Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში მაგდა მამუკაშვილის კომენტარი პროტესტის მონაწილეებზე უკონტექსტოდ ვრცელდება

სოციალურ ქსელში მაგდა მამუკაშვილის კომენტარი პროტესტის მონაწილეებზე უკონტექსტოდ ვრცელდება

июль 9, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში ვრცელდება აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის ციტატა, სადაც ის თითქოს აღიარებს, რომ პროტესტის მონაწილეები "ნორმალურები არ არიან".
ციტატა კონტექსტიდან ამოვარდნილია და სრული ვიდეოს გაცნობა გვიჩვენებს, რომ მამუკაშვილი პროტესტის მონაწილეების გამძლეობაზე საუბრობს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში ვრცელდება მოკლე ვიდეო, რომელშიც საპროტესტო მოძრაობის მონაწილე აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი ამბობს "ცოტა არ ვართ ნორმალურები, მე სხვა კომენტარი არ მექნება. რაღაცა დაგვემართა, რაღაც საერთო..." (დაარქივებული ბმული). ეს ვიდეოს გამავრცელებლის მიერ წარმოდგენილია, როგორც აღიარება, რომ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები სრულ ჭკუაზე არ არიან. ვიდეოს თან ახლავს გამავრცელებლის მოკლე კომენტარი სიცილის სიმბოლოებით "ცოტა არა ძალიან".

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს მონაკვეთი ამოღებულია მაგდა მამუკაშვილის ჩართვიდან ტელეკომპანია ფორმულას 1-ლი ივლისის გადაცემაში "კომენტარი". ჩართვისას მამუკაშვილი თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საპატიმროდან გათავისუფლებაზე საუბრობს და კომენტარს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ისინი გათავისუფლების საღამოს აპირებენ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

სწორედ ამ კონტექსტში, წამყვანის კითხვაზე თუ რა მუხტს შემოიტანს საპატიმროდან გათავისუფლებული აქტივისტების დაბრუნება რუსთაველის გამზირზე, მაგდა მამუკაშვილი ამბობს "ცოტა არ ვართ ნორმალურები" და აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ საპატიმროდან გათავისუფლებული აქტივისტების უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა და გათავისუფლების დღესვე კვლავ უერთდება პროტესტს, მიუხედავად საპატიმროში თვეების განმავლობაში ჯდომისა. მამუკაშვილი ამას აფასებს როგორც ქვეყნისადმი სიყვარულის გამვლინებას, რაც, მისი აზრით, აქტივისტებს ყველას ერთად დაემართათ.

შესაბამისად, კონტექსტის გაცნობის შედეგად ცხადი ხდება, რომ ფრაზით "ცოტა არ ვართ ნორმალურები" მაგდა მამუკაშვილი არ გულისხმობს, რომ პროტესტის მონაწილე აქტივისტები, მისი ჩათვლით, საღ გონებაზე არ არიან. აღნიშნულს აქტივისტი პოზიტიურ კონტექსტში, პროტესტის მონაწილეების საბრძოლო განწყობის ხაზგასასმელად იყენებს.

Все посты

Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
авг 07, 2025
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
фев 17, 2025
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Ложный перевод высказывания Алисы Вайдель вновь распространяется в социальных сетях
Ложный перевод высказывания Алисы Вайдель вновь распространяется в социальных сетях
апр 06, 2026
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
май 04, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.