Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

август 14, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ წინა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც საქართველო აგვისტოს ომის დამწყებ მხარედ არის მოხსენიებული. „იმ რეზოლუციისთვის, რომელშიც ომის დამწყებად საქართველო იყო მოხსენიებული, მათ მხარი ჰქონდათ დაჭერილი“,-ვკითხულობთ პოსტში.

მოცემულ პოსტში ავტორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას „რეზოლუცია 1633“ (არქივი) გულისხმობს. დოკუმენტი საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის სექტემბრის ბოლოს განიხილა და 2 ოქტომბერს 93 ხმით 29 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ აღნიშნულ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო განხილვების დროს, ასამბლეის მონაწილეთა მონათხრობის მიხედვით, სხდომათა დარბაზი დატოვა (ე.წ. walk out გააკეთა - პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა).

რეზოლუცია 1633-ის შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, რაც რეზოლუციის მეხუთე პუნქტში არსებული ფორმულირების შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციით გავრცელებას უკავშირდება. რეზოლუციის მეხუთე პუნქტი კონფლიქტის ესკალაციის ახალ დონეზე, სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დონეზე გადასვლაზე საუბრობს, რაც ქართული მხარის მხრიდან ცხინვალზე დაწყებულ იერიშს მოჰყვა, თუმცა მეოთხე პუნქტი განმარტავს ამ იერიშამდე არსებულ ვითარებას. მეოთხე პუნქტში წერია: "[ომი] იყო შედეგი სიტუაციის სერიოზული ესკალაციისა, პროვოკაციებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები სიტუაციის განსამუხტად, პრობლემის სამხედრო მოგვარება ორივე მხარისთვის გამოსავლად გადაიქცა. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. ვფიქრობთ, რომ მშვიდობისმყოფელებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია და ვერ უზრუნველჰყვეს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საკუთრების უსაფრთხოება. შესაბამისად, ვწუხვართ, რომ ომამდელი მოწოდებები სამშვიდობო პროცესებისა და კონფლიქტის მოგვარების შესახებ უარყოფილ იქნა რუსული და სამხრეთ ოსური მხარის მიერ." შესაბამისად, კონფლიქტის ესკალაციაზე პასუხისმგებლობას დიდწილად რეზოლუციის მეოთხე პუნქტი რუსულ მხარეს აკისრებს. თუმცა რეზოლუცია 1633 არცერთ პუნქტში არ ასახელებს ომის დაწყებაზე პასუხისმგებელ ან ომის დაწყების ინიციატორ მხარეს.

რეზოლუცია 1633 ომის დაწყების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს სიტყვებს „outbreak of war”, ხოლო მეხუთე პუნქტში მხოლოდ ესკალაციის ახალ ეტაპზე საუბრობს. ომის დაწყების შესახებ, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების თაობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან და ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. [1]

შესაბამისად, რეზოლუცია 1633-ით ასამბლეის მიზანი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება რომ ყოფილიყო, ის მეხუთე პუნქტშიც ამ ტერმინს გამოიყენებდა და არა ტერმინს ესკალაციის ახალი ეტაპი. ამგვარად, დოკუმენტის წაკითხვიდან ცალსახაა, რომ ქართული მხარე არ აღიარებს ომის დაწყებას. შესაბამისად, ტყუილია, რომ საქართველოს დელეგაციის ის წევრები, ვინც მხარი დაუჭირა რეზოლუციის მოცემულ ტექსტს, ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ.

მოცემული რეზოლუცია არ აკისრებს საქართველოსა და მის იმდროინდელ ხელისუფლებას ომის დაწყების პასუხისმგებლობას, აცხადებს, რომ ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. მეტიც ის პასუხისმგებლობას აკისრებს სამშვიდობო მისიას (რუსულ ჯარს) იმაში, რომ ვერ შეძლო ადამიანის უფლებების დაცვა. ამასთან ერთად გამოკვეთს რუსეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ როლს კონფლიქტის გადაწყვეტაზე უარის თქმის საკითხში. [2] რეზოლუცია უფრო შორსაც მიდის - გამოყენებულია ტერმინი ოკუპაცია (პუნქტი 6), საუბარია ამ ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე (პუნქტი 9). ასევე, რეზოლუცია მე-13 პუნქტში საუბრობს სარწმუნო ცნობებზე ეთნიკური წმენდის შესახებ და პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

ამგვარად, დოკუმენტი არათუ რომელიმე მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას ომის დაწყების თაობაზე, არამედ პირიქით, საერთოდ არ გამოკვეთს უშუალოდ ომის დაწყებაში პასუხისმგებელ პირს და ამისთვის საერთაშორისო გამოძიების ინიციატივით გამოდის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ წარუმატებელ მცდელობებში ხედავს ცალსახად რუსულ პასუხისმგებლობას, მოიხსენიებს რუსეთს, როგორც ოკუპანტს, მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და პასუხისმგებლობას აკისრებს ომის დროს და შემდეგ მომხდარ სავარაუდო ეთნიკურ წმენდაზე. ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია ომის დაწყებაში ბრალს საქართველოს სდებს.


[1] ზუსტი ციტირება, მე-8 პუნქტი: "Since the facts surrounding the outbreak of the war are disputed by both Georgia and Russia, they should be established, in an objective manner, by an independent international investigation".

[2] ზუსტი ციტირება, მე-4 პუნქტი: "It is of the view that in the end the peacekeeping format proved that it could not fulfil its intended function and that the peacekeepers did not succeed in their mission to protect the lives and property of the people in the conflict area. It therefore regrets that earlier calls to discuss a change in the format of the peacekeeping and conflict resolution process were rejected by South Ossetia and Russia".


Все посты

Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
мар 16, 2026
В социальных сетях распространяется вырванное из контекста  выступление Владимира Зеленского в программе «Квартал 95»
В социальных сетях распространяется вырванное из контекста выступление Владимира Зеленского в программе «Квартал 95»
окт 24, 2025
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
дек 03, 2025
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
ноя 19, 2025
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
сен 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.