Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინიციატივა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინიციატივა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება

октябрь 8, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელიც ბილ გეითსის ერთ-ერთ გადაცემაში ინტერვიუს მოიცავს. ვიდეოში ბილ გეითსი საუბრობს, რომ მისი ორგანიზაციის ფარგლებში ბულიონის საკვებ კუბიკებში ვიტამინების დამატება  იგეგმება, რაც მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობებში მალნუტრიციისა და სიკვდილიანობის ამ გზით შემცირებას განაპირობებს. პოსტის ავტორი კი ამტკიცებს: „იციან, რომ ვაქცინებს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იღებს, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს გრაფენის ნანოტექნოლოგია საკვების გამოყენებით შეუყვანონ ადამიანებს სხეულში. ამისთვის ბილ გეითსმა გადაწყვიტა დაუმატოს ის ბულიონის კუბურებს, რომლებსაც თითქმის ყველა ოჯახი მოიხმარს, განსაკუთრებით კი ღარიბი ოჯახები. ბილ გეითსის ნანოტექნოლოგიასთან უკვე ასოცირდებიან ლუდი ჰეინეკენი, კოკა კოლა და ეხლა უკვე ბულიონის კუბურებიც!“. რეალურად, ბულიონის კუბიკებში გრაფენის არსებობს არ დასტურდება.

ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი კოვიდპანდემიის პერიოდში კონსპიროლოგების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. 2015 წელს მისი განცხადება, რომ კაცობრიობისთვის უდიდესი საფრთხე არა ბირთვული ომი, არამედ ინფექციური ვირუსებია – კოვიდპანდემიის დროს დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა მარტივად შეფუთეს. ზოგიერთის მტკიცებით, ის გლობალური ელიტების ხელმძღვანელი იყო, სხვები კი მას მსოფლიოს ხელოვნური დეპოპულაციის მცდელობებში ადანაშაულებდნენ. არსებობდა ასევე მტკიცებები, რომ კოვიდპანდემიის დროს ვაქცინაციის წახალისება მისი ძალისხმევით ხდებოდა, რათა ადამიანებში მიკროჩიპები ჩაენერგათ. ამჯერად, ბილ გეითსის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი საკვების, კერძოდ, ბულიონის კუბების საშუალებით მსოფლიო მოსახლეობის „დაჩიპვას“ და მათ სხეულებში გრაფენის ნანოტექნოლოგიის შეყვანას გეგმავს.

ბილ გეითსმა მეუღლესთან, მელინდა გეითსთან ერთად 2000 წელს საკუთარი სახსრებით დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია „Bill & Melinda Gates Foundation”, რომლის მთავარ მისიასაც სიღარიბესთან, უთანასწორობასა და დაავადებებთან ბრძოლა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში ბილ და მელინდა გეითსებმა 2017 წელს წამოიწყეს ახალი ინიციატივა სახელად „Goalkeepers”, რომელიც გლობალურ კოლექტივს წარმოადგენს. ინიციატივის წევრები მთელი მსოფლიოდან ცნობილ და/ან ნაკლებად ცნობილ ლიდერები არიან. ინიციატივა მიზნად ისახავს გაერო-ს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობასა და 2030 წლისთვის 17-ივე მიზნის განვითარებაში ინოვაციური და პროგრესული წვლილის შეტანას. Goalkeepers-ის ოფიციალურ საიტზე ყოველწლიურად ქვეყნდება ანგარიში, 2024 წლის ანგარიშში კი მთავარი ფოკუსი ბავშვთა მალნუტრიციასა და არასაკმარის, არაჯანსაღ კვებას შეეხებოდა.

