სოციალურ ქსელში ოპოზიციური ალიანსის ბრიფინგის რედაქტირებული ვერსია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ოპოზიციური ალიანსის ბრიფინგის ვიდეო და ფოტო-მასალა, სადაც თითქოს პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე შარვლის ნაცვლად შორტებშია ინტერვიუს დროს (ბმული 1, 2, 3, 4 , არქივირებული ბმული).
ოპოზიციურმა ალიანსმა ბრიფინგი 2026 წლის 9 ივნისს გამართა, სადაც გიგი წერეთელმა, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ რედაქტირებულ ფოტო და ვიდეო მასალაზე დაკვირვებისას ცხადი ხდება, რომ პოლიტიკოსების ბრიფინგის ორიგინალ ვიზუალს ხელოვნურად დამატებული აქ ქვედა ნაწილი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მაშინ საუბრისას არ იცვლება ქვედა კადრი და ის უძრავია, რაც ადასტურებს, რომ მასალა რედაქტირებულია. მონტაჟზე კვალზე მიუთითებს ის დეტალიც, რომ პოლიტიკოსების ზედა ნაწილი და დარედაქტირებული ფეხები შეუსაბამო და არაპროპორციული.
ბრიფინგის ვიდეო ხელმისაწვდომია ოპოზიციური ალიანსი Facebook-გვერდზე. პოლიტიკოსების გამოსვლა ასევე გააშუქეს მედიებმა (ტვ პირველი (მე-20 წუთიდან), პირველი არხი (21-ე წუთიდან), პალიტრა). მათ მიერ გავრცელებულ მასალაში მაგიდის ქვედა ნაწილი საერთოდ არ ჩანს და ჯაფარიძის შორტებიანი გამოსახულება მხოლოდ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს.