Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოროსის ციტატა "ქართველებისთვის ისტორიის დავიწყებაზე" ყალბია

სოროსის ციტატა "ქართველებისთვის ისტორიის დავიწყებაზე" ყალბია

ноябрь 26, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Неправда · Политика
Поделиться

სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა ფოტო, რომელზეც თითქოს ცნობილი ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის ციტატაა დატანილი: "ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს ვინ ქართველია და ვინ არა" (არქივირებული ბმული). ფოტო ასევე გავრცელდა TikTok-ზე.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში თუ ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში ცირკულირებს. აღნიშნული ციტატის ძიებისას ჩანს, რომ ერთ-ერთი პირველი ვინც აღნიშნული ციტატა გამოაქვეყნა გამოცემა "საქართველო და მსოფლიოა", თუმცა, 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც სოროსს ამ ციტატას მიაწერდნენ, წყარო ან თარიღი არ არის მითითებული.

ფაქტების გადამმოწმებელი ქართული ავტორიტეტული გამოცემის, "ფაქტ-მეტრის" თანახმად, იდენტური შინაარსის დეზინფორმაცია ქართულ სოციალურ ქსელებში 2020 წელსაც გავრცელდა (არქივი). გამოცემამ ვერც მაშინ დაადასტურა ციტატის ნამდვილობა და გავრცელებული მტკიცება ყალბად შეაფასა.

2025 წელს იდენტური ვიზუალის მქონე ფოტო გავრცელდა, რასაც "ჯეოფაქტსი" მაშინაც გამოეხმაურა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ციტატას არ ახლავს წყარო ან თარიღი, რითიც მინიშნებული იქნებოდა თუ როდის და სად გააკეთა განცხადება ჯორჯ სოროსმა. "ჯეოფაქტსმა" მოიძია ჯორჯ სოროსის განცხადებები, სადაც ის საქართველოს/ქართველებს ახსენებს:

  1. ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომელიც სოროსმა საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთა და ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში არის მისი 2004 წლის სატელეფონო ინტერვიუ Los Angeles Times-თან, სადაც მან ვარდების რევოლუციაზე აღნიშნა: „მოხარული ვარ იმით, რაც საქართველოში მოხდა, და ძალიან ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩემი წვლილი შევიტანე.“
  2. სოროსის მიერ დაფუძნებულ ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ჯორჯ სოროსის 2004 წლის სიტყვები, რომელიც მან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სააკაშვილთან შეხვედრის დროს გააჟღერა: "საქართველო ცდილობს ღია საზოგადოების აშენებას და ამისთვის მის საჯარო მოხელეებს სჭირდებათ უნარები, რათა განახორციელონ რეფორმები და უპასუხონ საზოგადოების მოთხოვნებს."
  3. სოროსმა 2006 წლის 20 ნოემბერს, European Policy Centre-ისა და Open Society Foundations-ის პოლიტიკურ დისკუსიაზე, განაცხადა: „ევროკავშირმა ვერ შეძლო საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის გაწევა და ვერც უზბეკეთის წინააღმდეგ ადეკვატური სანქციების დაწესება ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტის გამო.“
  4. ჯორჯ სოროსმა 2005 წელს საქართველოში ვიზიტისას შემდეგი განცხადებები გააკეთა: “მე ძალიან ვამაყობ ფონდის მუშაობით, რომელმაც მოამზადა საქართველოს საზოგადოება, რასაც შემდეგ ვარდების რევოლუცია მოჰყვა. თუმცა ფონდის და პირადად ჩემი როლი ძალიან გაზვიადებულია. ვარდების რევოლუცია მთლიანად საქართველოს საზოგადოების ხელით მომზადდა“. სოროსმა ასევე ისაუბრა სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემების რეფორმირების აუცილებლობაზე: რადგანაც, თავისუფალი სასამართლო სისტემა ღია საზოგადოების აუცილებელი ელემენტია … ამ კუთხით ბევრი საქმეა გასაკეთებელი და იმედი მაქვს, რომ [ღია საზოგადოების ინსტიტუტის] ფონდი თავის წვლილს შეიტანს [სასამართლო რეფორმის საქმეში]“. “ბევრი საქმეა გასაკეთებელი სასჯელაღსრულების სისტემაში“, სადაც კვლავ ადგილი აქვს დაკავებულთა წამების ფაქტებს, “თუმცა ნაკლებად“. “რევოლუცია ყოველთვის არ წარმოშობს ღია საზოგადოებას. რეჟიმის რევოლუციური შეცვლა [დემოკრატიზაციის] პროცესის მხოლოდ დასაწყისია“. "სამწუხაროდ, პროცესი შესაძლოა ორი მიმართულებით წავიდეს. თქვენ შესაძლოა დიდი დემოკრატიზაციისკენ წახვიდეთ, ან შესაძლოა დიდი რეპრესიისკენ წახვიდეთ. და თუ სად შეიძლება მიგიყვანოთ რეპრესიამ – ეს შეგიძლიათ უზბეკეთის მაგალითზე დაინახოთ“.
  5. საჯაროდ ხელმისაწვდომია მისი 2007 წლის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან, სადაც მან საქართველოზე რუსეთი ზეწოლის კონტექსტში ისაუბრა: "პუტინს არ სურს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა და მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს მთავრობის დასასუსტებლად.“ ამავე ინტერვიუში მან სააკაშვილისა და ჟვანიას მხარდაჭერაზე და აღნიშნა: "მე მათ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერდი მხარს, თუმცა, მაგალითად, მათ ღია საზოგადოების ჯილდო გადავეცით."

    ღია წყაროებში არ არსებობს ვიდეო, აუდიო ჩანაწერი ან წერილობითი მასალა, რომელიც განცხადების ნამდვილობას და სოროსის ავტორობას დაადასტურებდა.

Все посты

Утверждение о том, что Зохран Мамдани является членом семьи Джеффри Эпштейна, не соответствует действительности
Утверждение о том, что Зохран Мамдани является членом семьи Джеффри Эпштейна, не соответствует действительности
фев 05, 2026
В социальных сетях распространяется отредактированная фотография Зеленского
В социальных сетях распространяется отредактированная фотография Зеленского
фев 24, 2026
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
окт 08, 2025
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
сен 02, 2025
Не подтверждается утверждение, что Борис Джонсон сорвал стамбульские переговоры
Не подтверждается утверждение, что Борис Джонсон сорвал стамбульские переговоры
май 15, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.