CBS-ზე ერთ-ერთ გადაცემაში ინტერვიუს დროს ბილ გეითსი Goalkeepers-ის ახალ ინიციატივაზე საუბრობს. უფრო კონკრეტულად, აღნიშნავს, რომ ინიციატივის ფარგლებში გაირკვა, რომ ყველა ოჯახისთვის, მათ შორის სიღარიბეში მცხოვრებთათვისაც, ერთადერთი საჭმელი, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომია, ბულიონის კუბებია (დეჰიდრირებული ხორცის და/ან ბოსტნეულის საკვები, რომელიც მარტივი გამოყენებისთვის კუბების ფორმაშია გამომშრალი და წყლის დამატების შემდეგ იქცევა საკვებ პროდუქტად/სუპად). შესაბამისად, ბავშვთა მალნუტრიციისა და საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, ბილ გეითსის პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ბულიონის კუბებს დაემატებათ ორგანიზმისთვის საჭირო 15 ვიტამინი. გამომდინარე იქიდან, რომ Goalkeepers გაერო-ს მიზნების მიღწევის მხარდასაჭერად მუშაობს და, შესაბამისად, ამ მიზნით, 193 ქვეყნის ლიდერთან აქვს უშუალო კავშირი, ბილ გეითსის თქმით, ისინი გეგმავენ, ვიტამინებდამატებული კუბები მსოფლიო ქვეყნების მწარმოებლებამდე მიიტანონ და მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას ჯანსაღი საკვები ამ გზით მიაწვდინონ.

რაც შეეხება უშუალოდ ვიტამინებს, „Bill & Melinda Gates Foundation-ის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, მათმა დამატებამ ბულიონის კუბებში შესაძლოა, ანემიის მილიონობით შემთხვევა  შეამციროს და  სიკვდილის პრევენციის რიცხვი გაზარდოს. ამ მიზნით, კუბებში ვხვდებით ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა: იოდი, ფოლიუმის მჟავა, რკინა, თუთია, ვიტამინი B12.

გრაფენი, რაზეც პოსტის ავტორი საუბრობს, წარმოადგენს ნანომასალას, ანუ მცირე ნაწილაკებისგან შემდგარ ნაერთს.  გრაფენი ერთი ატომის სისქის, ყველაზე თხელი მასალაა, რომელიც გრაფიტის დაჟანგვის გზით მიიღება. მას ბიოტექნოლოგიასა და სხვა სფეროებში მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მაგალითად, ელექტრონულ მოწყობილობებში, ენერგიის შესანახ მოწყობილობებში, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიებში და ა.შ.  თუმცა არსებობს მტკიცებულებებიც, რომ გრაფენი შესაძლოა, გარკვეულ სიტუაციებში ტოქსიკური იყოს, მაგალითად, ბიოლოგიურ სისტემებში გრაფენის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება უჯრედის დაზიანება გამოიწვიოს. სავარაუდოდ, გრაფენის ოქსიდის გარშემო შეთქმულების თეორიები  სწორედ ამ მიზეზით არსებობს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, გრაფენის ოქსიდი კოვიდვაქცინებში ფიქსირდებოდა, არსებობდა მტკიცებაც, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზებით ადამიანის სისხლში გრაფენის ოქსიდის დაგროვება და ადამიანების რობოტებად გადაქცევა იგეგმებოდა. თითოეული მტკიცება ყალბია და რეალობას არ შეესაბამება. გრაფენისა და ბილ გეითსა და ბულიონის კუბებთან დაკავშირებაც კონსპირაციული თეორიაა და რეალური ფაქტებით არ დასტურდება.

კერძოდ, არც ერთ ღია წყაროში (მათ შორის, თავად ბილ გეითსის სრულ ინტერვიუსა თუ ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში) იქ, სადაც ბულიონის კუბების შემადგენლობაზეა საუბარი, არ არის ნახსენები გრაფენის ნანოტექნოლოგია. ამრიგად, ბულიონის კუბებში გრაფენის არსებობისა და ადამიანის სხეულში შეყვანის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

შესაბამისად, ავტორის მტკიცება ყალბია.

Все посты

Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
авг 05, 2024
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
окт 29, 2024
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
окт 08, 2025
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
мар 31, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
окт 29, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.