Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ჯეფრი ეპსტინის დნმ-ს შეიცავდა

მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ჯეფრი ეპსტინის დნმ-ს შეიცავდა

май 5, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Здравоохранение

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდ19-ის ვაქცინები ამერიკელი ფინანსისტის, პედოფილიისთვს მსჯავრდებული ჯეფრი ეპსტინის დნმ-ს შეიცავდა.
ინფორმაცია არ დასტურდება მტკიცებულებებით.
მტკიცების თავდაპირველი გამავრცელებელი არასანდო წყაროა, რომელსაც კონსპირაცია აქამდეც გაუვრცელებია.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდ19-ის ვაქცინები ამერიკელი ფინანსისტის, პედოფილიისთვს მსჯავრდებული ჯეფრი ეპსტინის დნმ-ს შეიცავდა (დაარქივებული ბმული). გავრცელებულ ინფორმაციას თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ეს საკითხია განხილული. ვიდეო ერთი შეხედვით ე.წ. პოდკასტის ფორმისაა და ორ პიროვნებას შორის საუბარს ასახავს, რომელთაგანც ერთ-ერთი ინტერვიუერია, მეორე კი - რესპონდენტი. რესპონდენტი საუბრობს, რომ ჯეფრი ეპსტინი MRNA ვაქცინების განვითარების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო და სწორედ ამის საშუალებით შეუთანხმდა ვაქცინების მწარმოებლებს, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინებში მისი დნმ მოეთავსებინათ.

ვიდეოზე დაკვირვებით აღმოვაჩენთ, რომ ინტერვიუერის მიკროფონს პოდკასტის სახელი: Digital Social Hour აწერია, რომლის საძიებო სისტემაში ჩაწერის შედეგად მივდივართ პოდკასტის YouTube არხამდე. არხის სახელიდან ვარკვევთ, რომ ინტერვიუერის სახელია შონ კელი (Sean Kelly).

არხის შესწავლისას ასევე ირკვევა, რომ პიროვნება, რომელიც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში რესპონდენტია და ჯეფრი ეპსტინზე საუბრობს, პოდკასტის სტუმარი აქამდეც ყოფილა. მისი სახელია ბილი კარსონი (Billy Carson). ეს საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ ვიდეოს თავდაპირველი ვერსიაც, რომელიც პოდკასტის ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული.

საძიებო სისტემაში ბილი კარსონის სახელის ჩაწერა გვაძლევს საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას, პირველ რიგში, კი მიგვითითებს მის კომპანიაზე სახელით 4BiddenKnowledge. ბილი კარსონი მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ბილი კარსონი დახასიათებულია როგორც ექვს-გზის საუკეთესო გაყიდვადი ავტორი, სერიული ბიზნესმენი და გამორჩეული ხედვის მქონე ლიდერი, რომლის მიზანიცაა ადამიანების პოტენციალის გამოღვიძება უძველესი სიბრძნის, თანამედროვე მეცნიერებისა და ცნობიერი ქმედებების შერწყმით.

4BiddenKnlowedge-ს ასევე აქვს პოდკასტების ქსელი YouTube-ზე, სადაც მთავარი მოსაუბრე სწორედ ბილი კარსონია, სადაც ის არაერთ კონსპირაციულ თემაზე საუბრობს, რომელთა შორისაცაა: უცხოპლანეტელები, აკრძალული ისტორიული ფაქტები, ასტრალური პროექციები და სხვა. ბილი კარსონს კონსპირაციების შესახებ Digital Social Hour-ის ადრინდელ გამოშვებებშიც უსაუბრია.

რაც შეეხება ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში გაჟღერებულ მტკიცებას ჯეფრი ეპსტინის დნმ-ის შესახებ, ღია წყაროებში აღნიშნულის ძიება ავტორიტეტული წყაროებზე არ გვაძლევს რაიმე ხელშესახებ შედეგს. გვხვდება მხოლოდ ფეისბუქ და ინსტაგრამ პოსტები, რომლებიც აღნიშნულ მტკიცებას იმეორებენ.

ღია წყაროებში ერთადერთი შედეგი, რომელიც გარკვეულწილად ეპსტინის მიერ საკუთარი დნმ-ის გავრცელებას უკავშირება, ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის სტატიაა, სადაც საუბარია ჯეფრი ეპსტინის გეგმებზე საკუთარი დნმ გაევრცელებინა, თუმცა აღნიშნული კოვიდ 19-ის ვაქცინებს არ უკავშირდება. ამის ნაცვლად, საუბარია ეპსტინის გეგმებზე მის მიერ შერჩეული ქალბატონების მასობრივი დაფეხმძიმებით გაევრცელებინა საკუთარი დნმ, რისთვისაც ლოკაციად, როგორც The Telegraph წერს, მას თავისი ერთ-ერთი რანჩო ჰქონდა შერჩეული. მიუხედავად ამისა, წყაროების ანალიზის საფუძველზე The Telegraph-ის დასკვნით არაფერი ადასტურებს, რომ აღნიშნულ გეგმებს საუბრის მიღმა სხვა რაიმე შედეგი მოჰყვა.

გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვყნებულ ე.წ. ეპსტინის ბიბლიოთეკაში MRNA ვაქცინების შესახებ ძიება არ გვაძლევს რაიმე რელევანტურ შედეგს - ბიბლიოთეკაში MRNA ვაქცინები და მათი მწარმოებლები ძირითადად ახალი ამბების შეჯამებებშია ნახსენები, რომლებსაც როგორც ჩანს ეპსტინი რეგულარულად იღებდა ელ-ფოსტით. ამდენად, ოფიციალურ მასალებშიც კავშირი ეპსტინის დნმ-სა და კორონავირუსის რნმ ვაქცინებს შორის არ დასტურდება.

Все посты

Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
авг 05, 2025
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
окт 29, 2024
Российские аккаунты распространяют фейк о гибели украинского военного от удара Ирана
Российские аккаунты распространяют фейк о гибели украинского военного от удара Ирана
апр 06, 2026
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
фев 17, 2025
Дезинформация: Во время обыска дома Андрея Ермака была изъята большая сумма денег и несколько паспортов, в том числе на имя Зеленского
Дезинформация: Во время обыска дома Андрея Ермака была изъята большая сумма денег и несколько паспортов, в том числе на имя Зеленского
дек 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.