Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
რუსული სუპერ-თვითმფრინავის დაშვება თეირანში თუ გაყალბებული ვიდეო?

რუსული სუპერ-თვითმფრინავის დაშვება თეირანში თუ გაყალბებული ვიდეო?

март 4, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, თეირანში დაეშვა რუსული სადაზვერვო ძალების თვითმფრინავი ილიუშინ ილ-80
ვიდეოში ასახული თვითმფრინავის დიზაინი არ შეესაბამება ილიუშინ ილ-80-ს
ვიდეოში ასახული დიზაინის მქონე თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო ძალებს არ ჰყავს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ვიდეოს სახით, რომლის მიხედვითაც თეირანში დაეშვა რუსეთის სადაზვერვო ძალების თვითმფრინავი ილიუშინ ილ-80 (Ilyushin Il-80), ე.წ. doomsday თვითმფრინავი.

დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. doomsday plane თავისი არსით არ წარმოადგენს სადაზვერვო თვითმფრინავს. ეს ტერმინი მიემართება საჰაერო ხომალდებს, რომელთა ფუნქციაც ბირთვული ომის დროს კონკრეტული ქვეყნის მთავრობის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლების გადარჩენაა. მსგავსი საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფ მაღალჩინოსნებს საშუალება უნდა ჰქონდეთ გააგრძელონ სამხედრო ძალების მართვა ბირთვული კონფლიქტის დროსაც. ასეთი ხომალდებს სპეციალური დიზაინი აქვთ, რათა მათ ბორტზე მყოფ პირებს ბირთვული კონფლიქტის პირობებშიც კი შეეძლოთ ცოცხლად დარჩენა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ილიუშინ ილ-80-ის დიზაინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ვიდეოში ასახული თვითმფრინავის დიზაინისგან. თვითმფრინავის რეალური დიზაინის გაცნობისას მარტივი შესამჩნევია, რომ მას ცენტრალურ ნაწილში არ აქვს თეფშის ან ანტენისებრი მოწყობილობა.

რუსეთის საჰაერო ძალების Ilyushin Il-80

მსგავსი დიზაინები, როგორც წესი დამახასიათებელია ე.წ. AWACS - საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის ფუნქციის მქონე ხომალდებისთვის, რომლებიც სადაზვერვო თვითმფრინავებს წარმოადგენენ.

ბრიტანეთის საჰაერო ძალების Boeing E-3 Sentry - AWACS ტიპის

ასეთი ფუნქციის მატარებელი საჰაერო ხომალდი რუსეთის საჰაერო ძალებსაც ჰყავს, თუმცა აღნიშნული ხომალდის, ბერიევ ა-100-ის (Beriev A-100) დიზაინი ასევე მნიშვნელოვნად განსხვავებულია ვიდეოში ასახული დიზაინისგან.

რუსეთის საჰაერო ძალების Beriev A-100 - AWACS ტიპის

ვიდეოში ასახულ საჰაერო ხომალდთან გარეგნულად ყველაზე ახლოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თვითმფრინავი Ilyushin Il-96-300PU დგას. თუმცა აქაც, მარტივი შესამჩნევია, რომ არც ამ მოდელს უყენია თეფშისებრი მოწყობილობა კორპუსის ცენტრში. ასევე, არ იძებნება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი 2026 წელს ირანს ეწვია.

რუსეთის საჰაერო ძალების Ilyushin Il-96-300PU



Все посты

Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
май 20, 2025
Дезинформация: Официальный Киев не признает нового папу римского, если он будет избран без участия Украины
Дезинформация: Официальный Киев не признает нового папу римского, если он будет избран без участия Украины
апр 25, 2025
Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
окт 25, 2024
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
мар 31, 2025
В социальных сетях распространяется видео индийского блогера с искаженным переводом
В социальных сетях распространяется видео индийского блогера с искаженным переводом
дек 26, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.