Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს ყალბი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს ყალბი ფოტო ვრცელდება

ноябрь 18, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში ვრცელდება კრიშტიანუ რონალდუს ფოტო, რომელშიც მას ზურგზე პალესტინის მხარდასაჭერი ტატუაჟი აქვს. კერძოდ, ფოტოზე ჩანს, რომ რონალდუმ ტატუდ პალესტინის დროშა და მხარდასაჭერი სიმბოლური ფრაზა „თავისუფლება პალესტინას“ დაახატინა. რეალურად, ფოტოს ავთენტურობა არ დასტურდება და კრიშტიანუ რონალდუს არათუ პალესტინის მხარდასაჭერი, არამედ ზოგადად ტატუ არ აქვს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს მიერ პალესტინის მხარდაჭერის შესახებ მცდარი ინფორმაცია უცხოენოვან მედიაში არაერთხელ გავრცელებულა. მაგალითად, ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, გამოქვეყნდა ვიდეო სათაურით: „კრიშტიანუ რონალდუ სრულად უჭერს მხარს პალესტინას“. რეალური ვიდეო კი 2016 წლის 23 დეკემბერს გავრცელდა რონალდუს ოფიციალურ Facebook-გვერდზე შემდეგი სათაურით: „იმედიანი გზავნილი სირიის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს. @SavetheChildren.“. გავრცელდა ასევე ვიდეო, თითქოს რონალდუმ მატჩის შემდეგ სტადიონზე პალესტინის დროშა გაშალა. რეალურად, მოედანზე მყოფი ფეხბურთელი პალესტინის დროშით არა რონალდუ, არამედ მაროკოელი ჯავად ალ იაკიმი იყო.

კრიშტიანუ რონალდუს ტატუაჟიანი ფოტო არაერთ უცხოენოვან და ქართულენოვან სოციალურ პლატფორმაზე გავრცელდა (1, 2, 3, 4).

სინამდვილეში, ფოტო სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა გენერირებული და რეალობას არ შეესაბამება. კრიშტიანუ რონალდუ საზოგადოებაში ფილანთროპის სახელით სარგებლობს და ჯერ კიდევ 2012 წელს მან ერთ-ერთ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: „არ მაქვს ტატუები, რათა სისხლის დონაცია უფრო ხშირად შევძლო“. გარდა ამისა, არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ დასტურდება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინას, რაც, ექსკლუზიური შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებლად გაშუქდებოდა. ამასთანავე, აღნიშნულ ან მსგავს ფოტოს ან/და მხარდაჭერის დამადასტურებელ პოსტს ვერ ვხვდებით ვერც კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალურ Instagram-გვერდზე, რომელზეც სპორტსმენი საკმაოდ აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს.  შესაბამისად, კრიშტიანუ რონალდუს ტატუ წარწერით „თავისუფლება პალესტინას“ და პალესტინის დროშის გამოსახულება ზურგზე, არ დასტურდება.

Все посты

Дезинформация: На обложке американского сатирического журнала Humor Times опубликована карикатура на Зеленского
Дезинформация: На обложке американского сатирического журнала Humor Times опубликована карикатура на Зеленского
сен 03, 2024
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
авг 10, 2024
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
май 12, 2025
Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
янв 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.