სოციალურ ქსელში გამოცემა "პუბლიკას" გაყალბებული საინფორმაციო ბარათები ვრცელდება
სოციალურ ქსელში გავრცელდა საინფორმაციო ბარათი (არქივირებული ბმული), რომელიც გამოცემა "პუბლიკას" ვიზუალს იმეორეობს. საინფორმაციო ბარათზე თბილისში პარლამენტის წინ მიმდებარე ყოველდღიური აქციების მადისკრედიტირებული ტექსტია მოცემული, თითქოს პროტესტის მონაწილე უცენზურო ფორმით გამოხატავს აზრს, რომ "პროტესტით ვერაფერს მიაღწიეს". აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტილით "პუბლიკას" საინფორმაციო ბარათი ადრეც გაყალბდა (არქივირებული ბმული).
სინამდვილეში გამოცემა "პუბლიკას" მსგავსი აღწერით პოსტები არ გამოუქვეყნებია. "პუბლიკას" Facebook გვერდზე იძებნება ფოტოების კოლექცია, რომელიც მედიამ 2026 წლის 26 ივლისს ატვირთა და რომელსაც სათაურად აქვს: "უწყვეტი პროტესტის 594-ე დღე რუსთაველის გამზირზე." აღნიშნულ პოსტში სხვა ფოტოებთან ერთად ვხვდებით მამაკაცის ფოტოს, რომელიც რედაქტირებისთვის გამოიყენეს. აღნიშნულ ფოტოზე ციტატა არ არის დატანილი.
რაც შეეხება მეორე გაყალბებულ საინფორმაციო ბარათს, ფოტო აღებულია "პუბლიკას" მიერ 2026 წლის 14 მაისს გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან, რომელიც შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: "რუსთაველის გამზირი, უწყვეტი პროტესტის 532-ე დღე. ფოტო: ნატა მახარაშვილი / „პუბლიკა”. ორიგინალ ფოტოზე ციტატა არ არის დატანილი.