Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ივლისს 4, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „რეა ლობა“ გადაცემიდან „რეაქცია“ ელენე ხოშტარიას ინტერვიუს მონაკვეთს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ელენე ხოშტარია ამბობს: „რომელი დასავლური სპეცოპერაცია მოხდა ან რა მოხდა, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნებს ჰქვია არჩევნები“. Facebook-გვერდი ვიდეოს აღწერაში წერს: „ბალშოი თეატრის“ სტიპენდიანტი, საქართველოში დასავლური სპეცოპერაციის ჩატარებას ითხოვს“. რეალურად, გადაცემაში ელენე ხოშტარია ქვეყანაში დასავლური სპეცოპერაციის ჩატარებას ინტერვიუს არც ერთ მონაკვეთში არ ითხოვს და მისი ციტატა კი კონტექსტის გარეშეა მოჭრილი.

 

გავრცელებული მონაკვეთი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციიდან“ არის აღებული, რომელიც ეთერში 2025 წლის 3 ივლისს გავიდა. გადაცემაში ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თემას შეეხო (იხილეთ ბმულზე 05:05 წუთიდან): „ნულოვან თანამშრომლობას როცა ვამბობთ [ქართულ ოცნებასთან], ეს შედგება დღევანდელი დღისთვის რამდენიმე კომპონენტისგან: ეს იყო პარლამენტში არ ყოფნა იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ხალხის ნებას,  ეს არის კომისია და ამ კომისიაში არ მისვლის გამო, რომელსაც გუშინ ვთქვათ გახარია ელაპარაკებოდა (გახარია არ არის ჩემთვის აქტუალური, მაგალითად მომყავს უბრალოდ), ამის გამო, არ მისვლის გამო არ აღიარების გაუტეხლობის გამო, ციხეში სხედან დღეს პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მესამე ეს არის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ინგა, არჩევნებს სიტყვას შინაარსი ხო უნდა გააჩნდეს?! ჩვენ თუ 27 ოქტომბერს პრეზიდენტთან ერთად ამაყად მდგარი ყველა, მთელი ოპოზიცია, პრეზიდენტი წინ იდგა და იძახდა, რომ ეს [26 ოქტომბრის არჩევნები] არის რუსული სპეცოპერაცია, ვინმემ დედამიწის ზურგზე ამიხსნას ამ რუსული სპეცოპერაციის შემდეგ რომელი დასავლური სპეცოპერაცია მოხდა ან რა მოხდა, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნებს ჰქვია არჩევნები?! რა შეიცვალა, რომ ჩვენ ვიცვლით პოზიციას“.

ამდენად, ვიდეოს სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ ელენე ხოშტარია „დასავლურ სპეცოპერაციას“ არ ითხოვს. ის გადაცემაში ოპოზიციის ერთიანობის თემას შეეხო და რიტორიკული კითხვა დასვა, რომ თუ 27 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ოპოზიციური პარტიები არჩევნებს „რუსულ სპეცოპერაციას“ ეძახდნენ, რა შეიცვალა ამის შემდეგ. პარტია „დროას“ ლიდერი სარკასტულად კითხულობს „რუსული სპეცოპერაციის“ საპირისპიროდ „დასავლური სპეცოპერაცია“ ხომ არ მოხდა, რამაც ოპოზიციის ნაწილს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია შეუცვალა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად, რვა ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივ არჩევნებს. ამის შესახებ 1 ივლისს ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ეს პარტიებია:  „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროა“ და „ფედერალისტები“. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც გადაჭრით აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს პარტია „ლელოც“.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 25, 2024
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სექ 18, 2025
სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ინტერვიუს მონაკვეთები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ინტერვიუს მონაკვეთები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ოქტ 28, 2024
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც „ჯგუფელები“ ელენე ხოშტარიას მიმართავენ?
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც „ჯგუფელები“ ელენე ხოშტარიას მიმართავენ?
იან 24, 2025
დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს
დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს
ოქტ 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.