Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სიმართლე არ არის, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა შეკითხვა "პირველ რიგში ამერიკაა თუ ისრაელი" უკომენტაროდ დატოვეს

სიმართლე არ არის, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა შეკითხვა "პირველ რიგში ამერიკაა თუ ისრაელი" უკომენტაროდ დატოვეს

март 23, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика
Поделиться

მოკლედ საკითხავი

გავრცელებული ვიდეოს აღწერის მიხედვით, ჟურნალისტი ამერიკელ კონგრესმენებს ეკითხება პირველ რიგში ამერიკაა თუ ისრაელი და ისინი ამ კითხვას უკომენტაროდ ტოვებენ.
პიროვნება, რომელიც ვიდეოში კითხვას სვამს ჟურნალისტი არ არის.
ვიდეოში ასახულნი არ არიან ამერიკელი კონგრესმენები.
ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის ოფისის წინ შეხვედრას ელოდებიან.


ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო (1; 2) რომლის აღწერის მიხედვითაც: "ჟურნალისტი ამერიკის კონგრესში ამერიკელ კონგრესმენებს ეკითხება: „პირველ რიგში ამერიკაა თუ ისრაელი?“ - თუმცა ყველა დუმილის უფლებას იყენებს." ვიდეოში პიროვნება მართლაც უსვამს მსგავს შეკითხვას ადამიანთა ჯგუფს. შენობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან, სავარაუდოდ, აშშ-ის კონგრესის შენობას წარმოადგენს.

ვიდეოზე დატანილი ინგლისური ტექსტის მიხედვით, მოქმედება აშშ-ის ვირჯინიის შტატის კონგრესმენის, იუჯინ ვინდმანის ოფისის გარეთ ხდება. ტერიტორიაზე ათზე მეტი ადამიანი დგას და სავარაუდოდ, ოფისში შესვლას ელოდებიან.

ცნობილია, რომ კონგრესმენები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების წარმომადგენლებს, ორგანიზაციებს ან კონგრესის აპარატის თანამშრომლებს. სავარაუდოა, რომ კონგრესმენ იუჯინ ვინდმანის ოფისის გარეთ სწორედ ასეთი შეხვედრის მომლოდინე ადამიანები დგანან. შესაბამისად, არაფერი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ვიდეოში ასახული ადამიანები ამერიკელი კონგრესმენები არიან.

რაც შეეხება ვიდეოზე დატანილ ლოგოს, იგი შედგება ლათინური ასოებისგან PNN, ხოლო შრიფტით და ფერებით წააგავს ცნობილი ამერიკულ ახალი ამბების ქსელის, CNN-ის ლოგოს. ლოგოს ძიებას მივყავართ ე.წ. პალესტინის სიახლეების ქსელის (Palestine News Network, PNN) სოციალური ქსელების გვერდებამდე. სწორედ აქ ვხვდებით კიდეც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს ორიგინალ წყაროს.

ვიდეოს გადამღები და კითხვების დამსმელი პიროვნების დამოკიდებულება კითხვების ადრესატებისადმი ნაკლებად დამაჯერებელს ხდის, რომ ეს პიროვნება ჟურნალისტია და რომ ქსელი, რომელსაც ის წარმოადგენს, რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებს მიჰყვება. აღნიშნული პიროვნება უხეშად ესაუბრება კითხვების ადრესატების ნაწილს, აღნიშნავს რა, რომ მათი აზრი არ აინტერესებს, ხოლო მეორე ნაწილს სიტყვიერად ავიწროებს და დასცინის - მაგალითისთვის ერთ-ერთ პიროვნებას ჯგუფიდან სიმელოტეზე მიუთითებს. PNN-ის პლატფორმებზე სხვა ვიდეოებშიც რესპონდენტებისადმი იმავე ან უარესი ტიპის დამოკიდებულებას ვაწყდებით. ორიგინალ წყაროში არ არის მითითებული, რომ ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები კონგრესის წევრები არიან.

ამერიკის ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგა (Anti-Defamation League) PNN-ს შემდეგნაირად აღწერს: "პალესტინის საინფორმაციო ქსელი (PNN) არის პიროვნებათა ჯგუფი, რომლებიც ავიწროებენ მათთვის უცნობ ხალხს, ხშირად ებრაელებს და ითხოვენ მათგან პოზიციის დაფიქსირებას პალესტინის შესახებ. ჯგუფი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას ისრაელის საწინააღმდეგო ტერორისა და ძალადობის მიმართ." ეს ყველაფერი მიგვითითებს, რომ PNN უფრო მეტად აქტივისტთა ჯგუფია, ვიდრე რაიმე ტიპის მედია საშუალება.

რომ შევაჯამოთ, არ დასტურდება, რომ ვიდეოში ასახული ადამიანები, ვისაც კითხვას უსვამენ, ამერიკელი კონგრესმენები არიან, ხოლო პიროვნება, ვინც სვამს შეკითხვებს, არ არის ჟურნალისტი.

Все посты

Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
июл 18, 2024
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
янв 14, 2025
Дезинформация: Камалла Харрис в молодости занималась проституцией
Дезинформация: Камалла Харрис в молодости занималась проституцией
июн 26, 2024
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
авг 07, 2025
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
дек 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.