Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში თომას როკერმანის ვიდეო ყალბი თარგმანით ვრცელდება

სოციალურ ქსელში თომას როკერმანის ვიდეო ყალბი თარგმანით ვრცელდება

сентябрь 28, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано · Международное
Поделиться

სოციალურ ქსელში გავრცელდა გერმანელი პოლიტიკოსის, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" თომას როკერმანის ვიდეო (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული 1, 2), რომელშიც ის გერმანიის კანცლერს მიმართავს და მას მოღალატეს უწოდებს, ადანაშაულებს ამერიკისა და კომპანია "ბლექროკის" დავალებების შესრულებაში გერმანიის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ. ვიდეოში არსებული თარგმანის მიხედვით, როკერმანი ასევე უხამსი სიტყვებით მიმართავს ევროკომისიის პრეზიდენტს, მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. იდენტური ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს (ბმული 1, 2, 3, არქივი 1, 2).

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" პოლიტიკოსების სახელით ყალბი თარგმანის შემცველი ვიდეოები ვრცელდება. გასულ თვეებში "ჯეოფაქტსმა" იდენტური ტაქტიქით გავრცელებული მასალები გამოააშკარავა პარტიის ლიდერის ალის ვაიდელის და სვენ ტრიტშლერის შემთხვევაშიც (ბმული 1, 2, 3).

თომას როკერმანის აღნიშნული გამოსვლის საძიებლად "ჯეოფაქტსმა" YouTube-ზე პარტიის ოფიციალური გვერდი გადაამოწმა, სადაც პარტიის წარმომადგენლების ვიდეოები იდენტური ვიზუალით, მარჯვენა ზედა კუთხეში პარტიის ლოგოთი ქვეყნდება. აღნიშნულ გვერდზე Thomas Röckemann-ის სახელის ძიებით რამდენიმე ვიდეო ჩნდება, მათ შორისაა, 2026 წლის 9 ივლისს გამოქვეყნებული, რომელშიც პოლიტიკოსის ტანსაცმელი და უკანა ფონი ემთხვევა სოციალურ ქსელში რუსული თარგმანით გავრცელებულ ვიდეოს (არქივი). ვიდეოს აღწერით ირკვევა, რომ პოლიტიკოსი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის პარლამენტში გამოდის და იმ ემიგრანტებზე საუბრობს, რომლებიც გერმანიაში კრიმინალს სჩადიან.

ვიდეოს YouTube-ის ავტომატური ინგლისურენოვანი თარგმანიც ახლავს თან, რითიც ირკვევა რომ პოლიტიკოსი დანაშაულის ჩამდენი ემიგრანტების წარმოშობის ქვეყენაში დაბრუნების ინიციატივით გამოდის. ვიდეოს გერმანულენოვან ტრანსკრიპტში "მერცისა" და "ლაიენი" სახელის ძიებისას შედეგები არ არის, რაც ადასტურებს, რომ პოლიტიკოსს თავის გამოსვლაში კანცლერსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრზე არ უსაუბრია.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი თარგმანი ყალბია. თომას რიკერმანს აღნიშნულ გამოსვლაში მერცსა და ლაიენზე არ უსაუბრია.

Все посты

Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
дек 10, 2024
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
май 12, 2025
Дезинформация: «Симпсоны» предсказали убийство Дональда Трампа
Дезинформация: «Симпсоны» предсказали убийство Дональда Трампа
июл 16, 2024
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
окт 29, 2024
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.