Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ბაქარ ჩიტაია: ბათუმის საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარზე მეტი.

ბაქარ ჩიტაია: ბათუმის საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარზე მეტი.

ივნისს 21, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ვერდიქტი: “ჯეოფაქტსის” დასკვნით ბაქარ ჩიტაიას განცხადება არის მეტწილად მცდარი

ბაქარ ჩიტაია: ბათუმის საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარზე მეტი. პროექტირება უკვე დასრულებულია. ჩვენ ვგეგმავთ, მიმდინარე წელს დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები.

რეზიუმე: ბათუმში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელშიც პროექტების მართვის კომპანიამ 50 733 ლარი გადაიხადა,  2022 წლის აგვისტოში უკვე მზად იყო. სამშენებლო სამუსაოების შესყიდვის მიზნით კი, პირველი ტენდერი თითქმის ერთი წლის შემდეგ გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 854 018 ლარით განისაზღვრა, თუმცა ტენდერი არ შედგა. 2023 წლის განმავლობაში, კომპანიამ სამუშაოების შესყიდვა კიდევ ორჯერ სცადა, ორივეჯერ – უშედეგოდ. სამი შეუმდგარი ტენდერის შემდეგ, კომპანიას შესყიდვა აღარ უცდია. როგორც ბაქარ ჩიტაიას განცხადებიდან ირკვევა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ტენდერის გაზრდილი ღირებულებით გამოცხადება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში სტუმრობისას კი ჩიტაიამ ეს მნიშვნელოვანი დეტალები გამოტოვა და წამყვანის კითხვაზე ისე უპასუხა, თითქოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ახალი მომზადებულია და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვაზეც ტენდერი პირველად გამოცხადდება. მსგავსი განცხადება აუდიტორიას უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას რეალურად არსებული ვითარების შესახებ. ამასთანავე, ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ. ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია შეტანიალია მიმდინარე პროექტების ჩამონათვალში, თუმცა პროექტების მართვის კომპანიას, სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ახალი ტენდერი ჯერ არც გამოუცხადებია.

აქედან გამომდინარე, “ჯეოფაქტსი” ბაქარ ჩიტაიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით: მეტწილად მცდარი

ანალიზი: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემაში სტუმრად მყოფ შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორ ბაქარ ჩიტაიას წამყვანმა ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაციის შესახებ ჰკითხა. ჩიტაიამ პროექტზე საუბრისას განაცხადა: „ბათუმის საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარზე მეტი. პროექტირება უკვე დასრულებულია. ჩვენ ვგეგმავთ, მიმდინარე წელს დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები.“

აღნიშნული განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობა ახალი დასრულებულია კომპანია უკვე მზადაა, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადოს.

სინამდვილეში, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, ბათუმის N31 საფოსტო განყოფილების მიმდებარედ მდებარე 5111 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.30.24.001) საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2022 წლის მარტში გამოაცხადა. მიღება-ჩაბარების აქტი იმავე წლის აგვისტოში გაფორმდა. შემსყიდველმა მიმწოდებელს 50 733 ლარი აუნაზღაურა.

საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 3 854 018 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი პირველად 2023 წლის 27 აპრილს გამოცხადდა, თუმცა შესყიდვით არავინ დაინტერესდა და ამდენად, ტენდერი არ შედგა. იგივე ბედი გაიზიარა 2023 წლის 9 ივნისს გამოცხადებულმა შესყიდვამაც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მესამედ სცადა, ამჯერადაც – უშედეგოდ.

სამი შეუმდგარი ტენდერის შემდეგ, კომპანიას ტენდერი აღარ გამოუცხადებია.

საინტერესოა, რომ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ვებგვერდზე ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია შეტანილია მიმდინარე პროექტების ჩამონათვალში, თუმცა მის მშენებლობაზე, არსებული მდგომარეობით (2024 წლის 23 მაისი), ტენდერი გამოცხადებულიც არ არის. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას, ბაქარ ჩიტაის განცხადებაში დასახელებულია 5 მლნ ლარზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ პროექტის ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება.

ყველა პოსტის ნახვა

გივი მიქანაძე: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი FARA-სთან შედარებით ლიბერალურია
გივი მიქანაძე: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი FARA-სთან შედარებით ლიბერალურია
ივლ 16, 2024
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეკ 27, 2024
დეზინფორმაცია: დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა
დეზინფორმაცია: დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა
ივლ 03, 2024
ირაკლი კობახიძე:  საქართველოში სიღარიბე შარშან 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2012 წლიდან დღემდე  კი 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე
ირაკლი კობახიძე: საქართველოში სიღარიბე შარშან 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2012 წლიდან დღემდე კი 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე
ივნ 30, 2024
დეზინფორმაცია: საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისას, CNN-ის ეთერში „გედების ტბა“ გადაიცემოდა
დეზინფორმაცია: საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისას, CNN-ის ეთერში „გედების ტბა“ გადაიცემოდა
ივლ 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.