 16 წლის ასაკში გათხოვება იყო დანაშაული და მე ამ დანაშაულის ჩადენისგან არავინ არ შემაჩერა და აღმოვჩნდი ჩემდა უნებურად, იმიტომ რომ ვიყავი პატარა, სულელი გარკვეულწილად. აღმოვჩნდი აი ასეთი მსხვერპლი, ამ საყოველთაოდ გამეფებული დანაშაულის, რომელიც 90-იან წლებში მართლაც ნორმად ითვლებოდა. მარტო ამისათვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად დაადგინა ბნელ 90-იანებში. ასე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომა არ დაუშვათ“.

ამდენად, გავრცელებულ ვიდეოში ორი სხვადასხვა მონაკვეთი ისეა შეერთებული, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ ჟურნალისტი სინანულს შვილების გაჩენის გამო გამოთქვამს. კერძოდ, მონაკვეთი, რომელშიც ჟურნალისტი შვილის გაჩენაზე საუბრობს, წყდება და მას იმავე გადაცემიდან სხვა მონაკვეთი ებმის, რომელშიც ამბობს, რომ უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს  ნორმად დაადგინა და მოუწოდებს სხვებს, ასეთი შეცდომა არ დაუშვან. სინამდვილეში, ნინია კაკაბაძემ გადაცემაში სინანული არა შვილების გაჩენის გამო, არამედ ადრეულ ასაკში ქორწინებაზე გამოთქვა.

 

 

Все посты

Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
дек 25, 2025
В социальных сетях распространяется видео Свена Тритшлера с поддельным переводом
В социальных сетях распространяется видео Свена Тритшлера с поддельным переводом
авг 10, 2026
Распространяемая в социальных сетях фотография Эпштейна и Зеленского является фальшивой
Распространяемая в социальных сетях фотография Эпштейна и Зеленского является фальшивой
апр 23, 2026
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
сен 02, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
авг 11, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.