Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.

ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.

июнь 21, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Полуправда

ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.

ვერდიქტი:  ჯეოფაქტსის დასკვნით, ნინო წილოსანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

ანალიზი:

2024 წლის 5 მარტის პლენარულ სხდომაზე, ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, „Heritage Foundation“-ის 2024 წლის  ,,ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში’’ საქართველოს შეფასებებზე ისაუბრა. ,, „Heritage Foundation“ გიტარებთ ელემენტარულ გაკვეთილს შეფასებებთან დაკავშირებით. აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე. აი ამ კრიტერიუმებით აფასებს [საქართველოს], როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ქვეყანას და ერთ-ერთ პროგრესულ ქვეყანას‘’ განუცხადა პოლიტიკოსმა ოპოზიციას.

ჯეოფაქტსმა ნინო წილოსანის განცხადება გადაამოწმა.

„Heritage Foundation“ – ის ,,ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი’’ (THE INDEX OF ECONOMIC FREEDOM) ყოველწლიურად მსოფლიოს 180-ზე მეტი სახელმწიფოს ეკონომიკურ თავისუფლებას ზომავს. 2024 წლის, რიგით 30-ე ანგარიშში, 184 სახელმწიფო 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 ივნისამდე პერიოდში შეფასდა. [1]

ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, ,,ეკონომიკური თავისუფლება’’ ოთხ ჯგუფში გადანაწილებული 12 პარამეტრით იზომება. თითოეული პარამეტრი 0-დან 100 ქულით ფასდება, სადაც 0 ყველაზე დაბალი ქულაა, 100 საუკეთესო:

  1. კანონის უზენაესობა – (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება)
  2. მთავრობის ზომა – (საგადასახადო ტვირთის სიმძიმე, სახელმწიფო ხარჯები, ფისკალური სიჯანსაღე
  3. რეგულირების ეფექტიანობა – (ბიზნესის თავისუფლება, შრომის ძალის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება)
  4. ბაზრის ღიაობა – (ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება)

აღსანიშნავია, რომ პოლიტკოსის მიერ დასახელებულ კრიტერიუმებს [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობისა და გაფლანგვის სიმცირე] ორგანიზაცია მთავრობის კეთილსინდისიერების (Government Integrity) შეფასებისას აკვირდება. ორგანიზაცია განმარტავს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას სწორედ სისტემური კორუფციის ისეთი გამოვლინებები ანადგურებს, როგორიცაა მექრთამეობა, გამოძალვა, ნეპოტიზმი, კრონიზმი, მფარველობა, გაფლანგვა და მითვისება.

გრაფიკი N1 –  მთავრობის კეთილსინდისიერება წლების მიხედვით (წყარო „Heritage Foundation“)


ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერების ქულა მსოფლიო საშუალოზე მაღალია. საქართველომ საუკეთესო ქულა 2017 წელს აჩვენა (65 ქულა), თუმცა მაჩვენებელი თანდათან გაუარესდა და 2019 წელს 58,5 ქულით საქართველო ,,ზომიერად თავისუფალი’’ (Moderately Free) ქვეყნიდან ,,ძირითადად არათავისუფალ’’ (Mostly Unfree) ქვეყანათა რიგში აღმოჩნდა. ვითარება 2020 წელს შეიცვალა. 2020 წლიდან – 2022 წლამდე მცირე რეგრესით ქვეყანამ  ,,ზომიერად თავისუფალი’’ კატეგორია შეინარჩუნა. 2023 წელს კი, საქართველო 55,5 ქულით კვლავ ,,ძირითადად არათავისუფალ’’ სახელმწიფოდ შეფასდა. 2024 წელს 61,1 ქულით საქართველო ,,ზომიერად თავისუფალ’’ კატეგორიას დაუბრუნდა.

ამრიგად, ნინო წილოსანის განცხადება ნაწილობრივ ზუსტია, რადგან 2024 წლის მონაცემებით, საქართველოს საერთო რეიტინგიში მეტ-ნაკლებად კარგი პოზიცია აქვს. ამის მიუხედავად, განცხადებაში იგნორირებულია ინფორმაცია ინდექსის დინამიკის შესახებ. კერძოდ, 2012 წლიდან 2017 წლამდე საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უწვეტად პროგრესირებდა, თუმცა 2017 წლის შემდეგ, ქვეყნის პოზიციები გაუარესდა. აქედან გამომდინარე, ჯეოფაქტსი პოლიტიკოსის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ,,ნახევრად სიმართლე’’.


[1] საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ჯამური ქულა 68.4 – ია, რაც 0,3 ქულით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.  ქვეყანა საერთო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს, ხოლო, რეგიონის რეიტინგში, სადაც 44 ქვეყანა იყრის თავს, მე-19-ს. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა მსოფლიო და რეგიონალურ საშუალო მაჩვენებლებზე მაღალია. საქართველოს ეკონომიკა განიხილება, როგორც ,,ზომიერად თავისუფალი’’.

Все посты

Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
авг 05, 2025
Дезинформация: McDonald's официально объявил о возвращении на российский рынок
Дезинформация: McDonald's официально объявил о возвращении на российский рынок
май 05, 2025
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
дек 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.