Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
„ჯეოფაქტსმა“ პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა

„ჯეოფაქტსმა“ პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა

ноябрь 26, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья

2024 წლის 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტმა პარლამენტის 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. სხდომის გამართვამდე წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომის გამართვასა და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხად განაცხადა: „დეზინფორმაციაა თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არ ჩანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს რომ შეიკრიბოს“. შალვა პაპუაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა, ასევე, ჟურნალისტის კომენტარს იმის თაობაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც 150 დეპუტატის არჩევის კანონიერება არის გასაჩივრებული, პარლამენტს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება არ აქვს.

„ჯეოფაქტსმა“ შალვა პაპუაშვილის თითოეული მტკიცება გადაამოწმა.

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს.

მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

2024 წლის 19 ნოემბერს არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევის საფუძვლით, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.  შესაბამისად, პრეზიდენტს, პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია.

იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება პრეზიდენტის მიერ სხდომის დანიშვნაზე უარს, არც კონსტიტუცია და არც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი პირდაპირ არ აწესრიგებს.  ხშირ შემთხვევაში, კონსტიტუცია პირდაპირ აღწერს პრეზიდენტის მიერ საკუთარ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივ მსვლელობას. მაგალითად,  თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს, კანონს ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე ან თუ პრეზიდენტი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება.

ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის 38-ე მუხლს კონკრეტულობა აკლია, შესაბამისად, საკითხის აქვს, თუ – არა პარლამენტს შეკრების უფლებამოსილება პრეზიდენტის მიერ სხდომის არ დანიშვნის პირობებში  საკითხის გადაწყვეტა, ნორმის ინტერპრეტაციაზე ხდება დამოკიდებული.

პრეზიდენტის მიერ, პარლამენტის სხდომის გამართვის „ბლოკირების“ შესაძლებლობის კონსტიტუციაში ამოკითხვა შეუთავსებელია საქართველოს  კონსტიტუციურ წესრიგსა და მმართველობითი მოდელის ლოგიკასთან. პრეზიდენტის ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვა მის ხელში არაგონივრული, გადაჭარბებული ძალაუფლების კონცენტრაციას გამოიწვევდა. ამ პირობებში,  ახალარჩეული პარლამენტის შეკრების და მაშასადამე, მისი ფუნქციონირების საკითხის გადაწყვეტა, პრეზიდენტის ნებაზე იქნებოდა მინდობილი.

პარლამენტმა, სავარაუდოდ, რიგგარეშე სესიის მოწვევის წესების ანალოგია გამოიყენა, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ გამოსცემს რიგგარეშე სესიის მოწვევის აქტს, პარლამენტი თავისი ინიციატივით შეიკრიბება (იხ. კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „პრეზიდენტის მიერ სხდომის არ დანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს, რომ შეიკრიბოს“, დეზინფორმაციას უწოდებს. რეალურად, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის ლოგიკიდან გამომდინარე, პარლამენტს შეკრებისთვის არ შეიძლება სჭირდებოდეს პრეზიდენტის „ნებართვა“ და პრეზიდენტის ეს როლი უფრო „ცერემონიულია“, თუმცა, ის, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტის გარეშე პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევის მექანიზმს არ განსაზღვრავს,  ფაქტობრივი მოცემულობაა და არა – დეზინფორმაცია.

შალვა პაპუაშვილი არ განმარტავს, რა სამართლებრივ საფუძვლებს/ლოგიკას ეფუძნება მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება. თუ კი, პარლამენტის შეკრების კონსტიტუციურობა სამართლებრივ ნიუანსებს – კანონის ანალოგიას უკავშირდება, გამოდის, რომ საკითხის გადაწყვეტა ბუნდოვანი ნორმის ინტერპრეტაციაზეა მინდობილი. ამ პირობებში ორივე ლოგიკა, როგორც პრეზიდენტის, ასევე „ქართული ოცნების“ შესაძლოა გასაგები იყოს.

შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარლამენტს არ აქვს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის უფლება იმ პირობებში, როდესაც 150 პირის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში არის გასაჩივრებული, „ენჯეოების დეზინფორმაციას“ უწოდებს.

რეალურად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის სხდომაზე მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება:

ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:

ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში;

ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ

ვინაიდან, როგორც პრეზიდენტის, ასევე ოპოზიციის დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება, დროებით სამანდატო კომისიას არ ჰქონდა უფლება, უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში რომელიმე მათგანის სახელი და გვარი შეეტანა.

აღნიშნულს ადასტურებენ კონსტიტუციონალისტები ვახტანგ მენაბდე და ვახტანგ ხმალაძე.

– „საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია. ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია, სასამართლოს დაელოდოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება“ – აღნიშნა ვახტანგ მენაბდემ.

ანალოგიურად, ვახტანგ ხმალაძეც მიიჩნევს, რომ „ამ კენჭისყრით პარლამენტმა თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ“.

25 ნოემბრის სხდომის ჩასატარებლად, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა რეგლამენტის აღნიშნული მუხლი ისე განმარტეს, რომ თითქოს, იმისათვის, რომ სამანდატო კომისიამ პირის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულად მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის (სარჩელის დასაშვებობის) გადასაწყვეტად 30 დღიანი ვადის გამოყენება დაიწყო.

რეალურად, ნორმის ჩანაწერი –  „გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში“ – მიემართება სასამართლოში სარჩელის შეტანას და არა მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 22-ე მუხლი, რომელიც სარჩელის განხილვის ვადებს სარჩელის შეტანის ფაქტს უკავშირებს – „ჩატარებული არჩევნების, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა, ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 30 დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე“.

გასაჩივრება / სარჩელის შეტანა მისი რეგისტრაციის მომენტს გულისხმობს და ის არ უკავშირდება წარმოებაში მიღებას. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ შეფასება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილად ჩაითვლება მისი წარმოებაში მიღების (და არა სარჩელის შეტანის მომენტიდან“) მცდარია და საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია ნორმას უკარგავს ფუნქციას – შეაფერხოს იმ პირთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან პარლამენტი, თეორიულად, ყოველთვის მოასწრებს ცნოს პირის უფლებამოსილება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს გადაწყვეტს.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ნათელია, რომ შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას პარლამენტის შეკრებისა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ დეზინფორმაციას უსაფუძვლოდ უწოდებს. პარლამენტის შეკრების შემთხვევაში, კონსტიტუცია პრეზიდენტის გარეშე პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევის მექანიზმს მართლაც არ განსაზღვრავს. თუ კი, პარლამენტის შეკრების კონსტიტუციურობა კანონის ანალოგიით გამოყენებას უკავშირდება, გამოდის, რომ საკითხის გადაწყვეტა ბუნდოვანი ნორმის ინტერპრეტაციაზეა მინდობილი. ამ პირობებში ორივე ლოგიკა, როგორც პრეზიდენტის, ასევე „ქართული ოცნების“ შესაძლოა, გასაგები იყოს. რაც შეეხება, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობას, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პირობებში, პარლამენტის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

Все посты

Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июл 26, 2024
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
дек 12, 2024
Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
июл 23, 2025
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
окт 17, 2024
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.