Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში "მთავარის" ლოგოს გამოყენებით რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი გავრცელდა

სოციალურ ქსელში "მთავარის" ლოგოს გამოყენებით რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი გავრცელდა

სექტემბერს 28, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა საინფორმაციო ბარათი მედია კომპანია "მთავარის" ლოგოთი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინაში ყველა ჯარისკაცი დაკარგა.

"მთავარს" მსგავსი ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო ბარათი არ გაუვრცელებია.

გავრცელებული ბარათი სავარაუდოდ Google-ის ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა დამუშავებული.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა საინფორმაციო ბარათი მედია კომპანია "მთავარის" ლოგოთი (დაარქივებული ბმული). ბარათზე ნათქვამია, რომ "ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში ყველა ჯარისკაცი დაკარგა." პოსტის გამავრცელებელი კომენტარის სახით ირონიულად ამატებს: "ვსიო პუტინ კაპუტ, მთავარმა მოიგო ომი".

მედია კომპანია "მთავარი" თავის ფეისბუქ გვერდზე საინფორმაციო ბარათების სახით უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაკარგების სტატისტიკას ყოველდღიურად ავრცელებს. გამოცემის აქცენტი, როგორც წესი, ცოცხალი ძალის დანაკარგებზეა. "მთავარი" საინფორმაციო ბარათების ვიზუალს პერიოდულად ცვლის, თუმცა ვიზუალი, მსგავსი შინაარსის ბარათების სიხშირიდან გამომდინარე, პერიოდულად ასევე მეორდება.

სავარაუდოდ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზუალის დამუშავებითაა მიღებული ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი, რომელიც "მთავარს" რეალურად არ გაუვრცელებია.

თუ დავაკვირდებით, გავრცელებულ ბარათზე რამდენიმე საეჭვო დეტალსაც შევამჩნევთ. ეს განსაკუთრებით შეეხება სიტყვა "ჯარისკაცს", რომელშიც ასო "ჯ" საკმაოდ უცნაური დიზაინისაა და ფაქტიურად ორ ნაწილადაა გაყოფილი, რაც ფონტის ნაირსახეობას ნაკლებად წააგავს. ასო "ა"-ს უკან კი მკრთალად დავინახავთ თეთრი ფერის პატარა ოთხქიმიან ვარსკვლავს, რომელიც გუგლის Gemini ხელოვნური ინტელექტის ლოგოა და როგორც წესი ამ მოდელით დამუშავებულ გამოსახულებებს აქვს ხოლმე თანდართული, როგორც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდენტიფიკატორი.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ციფრული ფულის შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ციფრული ფულის შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
მაი 21, 2025
თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება
თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება
ოქტ 25, 2024
პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
მარ 27, 2025
სოციალურ ქსელში პარიზის შესახებ AI-ს შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში პარიზის შესახებ AI-ს შექმნილი ვიდეო ვრცელდება
ნოე 12, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 28, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.