Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა ალბანეთში ქვეყნიდან ებრაელების გაძევებას არ უკავშირდება

მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა ალბანეთში ქვეყნიდან ებრაელების გაძევებას არ უკავშირდება

июнь 11, 2026 · Вердикт: Газетная статья · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, რომელთა მტკიცებითაც ალბანეთში საპროტესტო აქციები ქვეყნიდან ებრაელების გაძევების მოთხოვნით მიმდინარეობს.
ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ საპროტესტო მოძრაობა კონკრეტულ სამშენებლო პროექტს უკავშირდება ალბანეთის საკურორტო ზონაში.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა არაერთი ვიდეო და პოსტი მტკიცებით, რომ ალბანეთში ბოლოს დროს მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების მოთხოვნაა ქვეყნიდან ებრაელების გაძევება (1;2;3;4;5). გამავრცელებლების ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ "ალბანეთის დედაქალაქში მოსახლეობა მართავს აქციებს და აცხადებენ, რომ ებრაელებმა დაუყონებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა და ,,მოშორდნენ” ალბანეთს" (დაარქივებული ბმული).

ღია წყაროებში ალბანეთში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის შესახებ ძიება ადასტურებს, რომ ალბანეთში ამ ეტაპზე მართლაც მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები. ავტორიტეტული საერთაშორისო მედია წყაროები ასევე იტყობინებიან, რომ საპროტესტო აქციებზე დამსწრეთა რაოდენობა ზრდადია.

თუმცა ავტორიტეტული საერთაშორისო წყაროები არ ადასტურებენ, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებს რაიმე საერთო აქვთ ებრაელების ალბანეთიდან გაძევების მოთხოვნასთან. საპროტესტო აქციები უკავშირდება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ის სამშენებლო პროექტს ალბანეთის საზანის კუნძულზე და ზვერნეცის სანაპირო ზოლზე, ქალაქ ვლორეს მახლობლად. პროექტი პოტენციურად 10,000 სასტუმრო ოთახის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროტესტის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ისაა, რომ სამშენებლო პროექტის ტერიტორია წარმოადგენს ყოფილ დაცულ ტერიტორიას, რომელიც მნიშვნელოვანი წერტილია ფლამინგოებისთვის, 200-ზე მეტი სახეობის გადამფრენი ფრინველისთვის, ხმელთაშუაზღვის სელაპისთვის და ზღვის კუებისთვის. შესაბამისად, პროტესტის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი საკითხი გარემოს დაცვაა, ხოლო პროტესტის ერთ-ერთ მთავარ სლოგანად კი იქცა "ალბანეთი არ იყიდება". ზემოთ აღწერილი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე, საპროტესტო მოძრაობამ საკუთარ სიმბოლოდ ვარდისფერი ფლამინგო აირჩია.

თავის სტატიაში Politico-ს ევროპის განყოფილება ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც საპროტესტო მოძრაობამ მსხვილი მასშტაბი შეიძინა, მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც, ხოლო პროექტის მოწინააღმდეგეების მცირე ნაწილმა ასევე დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ ალბანეთის მიწას ჯარედ კუშნერის ნაცვლად ისრაელი ყიდულობდა, დაფარული პოლიტიკური დღის წესრიგით. საკითხის ანალიზის შედეგად Politico ასკვნის, რომ აღნიშნული არ დასტურდება რაიმე ფაქტებით, ეს მოსაზრება კი არსადაა ასახული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯარედ კუშნერი მართლმადიდებელი ებრაელია, საკმაოდ კონსერვატიული და რელიგიური ოჯახიდან, თუმცა არაფერი მიუთითებს, რომ მის ეთნიკურ და რელიგიურ წარმომავლობას რაიმე საერთო აქვს ალბანეთში მისი კომპანიის მიერ განსახორციელებელ პროექტთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფაქტებით არც ის დასტურდება, რომ საპროტესტო მოძრაობა აქცენტს კუშნერის ეთნიკურ და რელიგიურ წარმომავლობაზე აკეთებს, ან ალბანეთიდან ებრაელების გაძევებას მოითხოვს. პროტესტი ერთ კონკრეტულ სამშენებლო პროექტს და მის გარემოზე გავლენას უკავშირდება.

Все посты

Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
июл 25, 2025
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
окт 08, 2024
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
окт 08, 2025
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
дек 25, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.