Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
თამარ ჩერგოლეიშვილის კონტექსტიდან ამოღებული ციტატა

თამარ ჩერგოლეიშვილის კონტექსტიდან ამოღებული ციტატა

июль 20, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст · Политика
Поделиться

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის კონტექსტიდან ამოღებული ციტატა, სადაც ის ამბობს „თუ ჩემთან ერთად არ იომებენ, სანქციები მაინც დააკისრონ და შეშფოთება მაინც გამოთქვან და თუნდაც მეხუთე დღეს“, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის მხრიდან შეშფოთებაც საკმარისი დახმარებაა (არქივირებული ბმული). პოსტის ავტორის განმარტებითი ტექსტიც - „ანუ ამერიკა ჩვენი ომის დროს თუ უბრალოდ შეშფოთდება ეგეც დახმარებააო ჩერგომ“ ამაზე მიუთითებს.

სინამდვილეში ეს არის კონტექსტიდან ამოღებული ციტატა. 2026 წლის 3 ივლისს თამარ ჩერგოლეიშვილი იმყოფებოდა გადაცემაში (არქივი) “VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად”, სადაც პოლიტიკურ საკითხებზე ედებატებოდა ზურაბ მახარაძეს.

ამ დებატის დროს თამარ ჩერგოლეიშვილი ხსნის (33-ე წუთიდან), თუ როგორ უნდა იყოს საქართველო უფრო დაცული. ის ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის ჯარის მზადყოფნაზე და ეროვნული რეზერვის სისტემაზე, შემდეგ კი ავითარებს არგუმენტს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობები რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყნებთან, რომლებიც, თუ არ იომებენ საქართველოსთან ერთად, სანქციებს მაინც დააწესებენ რუსეთზე და გაუზრდიან მას აგრესიის ფასს. ამ კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც ომის მეხუთე დღეს ჯორჯ ბუშმა გადაწყვიტა საქართველოში გამოეგზავნა ფლოტი ჰუმანიტარული დახმარების მოწოდების მოტივით, რამაც გავლენა მოახდინა რუსეთის სამხედრო კალკულაციებზე.

შესაბამისად, თამარ ჩერგოლეიშვილის ფრაზა „თუ ჩემთან ერთად არ იომებენ, სანქციები მაინც დააკისრონ და შეშფოთება მაინც გამოთქვან და თუნდაც მეხუთე დღეს“ რეალურად ამგვარად გრძელდება - „თვითმფრინავს დასვამს, გამოვა და ბრიფინგს ჩაატარებს ამერიკის პრეზიდეტი და თათბირს ჩაატარებს და რუსეთს ეტყვის, რომ გაწიე შენი ძალები, რადგან ჩემი ძალები ჯდებიან მანდ.“ ამ კონტექსტში ჩერგოლეიშვილის მთავარი გზავნილი არის, რომ მტერს თავდასხმა უნდა უჯდებოდეს ძვირი და რომ დასავლეთთან მოკავშირეობა არის ამის მიღწევის გზა.


Все посты

Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
июл 02, 2024
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
фев 27, 2025
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
фев 17, 2025
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
янв 30, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.