სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შემდეგ ციტატას მიაწერს: "ჩვენ მხოლოდ რუსეთის დაშლა გვინდა, პუტინი კი გვემუქრება!". (არქივირებული ბმული).
აღნიშნული ციტატა არ იძებნება ევროკომისიის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე (იხ. ევროკომისიის ვებგვერდი, პრეზიდენტის X და Instagram ანგარიშები). დამატებით, Google-ის საძიებო სისტემა აღნიშნულ ციტატასთან დაკავშირებით რაიმე რელევანტურ შედეგს არ იძლევა.
ბოლო განცხადება, რომელშიც ლაიენი რუსეთზე საუბრობს, 29 მაისს გააკეთა. მან რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის შეჭრა და სამოქალაქო პირების დაზიანების ფაქტი დაგმო. ლაიენმა რუსეთზე ასევე ისაუბრა მაისის ბოლოს ლიტვაში ვიზიტისას, თუმცა მის გამოსვლაში სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა არ იძებნება.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.