Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ეპსტინის ფაილები არ ადასტურებს, რომ ბილ გეიტსი COVID-19-ის პანდემიის "არქიტექტორია"

ეპსტინის ფაილები არ ადასტურებს, რომ ბილ გეიტსი COVID-19-ის პანდემიის "არქიტექტორია"

январь 26, 2026 · Вердикт: Газетная статья

მოკლედ საკითხავი


სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეპსტინის ფაილების გამოქვეყნებამ გამოავლინა, რომ ბილ გეიტსი პანდემიის „არქიტექტორი“ იყო.
გამოქვეყნებულ მეილებში მართლაც არის პანდემიისთვის მზადებაზე საუბარი, თუმცა არც ერთი მეილი არ ადასტურებს, რომ ამ შეხვედრებს ბილ გეიტსი ან მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ან ამ შეხვედრებზე პანდემიის დაგეგმვა მიმდინარეობდა.
ბილ და მელინდა გეიტსის ფონდი მომავალი შესაძლო პანდემიის წინააღმდეგ საპასუხო რეაქციების დაგეგმაში ჩართული იყო, თუმცა ეს ფაქტი საზოგადოებისა და მედიებისთვის დამალული არ ყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (დაარქივებული ბმული), ეპსტინის ფაილების გამოქვეყნებამ გამოავლინა, რომ ამერიკელი ბიზნესმენი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი პანდემიის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო და რომ მას ეპსტინთან პანდემიისთვის მზადების შესახებ მიმოწერა უკვე 2015-2017 წლებში ჰქონდა.

2026 წლის 30 იანვარს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, გამჭვირვალობის შესახებ აქტის შესაბამისად, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი 2025 წლის 19 ნოემბერს მოაწერა, ეპსტინის დოკუმენტების 3 მილიონზე მეტი დამატებითი გვერდი გამოაქვეყნა. ახლად გამოცემული მასალები ასევე მოიცავს 2000-ზე მეტ ვიდეოს, და 180 000 სურათს. მასალა შეგროვდა ეპსტინის და მისი პარტნიორის, გლეინ მაქსველის წინააღმდეგ ფლორიდასა და ნიუ იორკში აღძრული საქმეებიდან, ეპსტინის გარდაცვალების გამოძიების საქმიდან და გამოძიების ფედერალური ბიუროს სხვადასხვა გამოძიებებიდან, რომლებშიც ეპსტინი ან მასთან დაახლოებული პირები ფიგურირებდნენ.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში მართლაც იძებნება სოციალურ ქსელში გავრცელებული მეილი, რომელშიც პანდემიისთვის მოსამზადებელ შეხვედრაზეა საუბარი. მეილის, რომელიც 2015 წლის 20 მარტით თარიღდება, თემაში მითითებულია "პანდემიებისთვის მზადება". თავად ტექსტში კი ვკითხულობთ: "იხილე თანდართული ფაილში პანდემიებისთვის მზადების შეხვედრის დღის წესრიგი, მოთხოვნის შესაბამისად. მოდით განვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები, მაგალითად, როგორ ჩავრთოთ მასში ოფიციალურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია. პატივისცემით და იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ!". მეილი ჯეფრი ეპსტინის მისამართით არის გაგზავნილი, თუმცა გამოქვეყნებულ ფაილში დაშიფრულია როგორც მეილის გამგზავნის, ასევე ეპსტინის გარდა, ყველა იმ პირის სახელი, ვინც ეს მეილი მიიღო. შესაბამისად, აღნიშნული მეილით არ დასტურდება, რომ პანდემიისთვის მზადების შესახებ შეხვედრაში მონაწილეობას ბილ გეიტსი ან მისი წარმომადგენლებიც იღებდნენ.

