Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში უკრაინაზე ელენე ხოშტარიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში უკრაინაზე ელენე ხოშტარიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება

июль 30, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика
Поделиться

სოციალურ ქსელში გარცელდება საინფორმაციო ბარათი, რომელზეც თითქოს პარტია "ახალის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ციტატაა დატანილი: "უკრაინას და საქართველოს შორის რომ სამხედრო კონფლიქტი მოხდეს, ჩვენ უკრაინის მხარეს დავდგებით" (ბმული 1, 2, 3, არქივირებული ბმული 1, 2, 3).


გავრცელებულ საინფორმაციო ბარათს ტელეკომპანია "მთავარის" პოსტებისთვის დამახასიათებელი ვიზუალი და კომპანიის ლოგო აქვს, რაც გავრცელებულ პოსტს დამატებით დამაჯერებლობას სძენს. სინამდვილეში "მთავარის" Facebook და Instagram გვერდებზე მსგავსი ციტატა არ იძებნება. დამატებით, Google-ის საძიებო სისტემაში აღნიშნული ციტატის ძიებას რაიმე რელევანტური შედეგი არ აქვს. მსგავსი ციტატა არ იძებნება ქართული მედიასაშუალებების ვებგვერდებზე (ბმული 1, 2, 3).

სინამდვილეში, ბარათი დამუშავებულია და მასზე ორიგინალი ტექსტი ამოცვლილია გამოგონილი ციტატით. რედაქტირებისთვის, სავარაუდოდ, გამოიყენეს "მთავარის" მიერ 17 ივლისს გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი (არქივი), რომელშიც პოლიტიკოსის იდენტური ფოტო და სათაურია ("ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან") გამოყენებული. ორიგინალი პოსტი პოლიტიკოსის წერილს მოიცავს, სადაც ის მისი ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, საზოგადოებას უცხადებს, რომ ის ბრძოლას აგრძელებს: "მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან."


ორიგინალ და რედაქტირებულ საინფორმაციო ბარათებს შორის ასევე შეინიშნება სხვაობა გამოყენებულ ფონტებს შორის, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "მთავარის" მასალა პროგრამულად დაამუშავეს. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული საინფორმაციო ბარათები რედაქტირებულია.

Все посты

Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
дек 03, 2025
Российские источники выдают бронеавтомобиль 1918 года за часть современных вооружённых сил Эстонии
Российские источники выдают бронеавтомобиль 1918 года за часть современных вооружённых сил Эстонии
июн 04, 2026
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
янв 14, 2025
Вакцины против COVID-19 НЕ вызвали в мире вспышку «турборака»
Вакцины против COVID-19 НЕ вызвали в мире вспышку «турборака»
авг 24, 2026
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.