Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მიშა მშვილდაძის ფრაზა უკონტექსტოდ ვრცელდება

მიშა მშვილდაძის ფრაზა უკონტექსტოდ ვრცელდება

ივნისს 12, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც იუმორისტი და სცენარისტი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი 90-იან წლებში ე.წ. „კავეენის“ (მხიარულთა და საზრიანთა კულუბი) საქართველოში დაწყების ისტორიას იხსენებს (არქივირებული ბმული). ვიდეოში მიშა მშვილდაძე ამბობს: „სოხუმი რო დავკარგეთ, მაშინ დევიწყეთ კავეენის თამაში (იცინის). აი ეგეთი შავი იუმორი გამოვიდა. მაგრამ ეგ არის რა რეალობა ჩემი ცხოვრების, ეგრე დალაგდა.“ ვიდეოს თან ახლავს მისი გამავრცელებელი მომხმარებლის მიერ გაკეთებული წარწერა: „სოხუმი რომ იკარგებოდა, ეს [შეურაცსმყოფელი ემოჯი] ერთობოდა.“

მოცემული ვიდეო სხვა, უფრო ვრცელი ვიდეოდანაა მოჭრილი. 2026 წლის 7 ივნისს „YouTube” არხზე სამარილე გამოქვეყნდა გადაცემა "მისაყოლებელის" ახალი ეპიზოდი (N59). მიშა მშვილდაძე გადაცემაში სტუმრად ყავდათ მიწვეული, როგორც ცნობილი იუმორისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ვიდეოს მოცემულ მონაკვეთში მიშა მშვილდაძე კარიერის დასაწყისს იხენებს, იმ პერიოდს, როდესაც ის „მან-სან-კანში“ მონაწილეობდა (3:50-დან).

„საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემა იყო წლების მანძილზე რა და, შესაბამისად, საბჭოთა კავშირი დაიშალა არ დაიშალა, რაღაცა, [მაგის მიუხედავად] ეს დარჩენილი იყო რა ამის მიმართ რაღაცა პიეტეტი. ხოდა ჩვენც მივისწრაფოდით რა ეხლა იქეთკენ რა იმიტომ რომ მართლა ეგეთი ამბავი იყო...
ჯერ მართლა, ეხლა როგორ გითხრათ, ჩვენთან დენი არ იყო რა მაგ პერიოდში და ტელევიზია როგორ მუშაობდა, ძალიან ძნელი გამოსაცნობი იყო, იმის მიხედვით, რასაც აქ ვხედავდით ტელევიზიებში მაშინ რა. ძალიან მოძველებული მართლა ეს, აი, როგორ ვთქვა, ეხლა რთული იყო, ტექნიკურად ძალიან ჩამორჩენილები ვიყავით, რა. იმიტომ რომ დაგვენგრა თავზე ეს ქვეყანა და მერე იქ ომები იყო მაგ ტელევიზიაში და მერე ვის ახსოვდა მაგის გამო, მთავარი იყო რომ პოლიტიკურად ვისი თავი ლაპარაკობდა რას, რომ აბა პუტჩია, აბა ეს არის, ეგ საკითხი გადაწყვეტილიყო და მაგის მერე დავიწყეთ თამაში. სოხუმი რომ დავკარგეთ მაშინ დავიწყეთ თამაში. ეგეთი შავი იუმორი გამოვიდა, მარა ნუ ეგ არის ეხლა რა რეალობა ჩემი ცხოვრების, ეს ესე დალაგდა თაიმლაინზე.”

მოცემული ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ მიშა მშვილდაძე აღწერს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, იმას, თუ რა უძღოდა წინ ქვეყანაში "მან-სან-კანის" გაპოპულარულებას და ის პირველ პირში [დავიწყეთ თამაში] მიუთითებს ფაქტზე, რომ ამ დროს [ასეთ რთულ ვითარებაში] დავიწყეთ თამაში ქართველებმა.

ვიდეოს გაგრძელებაში ის ახსენებს კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც კონტექსტს უფრო ნათლად დაგვანახებს. საკუთარი მოტივაციის ასახსნელად მიშა მშვილდაძეს ნამდვილი თამადების [1] უმაღლეს ლიგაში გამოსვლას იხსენებს, როგორც წარმატებას, რომელიც სხვა იუმორისტებისთვის მოტივაციას წარმოადგენდა, რადგან თავადაც სურდათ იქ თამაში. ნამდვილი თამადების დებიუტი უმაღლეს ლიგაში 1994 წელს შედგა. ხოლო გუნდი, რომელშიც მიშა მშვილდაძე თამაშობდა (თსუ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი) პირველად საერთაშორისო ტურნირზე 1999 წელს, უკრაინის უმაღლეს ლიგაში გამოჩნდა (არქივირებული ბმული). შესაბამისად, 1994 წელს, სოხუმის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს ქართული გუნდი და იმ დროს მიშა მშვილდაძე 19 წლის დამწყები იუმორისტია, იმ გუნდში არ თამაშობს და იქ მოხვედრა მისი მიზანია.

შესაბამისად, სრული გადაცემის მიხედვით, მიშა მშვილდაძე საქართველოში იუმორისტული გადაცემების დასაწყისის წინ არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს. ის პირველ პირში მხოლოდ საზოგადოდ მდგომარეობის მიმოხილვის მიზნით საუბრობს და თავადვე ამატებს, რომ მისი ეს ფრაზაც „შავი იუმორია“. გადაცემიდან მხოლოდ მოცემული მონაკვეთის გავრცელება, დამატებითი კონტექსტის გარეშე, მიშა მშვილდაძის ნათქვამს შინაარსს უცვლის და შეცდომაში შემყვანია.


[1] ნამდვილი თამადები / Настоящие тамады - ქართული გუნდი მან-სან-კანის უმაღლეს ლიგაში, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გაგრძელებას წარმოადგენდა და მასში უკვე დამოუკიდებელი ქვეყნებიდან სხვადასხვა გუნდი ასპარეზობდა


ყველა პოსტის ნახვა

ვინ არიან „მუსლიმი მესხები“?
ვინ არიან „მუსლიმი მესხები“?
აგვ 29, 2025
დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა
დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა
ნოე 12, 2025
სოციალურ ქსელში „ქართული ლეგიონის“ შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ქართული ლეგიონის“ შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
დეკ 02, 2024
სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის და ნიკა კაციას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის და ნიკა კაციას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება
სექ 09, 2025
სოციალურ ქსელში რეჟისორ თორნიკე ბზიავას ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში რეჟისორ თორნიკე ბზიავას ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.