წყარო: https://www.justice.gov/epstein/files/DataSet%209/EFTA00654215.pdf


იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში, პანდემიისთვის მზადების კონტექსტში, იძებნება სხვა მეილიც, რომლის ავტორი ბილ გეიტსის მრჩეველი ბორის ნიკოლიჩია. წერილი, რომლის ერთ-ერთი ადრესატი ბილ გეიტსიცაა, დაფინანსების ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე გადატანას ეხება, როგორიცაა ენერგეტიკა და პანდემია და აღნიშნულია, რომ ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა დამატებით დონორების მობილიზებას შეუწყოს ხელი. მეილში პანდემიის დაგეგმაზე საუბარი არ არის.

შესაბამისად, ეპსტინის ფაილებში არ იძებნება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ COVOD-19-ის პანდემია ბილ გეიტსისა და მისი პარტნიორების მიერ წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბილ და მელინდა გეიტსის ფონდი მომავალი შესაძლო პანდემიის წინააღმდეგ საპასუხო რეაქციების დაგეგმასა და სიმულაციებში ჩართული იყო, რაც საზოგადოებისა და მედიებისთვის დამალული არ ყოფილა. მაგალითად, ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან პარტნიორობით, 2019 წლის 18 ოქტომბერს, კოვიდ პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ნიუ-იორკში, "ღონისძიება 201-ს" უმასპინძლა, რომელიც პანდემიის სიმულაციას წარმოადგენდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესის, მთავრობისა და ჯანდაცვის წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზნად, ორგანიზატორები მსოფლიოში მზარდი ეპიდემიების წინააღმდეგ თანამშრომლობის ზრდას და გამოწვევებზე საერთო პასუხს ასახელებდნენ. ორგანიზატორები თვლიდნენ, რომ ბოლო წლებში ეპიდემიების მზარდ რაოდენობას, შესაძლოა მოჰყოლოდა პანდემია, რომელსაც კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოეტანა. "ბოლო წლებში მსოფლიოში ეპიდემიების მზარდი რაოდენობა შეინიშნება, რაც წელიწადში დაახლოებით 200 შემთხვევას შეადგენს. ეს შემთხვევები იზრდება და ისინი ჯანმრთელობისთვის, ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის დამანგრეველია. ამ მოვლენების მართვა ისედაც აწვება გლობალურ შესაძლებლობებს, პანდემიის საფრთხის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ერთ-ერთი ასეთი ეპიდემია გლობალური გახდება - პანდემია პოტენციურად კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მძიმე პანდემია, რომელიც „მოვლენა 201“-ად იქცევა, მოითხოვს საიმედო თანამშრომლობას რამდენიმე ინდუსტრიას, ეროვნულ მთავრობებსა და ძირითად საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის".

ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება ფოკუსირებული იყო გამოგონილი სცენარზე. სცენარის თანახმად, დაავადებამ, რომელიც ბრაზილიაში ღორის ფერმებში დაიწყო და მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რამაც 65 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ღონისძიების ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში მარტივად ხელმისაწვდომია. ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა წარსულშიც უმასპინძლა მსგავს ღონისძიებებს.

საგულისხმოა, რომ ტერმინი „კორონავირუსი“ ვირუსების ჯგუფს აღნიშნავს და არა ერთ უნიკალურ შტამს. 2019 წლის ბოლოდან ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელებული ვირუსი 2019 წლის ახალ კორონავირუსად, ანუ 2019-nCoV-ად მოიხსენიება.

„ცხადია, ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრს და პარტნიორებს ჩვენი სიმულაციის დროს პროგნოზი არ გაგვიკეთებია. სცენარისთვის ჩვენ გამოგონილი კორონავირუსის პანდემიის მოდელირება მოვახდინეთ, მაგრამ ცალსახად აღვნიშავთ, რომ ეს პროგნოზი არ იყო“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. „ამის ნაცვლად, სიმულაცია ემსახურებოდა მზადყოფნისა და რეაგირების იმ გამოწვევების ხაზგასმას, რომლებიც სავარაუდოდ ძალიან მძიმე პანდემიის დროს წარმოიშობა. არ ვპროგნოზირებთ, რომ nCoV-2019-ის აფეთქება 65 მილიონ ადამიანს შეიწირავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სიმულაცია მოიცავდა ახალი კორონავირუსის იმიტაციას, ამ გამოგონილი ვირუსის პოტენციური ზემოქმედების მოდელირებისთვის გამოყენებული მონაცემები არ ჰგავს nCoV-2019-ის მონაცემებს.“ ცნობისთვის, WHO-ის იანვრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7,109,667-ს აღწევს.

