Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება, რომ ლატვიაში გადაუდებელ პაციენტებს მკურნალობაზე უარს რუსულ ენაზე საუბრის გამო ეუბნებიან

არ დასტურდება, რომ ლატვიაში გადაუდებელ პაციენტებს მკურნალობაზე უარს რუსულ ენაზე საუბრის გამო ეუბნებიან

აგვისტოს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
მოკლედ საკითხავი
სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომ ლატვიაში რუსულენოვან პიროვნებას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს.
ღია წყაროებში მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. მსგავსი პრაქტიკა ასევე ეწინააღმდეგება ლატვიის კანონმდებლობას.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მტკიცება, რომ ლატვიის საავადმყოფოს ექიმებმა პიროვნებას მკურნალობაზე უარი უთხრეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულად საუბრობდა (დაარქივებული ბმული). გამავრცელებელი ასევე უთითებს პიროვნების სახელს - პაველ მარტინოვს და დასძენს, რომ მას ინსულტი ჰქონდა და ახლობლებს მისი სახლში დაბრუნება დასჭირდათ. იმავე შინაარსის მტკიცება ფართოდ გავრცელდა რუსულენოვან მედიაში (ბმული 1; 2; 3; 4; 5).

მტკიცების ერთ-ერთი პირველწყარო სავარაუდოდ რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ აფილირებული სააგენტო РИА Новости-ა. სწორედ მათ საიტზე ვხვდებით ინტერვიუს პაველ მარტინოვთან, მათ შორის ვიდეო ფორმატში, სადაც მსგავსი ბრალდებაა გაჟღერებული.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული მტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არ შეესაბამება რუსულ მედიაში გავრცელებულ მტკიცებას - პაველ მარტინოვი ინტერვიუში ამბობს, რომ ლატვიაში მკურნალობაზე უარი მას კი არ უთხრეს, არამედ მისთვის ნაცნობ რუსულენოვან პიროვნებას, იმის გამო, რომ ის რუსულენოვანი იყო. მარტინოვი პირდაპირ მიზეზად რუსულ ენაზე საუბარს არ ასახელებს, თუმცა მისი საუბრის ზოგადი შინაარსი მსგავს შთაბეჭდილებას ქმნის. მარტინოვი ასევე ამბობს, რომ პიროვნებას სამედიცინო მომსახურებაზე უარის გამო კორიდორში ყოფნა მოუწია და მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, ნათესავებმა ის სახლში წაიყვანეს.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, კორიდორში ყოფნისას აღმოუჩინეს თუ არა პიროვნებას სამედიცინო დახმარება, მარტინოვი ამბობს, რომ ფაქტობრივად არა და რომ ის ამას სამედიცინო დახმარებას არ დაარქმევდა. ამ ფორმულირებიდან ცხადი არაა, მარტინოვის მიერ გადმოცემულ ამბავში პიროვნებას სამედიცინო დახმარება საერთოდ არ აღმოუჩინეს, თუ აღმოჩენილი დახმარება, მარტინოვის აზრით, არასათანადო იყო.

დამატებით უნდა ითქვას, რომ მოყოლილ ამბავს მიღმა არაფერი ადასტურებს, რომ ინტერვიუში მოსაუბრე პიროვნება ლატვიაში ნამდვილად ცხოვრობდა ან რომ მის მიერ მოყოლილი ამბავი სამედიცინო დახმარებაზე უარის შესახებ ნამდვილია. ინტერვიუში მოცემული არ არის რაიმე კონკრეტული დეტალი, რაც ისტორიის ნამდვილობის დადასტურებას შესაძლებელს გახდიდა - მოსაუბრე არ ასახელებს არც პიროვნების სახელს, არც კონკრეტულ ლოკაციას ლატვიაში, ან სამედიცინო დაწესებულების სახელს, სადაც ეს ფაქტი მოხდა.

ლატვიურ ენაზე ამ ამბის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რუსული Pravda-ს ქსელი ავრცელებს. პრავდას ქსელი პრორუსული ნარატივის მქონე ახალი ამბების სხავდასხვა ენაზე გამავრცელებელი პლატფორმაა. ამ ქსელის არსებობის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ დეზინფორმაციის თემაზე მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ ამ სტატიაში განხილული საკითხის შესახებ პრავდას ლატვიურ ვერსიას ერთსა და იმავე დღეს, ანალოგიური შინაარსის სამზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული (1; 2; 3; 4).

ლატვიის კანონმდებლობა პაციენტის უფლებების შესახებ ადგენს, რომ ნებისმიერ პიროვნებას ლატვიაში მიუხედავად ასაკის, ეროვნების ან სოციალური სტატუსისა, ეკუთვნის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელიც უნდა იყოს ხარისხიანი და მიწოდებული უნდა იყოს კეთილგანწყობითა და პატივისცემით. იგივე კანონმდებლობა პაციენტებს მთელ რიგ სხვა უფლებებსაც ანიჭებს, რომლებიც მათ ასაკის, ეროვნების ან სოციალური სტატუსის მიუხედავად ეკუთვნით.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ბრიტანეთში მუსლიმების შესახებ მცდარი მტკიცებები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბრიტანეთში მუსლიმების შესახებ მცდარი მტკიცებები ვრცელდება
მარ 05, 2025
ქუთაისში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ვადა ისევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა
ქუთაისში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ვადა ისევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა
ივნ 26, 2025
სოციალურ ქსელში სვენ ტრიტშლერის ვიდეო გაყალბებული თარგმანით ვრცელდება
სოციალურ ქსელში სვენ ტრიტშლერის ვიდეო გაყალბებული თარგმანით ვრცელდება
აგვ 10, 2026
9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა
9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა
დეკ 16, 2024
დეზინფორმაცია: იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, იტალია განიხილავს NATO-ს დატოვებას
დეზინფორმაცია: იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, იტალია განიხილავს NATO-ს დატოვებას
ივნ 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.