Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ჯარისკაცების ვიდეო უკრაინის რადადან ხელოვნური ინტელექტის მიერაა შქმნილი - როგორ ამოვიცნოთ?

ჯარისკაცების ვიდეო უკრაინის რადადან ხელოვნური ინტელექტის მიერაა შქმნილი - როგორ ამოვიცნოთ?

январь 23, 2026 · Проверенные факты

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები რადას დეპუტატებს ეჩხუბებიან;

  • ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი;

  • პირველწყარო მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ვიდეოებს აქვეყნებს, ვიდეოში შეინიშნება ვიზუალური შეუსაბამობები.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცების რადას წევრებს შორის ემოციურ საუბარს ასახავს. ვიდეოში ჯარისკაცები რადას დეპუტატებს ეუბნებიან, რომ საბრძოლო მასალების ნაკლებობა აქვთ, რაზეც პასუხს იღებენ, რომ ბიუჯეტი მკაცრად გაწერილია.

ვიდეოს მიზანი უკრაინის დისკრედიტაციაა. ის მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინის ხელისუფლება ფრონტზე არსებული სიტუაციის და ჯარისკაცების მდგომარეობის მიმართ გულგრილია.

„ჯეოფაქტსმა“ ვიდეო და მისი გავრცელების გარემოებები შეისწავლა.

პირველ რიგში, „ჯეოფაქტს“ მსგავსი შინაარსის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო წარსულშიც გადაუმოწმებია.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ვიდეო ნამდვილია, თუ – ხელოვნური

ინტელექტის მიერაა შექმნილი, მნიშვნელოვანია, დავადგინოთ პირველწყარო. ამ კონკრეტული ვიდეოს პირველწყარო უკრაინული TikTok-ანგარიში alanzsu0-ია.

ანგარიშს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მსგავსი ვიდეოები აქვს გამოქვეყნებული.

მოცემულ ვიდეოში არაერთი უზუსტობა შეინიშნება, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალას ახასიათებს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებში ხშირადაა:

  • ფიზიკური შეუსაბამობები, როგორიც არის ადამიანის სახის ნაკვთების და კიდურების არევა;
  • ფოტო-ვიდეოს ფონზე არსებული ფიზიკური საგნების ცვლილება, არევა ან გაქრობა;
  • იმ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს ნიშანი (Watermark), რომლითაც ვიდეო შეიქმნა;
  • ადამიანების მიერ კიდურების და სახის არაბუნებრივი მოძრაობა;
  • ემოციის ნაკლებობა;
  • არაბუნებრივი განათება;
  • ზედმეტად პრიალა და „სუფთა“ გამოსახულება და ა.შ.

ვიდეოს მე-5 წამზე უკრაინელი ჯარისკაცის ხელთან არსაიდან უცნაური ფორმის ნაჭერი ჩნდება. იმავე ჯარისკაცს უცნაური ფორმის სამკერდე ნიშანი უკეთია, რომელსაც უკრაინის დროშის ფერები გადანაცვლებული აქვს. მსგავსი სამკერდე ნიშანი უკრაინელ ჯარისკაცებს არ უკეთიათ.

შეუსაბამობა იკვეთება სხვა ჯარისკაცის ვიდეოში, რომელსაც ორი სამხრე ნიშანი უკეთია. ზოგადად, ჯარისკაცებს ერთი სამხრე ნიშანი უკეთიათ. ამავდროულად, მეორე სამხრე ნიშანი უცნაური ფორმის და ზედმეტად დიდია.

ხელოვნური ინტელექტის კვალი კიდევ ერთ კადრში იკვეთება, სადაც ლურჯი და ყვითელი ფერები უკრაინის დროში ფერებთან შეუსაბამოა.

მსგავსი შეუსაბამობები მიუთითებს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ვიდეოში უკრაინის ბევრი დროშა ფიგურირებს და ჯარისკაცებს უკრაინის დროშის რამდენიმე ნიშანი აქვთ, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია ვიდეოს ავტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოსთვის მიცემული ინსტრუქციით, ხაზი გაესვა ჯარისკაცების მოქალაქეობაზე.

გარდა ამისა, InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს დახმარებით მიღებული შედეგების მიხედვით, ვიდეოს აუდიო მასალა 58%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ხელსაწყო აუდიო მასალას 3-წამიან მონაკვეთებად ყოფს და ცალ-ცალკე აანალიზებს, 58% კი მთლიანი ჩანაწერის საშუალო მაჩვენებელია.

ვიდეოს პირველწყაროდან, ვიდეოში არსებული ვიზუალური უზუსტობების ანალიზიდან და ხელოვნური ინტელექტის დეტექტორის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

Все посты

Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
июл 18, 2024
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
сен 02, 2025
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
фев 27, 2025
Видеокадры приветствия короля Швеции и Зеленского во время визита в Украину распространяются манипулятивно
Видеокадры приветствия короля Швеции и Зеленского во время визита в Украину распространяются манипулятивно
апр 20, 2026
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
дек 19, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.