Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ტრამპს ჟურნალისტები არასასურველი კითხვების გამო არ გაუძევებია

ტრამპს ჟურნალისტები არასასურველი კითხვების გამო არ გაუძევებია

январь 28, 2026 · Вердикт: Газетная статья

მოკლედ საკითხავი

გავრცელებული ვიდეოს თანახმად, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტები, რომლებმაც ეპშტეინის ფაილებზე კითხვები დასვეს, ოვალური ოფისიდან გააძევა.
ვიდეოს სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი 30 იანვარს ოვალურ ოფისში მიმართვისას შეკითხვებს საერთოდ არ პასუხობს;
ვიდეოში ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის.


სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების თანახმად, ვიდეოში ჩანს ამერიკის პრეზიდენტის მიერ ოვალური ოფისიდან იმ ჟურნალისტების გაძევება, რომლებმაც მას ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს (დაარქივებული ბმული).

ვიდეოში წარმოდგენილი კადრი ოვალურ ოფისში ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართვიდან არის აღებული. სრული პირდაპირი ჩანაწერი YouTube-ზე ABC News-ის მიერ მიმდინარე წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა. ვიდეოში (21:10 წთ-დან) ჩანს, რომ ტრამპი მისი მიმართვის შემდეგ მისი ადმინისტრაციის წევრებს და ჟურნალისტებს მაშინვე მადლობას უხდის და მათ კარისკენ მიუთითებს. შესაბამისად, ჟურნალისტების კითხვებს საერთოდ არ პასუხობს. ამ დროს ოთახში ოფისის თანამშრომლობები შემოდიან და ჟურნალისტები გაყავთ. მიუხედავად შეხვედრის დასრულებისა, ჟურნალისტები, როგორც ვიდეოში ისმის, პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმას მაინც ცდილობენ. ერთ-ერთი ჟურნალისტი დონალდ ტრამპს Fox News-ის ახალ გამოკითხვასთან დაკავშირებით კითხვას უსვამს ("ბატონო პრეზიდენტო შეგიძლიათ მიპასუხოთ Fox-ის ახალ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, ხალხი ICE-ის (აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური) თავდასხმებს ზედმეტად აგრესიულად მიიჩნევს?"). ამ კითხვის გარდა, ჟურნალისტების მიერ გაჟღერებული სხვა კითხვები ვიდეოში არ ისმის.

ამრიგად, გავრცელებულ მონაკვეთში არ ჩანს, რომ დონალდ ტრამპმა ოვალური ოფისიდან ის ჟურნალისტები გააძევა, რომლებმაც მას ეპშტეინის ფაილებზე კითხვები დაუსვეს.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. მან ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ეპშტეინის ფაილები“ მოიცავს სასამართლოს დოკუმენტებს, მოწმეების ჩვენებებს, მტკიცებულებებსა და მასალებს. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფაილებიდან დაახლოებით 3 მილიონ გვერდზე მეტი გამოაქვეყნა. მანამდე, გასულ წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას ფაილების გამოქვეყნებას ავალდებულებდა.





Все посты

Российская пропаганда приписывает туфли Майи Санду Зеленскому
Российская пропаганда приписывает туфли Майи Санду Зеленскому
май 05, 2026
Дезинформация: Украинский священник назвал Трампа антихристом
Дезинформация: Украинский священник назвал Трампа антихристом
ноя 11, 2024
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
окт 17, 2024
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
дек 25, 2025
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
авг 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.