Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება

июль 18, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь
Поделиться

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის გაყალბებული პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. ყალბ პოსტში ვკითხულობთ: „კონსტანტინე მორგოშია აქილეფსია, დავითია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახით უზარმაზარ გველეშაპს ეკვეთა და სწორედ ის წაგვიძღვება დიდი გამარჯვების გზაზე, რომელიც ბატონმა დავით თარხან მოურავმა დაულოცა. დიდია დავითის ლოცვის ფასი და კონსტანტინე მორგოშიას ბრძოლის ჟინი“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია. ირმა ინაშვილს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ირმა ინაშვილის Facebook-გვერდზე მსგავსი პოსტი არ გამოქვეყნებულა. გავრცელებული ციტატა არც სხვა სანდო მედიასაშუალებებზე მოიძებნა. Facebook-გვერდი „პრემიერი“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ციტატებს ხშირად ავრცელებს, რასაც ირმა ინაშვილი საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მან პოსტში აღნიშნა: „ეს გვერდი მიზანმიმართულად არა მხოლოდ ტყუილს, არამედ ყალბ ციტატებს ავრცელებს! უკვე მერამდენედ შეჰყავს შეცდომაში მკითხველი და მერამდენედ ავრცელებს ჩვენი პარტიის ლიდერების ყალბ ციტატებს“.

ამავდროულად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული პოსტის კომენტარებში ვხვდებით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ Facebook-გვერდის კომენტარს, რომელშიც მითითებულია, რომ ციტატა ყალბია.

მსგავსი კომენტარი გვხვდება Facebook-გვერდის „პრემიერი“ მიერ გავრცელებულ სხვა პოსტშიც, სადაც პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის ყალბი ციტატაა წარმოდგენილი.

ამგვარად, ირმა ინაშვილის სახელით გავრცელებული პოსტის ფოტოანაბეჭდი, ყალბია.

Все посты

Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
дек 10, 2024
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
фев 17, 2025
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
мар 18, 2026
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
янв 23, 2026
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.