შესაბამისად, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული „ღონისძიება 201“, რომელშიც გეიტსების ფონდიც მონაწილეობდა, პანდემიის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნაზე იყო ორიენტირებული. თუმცა, ღონისძიება 2019-nCoV-ს არ ეხებოდა და სიკვდილიანობის რეალურ პროგნოზებს არ აკეთებდა.

ცნობისთვის, Covid-19 პანდემიის გამოცხადებიდან ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, მისი წარმოშობა კვლავ ინტენსიური და ხშირად მწვავე დებატების საგანია. მეცნიერები ორ ძირითად ვერსიას განიხილავენ. პირველი ვერსიის მიხედვით, ვირუსი ბუნებრივად გადავიდა ცხოველებიდან ადამიანებზე (ე.წ. ზოონოზური გავრცელება). ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ პანდემიის ადრეული შემთხვევები დაკავშირებული იყო ვუჰანის ბაზართან, სადაც ცხოველები იყიდებოდა. მეორე ვერსიის თანახმად, ვირუსი შესაძლოა ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელდა, სადაც ღამურების კორონავირუსებს იკვლევდნენ. 2025 წლის ივნისში ჯანმო-ს დამოუკიდებელმა სამეცნიერო ჯგუფმა (SAGO) გამოაქვეყნა ანგარიში COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის წარმოშობის შესახებ. ჯგუფის შეფასებით, არსებული მტკიცებულებების უმეტესობა მიუთითებს, რომ ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა ცხოველებიდან ადამიანებზე (ზოონოზური გზით). თუმცა, ჯანმო აცხადებს, რომ ლაბორატორიული გაჟონვის ვერსიაც კვლავ გასათვალისწინებელია, რადგან საბოლოო დასკვნის გამოსატანად საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ორგანიზაცია მოუწოდებს ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, გააზიარონ პანდემიის საწყის ეტაპებთან დაკავშირებული მონაცემები, მათ შორის გენეტიკური ნიმუშები, ბაზრებზე გაყიდული ცხოველების შესახებ დეტალები და ვუჰანის ლაბორატორიებში ბიოუსაფრთხოების პირობების შესახებ ინფორმაცია, რაც დღემდე ჯანმოსთვის სრულად არ არის მიწოდებული. ჯანმოს თქმით, ინფორმაციის ნაკლებობა ართულებს საბოლოო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.






Все посты

Дезинформация: Немецкая газета «Die welt» опубликовала интервью экс-супруги Путина о смерти президента РФ
Дезинформация: Немецкая газета «Die welt» опубликовала интервью экс-супруги Путина о смерти президента РФ
авг 08, 2025
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
ноя 13, 2024
Кадры в эфире катарского телеканала «Аль-Джазира», где видна крыса, на самом деле созданы искусственным интеллектом (ИИ)
Кадры в эфире катарского телеканала «Аль-Джазира», где видна крыса, на самом деле созданы искусственным интеллектом (ИИ)
окт 16, 2025
Дезинформация: «Симпсоны» предсказали убийство Дональда Трампа
Дезинформация: «Симпсоны» предсказали убийство Дональда Трампа
июл 16, 2024
Дезинформация: В Украине «Арку дружбы» перекрасили в цвета ЛГБТ
Дезинформация: В Украине «Арку дружбы» перекрасили в цвета ЛГБТ
июн 07, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.