Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სატირა თუ რეალური პოსტი? სოციალურ ქსელში ტვ იმედის ვიზუალით გაყალბებული ქარდი ვრცელდება

სატირა თუ რეალური პოსტი? სოციალურ ქსელში ტვ იმედის ვიზუალით გაყალბებული ქარდი ვრცელდება

июль 10, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика
Поделиться

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ქარდი, რომელიც ტვ "იმედის" ვიზუალით ვრცელდება, ამტკიცებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ლამაზ პრეზიდენტებს შორის დასახელდა.
ღია წყაროებში ძიება არ ადასტურებს, რომ ტვ "იმედს" მსგავსი საინფორმაციო ბარათი თავის ინტერნეტ გვერდებზე ან სოციალურ ქსელებში ჰქონდა განთავსებული.

ქართულ ფეისბუქ და ინსტაგრამ სივრცეში გავრცელდა პოსტი, რომელიც ტვ იმედს მიკუთვნებული საინფორმაციო ქარდის სახითაა წარმოდგენილი (დაარქივებული ბმული). ქარდზე განთავსებული მტკიცების მიხედვით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ლამაზ პრეზიდენტებს შორის დასახელდა.

ღია წყაროებში მსგავსი ინფორმაციის ძიება ქართულ ენაზე არ გვაძლევს რაიმე სარწმუნო წყაროს, რომელიც მტკიცებას დაადასტურებდა. გვხვდება მხოლოდ იმავე ინფორმაციის გამზიარებელი ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშები.

მსგავს შედეგს ვიღებთ ინგლისურ ენაზე ძიებისასაც, იმის გამოსარიცხად, რომ საუბარი შეიძლება იყოს რაიმე არაფორმალურ საერთაშორისო რეიტინგზე.

გავრცელებული საინფორმაციო ბარათი არ იძებნება თავად ტვ "იმედის" Facebook-გვერდზე.

დამატებით, თავად გავრცელებული ქარდის დათვალიერებაც გვაძლევს მინიშნებებს, რომ ის, დიდი ალბათობით, ნამდვილი არაა. მაგალითად, მარჯვენა ქვედა კუთხეში ვხედავთ ვარსკვლავისებურ მონიშვნას, რომელიც ინსტაგრამზე გაზიარებულ იმავე შინაარსის პოსტებში უკეთ ჩანს. აღნიშნული მონიშვნა, როგორც წესი Google-ის Gemini ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მასალებს ერთვის ხოლმე თან.

ასევე უცნაურია, რომ ქარდზე დატანილ ინფორმაციას მარცხენა ზედა მხარეს უწერია "ყაველაშვილი". მსგავსი მონიშვნა, როგორც წესი, ციტატის ავტორის იდენტიფიცირებისთვის ხდება ხოლმე. თუმცა გავრცელებული ფრაზა უფრო მტკიცების ფორმისაა, ვიდრე ციტატის. ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ მიხეილ ყაველაშვილს საკუთარ თავზე მესამე პირში ესაუბრა, რომ ის მსოფლიოს ლამაზ პრეზიდენტებს შორის დასახელდა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი რედაქტირებულია.

Все посты

Дезинформация: Adidas возвращается в Россию
Дезинформация: Adidas возвращается в Россию
июн 04, 2025
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
окт 18, 2024
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
ноя 05, 2025
Дезинформация: Трамп призовет в армию тех, у кого в профиле в соцсетях фигурирует украинский флаг
Дезинформация: Трамп призовет в армию тех, у кого в профиле в соцсетях фигурирует украинский флаг
мар 05, 2025
[исправлено] В социальных сетях распространяется поддельный рекламный плакат, приписываемый правительству Украины
[исправлено] В социальных сетях распространяется поддельный рекламный плакат, приписываемый правительству Украины
июн 30, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.