Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ პუტინს გულგრილობა ხელს უშლის

სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ პუტინს გულგრილობა ხელს უშლის

ნოემბერს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ფრაგმენტი, რომელშიც მისი შემდეგი სიტყვები ისმის: "მოულოდნელობა შეიძლება პუტინსაც ხელს უშლიდეს". ვიდეო რამდენიმეწამიანია და ზურაბიშვილის განცხადების კონტექსტი არ ჩანს. დამატებით, ვიდეოს ახლავს მცდარი აღწერა, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "გულგრილობა დიდად პუტინსაც ხელს უშლისო“ (ბმული, არქივირებული ბმული).

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ფრაგმენტი მისი 2026 წლის 5 ნოემბრის ჩანაწერიდანაა, რომელიც მის ოფიციალურ YouTube გვერდზეა ხელმისაწვდომი. 30-ე წუთზე ზურაბიშვილს სთხოვენ, შეაფასოს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგები და მათი გავლენა საქართველოზე. ზურაბიშვილი თავდაპირველად მიმოიხილავს ამერიკის შუალედურ არჩევნებს, როგორც მაგალითს, რომ არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი, როგორი ასიმეტრიულიც არ უნდა იყოს რესურსები დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

კითხვაზე თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების შედეგებს, ზურაბიშვილი ამბობს: "რა ცვლილებები იქნება საგარეო პოლიტიკაში, ეს ძნელი სათქმელია. ერთი შეიძლება ითქვას ის, რომ, ალბათ, ის განაჩენი, რაც გამოტანილი იქნა ამ არჩევნებში ამერიკის საზოგადოებისგან ნაწილობრივ მაინც, ერთი ნაწილი იყო ეკონომიკაზე, რომ ვერ შეძლო იმ დანაპირების შესრულება ტრამპის ადმინისტრაციამ, რასაც ქვია ინფლაციის შეზღუდვა, მეორე იყო მისი საგარეო პოლიტიკა: უკრაინასთან არათანმიმდევრული და ირანთან გაუგებარი პოლიტიკა. ამას აღარ ეთანხმება ამერიკული საზოგადოება. ის რესპუბლიკელები ვინც ახლა აირჩიეს, არიან ის ნაწილი რესპუბლიკური პარტიისა, რომელიც ტრადიციულია და ამდენად, პარტია თავის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს უბრუნდება. ამ მხრივ, მემგონი შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა იქნება მომავალი ორი წლის მანძილზე ცოტა უფრო თანმიმდევრული, თუმცა, ეს არათანმიმდევრულიც აბნევს ზოგჯერ რუსეთს და ეს მოულოდნელობა პუტინსაც შეიძლება ხელს უშლიდეს." 

ამდენად, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი ამერიკის შუალედური არჩევნებში კონტექსტში გააკეთა. მისი თქმით, ტრამპის საგარეო პოლიტიკა უფრო არათანმიმდევრულობით ხასიათდებოდა და შუალედურ არჩევნებში ამერიკულმა საზოგადოებამ უფრო მეტად ის რესპუბლიკელი პოლიტიკოსები აირჩია, რომლებიც პარტიის უფრო ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას ემხრობიან. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან ჩანს, რომ ის რესპუბლიკელების ტრადიციულ პოლიტიკას ახასიათებს როგორც უფრო თანმიმდევრულს. თუმცა, ამ კონტექსტში ის ამატებს, რომ ტრამპისთვის დამახასიათებელი არათანმიმდევრულობა და მოულოდნელობა შესაძლოა რუსეთისთვის დამაბნეველი და ამ კუთხით ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო. მტკიცება, რომ მან "გულგრილობაზე" ისაუბრა, ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

ირაკლი კობახიძე:  2012 წელს საქართველოში უმუშევრობა  26.7% იყო,  ჩვენ გავანახევრეთ და 14%-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს საქართველოში უმუშევრობა 26.7% იყო, ჩვენ გავანახევრეთ და 14%-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა
დეკ 03, 2024
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანისა და ჯორჯ სოროსის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანისა და ჯორჯ სოროსის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
თებ 19, 2025
სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
აგვ 30, 2024
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს
იან 26, 2026
ვენეციის კომისიის დასკვნით, „ქართული ფარა“ დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია
ვენეციის კომისიის დასკვნით, „ქართული ფარა“ დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია
ნოე 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.