Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
„იმედი“ ხატია დეკანოიძის განცხადებას მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე ავრცელებს

„იმედი“ ხატია დეკანოიძის განცხადებას მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე ავრცელებს

октябрь 26, 2024 · Проверенные факты, Выборы 2024 · Вердикт: Отсутствует Kонтекст

ტელეკომპანია „იმედმა“ „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადების შესახებ  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი. „ხატია დეკანოიძემ საარჩევნო უბანზე „დარღვევა“ იპოვა: რეგისტრაციის მაგიდები ძალიან ახლოს არის მიდგმული კედელთან“. ხატია დეკანოიძემ საარჩევნო უბნებზე ინვენტარის განთავსების შესახებ განცხადება მართლაც გააკეთა, თუმცა „იმედის“ პოსტში გამოტოვებულია მნიშვნელოვანი კონტექსტი იმის შესახებ, თუ რატომ თვლის დეკანოიძე რეგისტრაციის მაგიდების კედელთან ახლოს დადგმას დარღვევად, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკოსი უმნიშვნელო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძემ განცხადება 25 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა და განმარტა, რომ ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ინვენტარის განთავსება იმგვარად ხდება, რომ არჩევნების დღეს დამკვირვებლებს მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცემოდათ. არჩევნების დღეს, დეკანოიძემ იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა: „მე გუშინ გავაკეთე განცხადება მედიასთან და საზოგადოებას საჯაროდ ვუთხარით, ეს არის რეგისტრაციის მაგიდები, რომლებიც ძალიან ახლოს არის მიდგმული კედელთან, ისე რომ დამკვირვებლებს არ აქვთ საშუალება უკან დადგნენ, რეგისტრატორების უკან დადგნენ, რომ სიებს, ანუ მონიტორს დააკვირდნენ. ეს არის დარღვევა, რომელზეც არის ძალიან მნიშვნელოვანი რეაგირება. იგივე პოზიცია აქვს, არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის დამკვირვებლებსაც. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული დარღვევა. ჩვენს დამკვირვებელს და ბევრ დამკვირვებლებს არ ეძლევა იმის საშუალება რომ რეალურად მონიტორს დააკვირდნენ, ვინ შემოდის და ვინ გადის…“

ხატია დეკანოიძის განცხადების სრული ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ ის რეგისტრაციის მაგიდების კედელთან ახლოს განთავსებას დარღვევად თვლის, რადგან ინვენტარის მსგავსი განთავსება დამკვირვებლებს არ აძლევს საშუალებას რეგისტრაციის აპარატს დააკვირდნენ, აღნიშნული კი „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში გამოტოვებულია და დეკანოიძის განცხადება არასრული კონტექსტით არის გადმოცემული, რამაც შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებლები განცხადების შინაარსთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანოს.

Все посты

В социальных сетях распространяется фальшивая цитата министра иностранных дел Латвии Байбы Браже
В социальных сетях распространяется фальшивая цитата министра иностранных дел Латвии Байбы Браже
май 21, 2025
Дезинформация: Российские войска находят склады с химическим оружием в Украине
Дезинформация: Российские войска находят склады с химическим оружием в Украине
июл 25, 2025
Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
апр 16, 2025
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
мар 18, 2026
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
июл 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.