Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვილების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვილების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

მაისს 14, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

ესტონეთის პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების შესახებ აქტში ცვლილებები შეიტანა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლები ამ ცვლილებებს საქართველოში მიღებულ კანონებთან აიგივებენ და პარალელს ავლებენ 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ მიღებულ კანონებსა და ესტონეთში დამტკიცებულ კანონპროექტს შორის. ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს შემდეგი შინაარსით: „ეს "ლუჩული კანონი" არ გეგონოთ, ეჩტონულია, ცაჰკნასია. დავასანქციროთ!“

სინამდვილეში აღნიშნული ანალოგია შეცდომაში შემყვანია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისაგან დაფინანსების მიღებას ისედაც კრძალავდა. მაგალითად, საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ (2023 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით), მუხლი 26 ცალსახად განსაზღვრავს, რომ შემოწირულობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისაგან (ასევე იურიდიული პირისაგან, მიუხედავად მისი რეგისტრაციის ქვეყნისა) და სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისაგან დაუშვებელია. მეტიც, კანონი პარტიებს სესხის აღების უფლებასაც მხოლოდ საქართველოს კომერციული ბანკებისგან აძლევს. შესაბამისად, 2023 წლის ბოლოს, ე.წ. რუსული კანონის, აგენტების რეგისტრაციის აქტისა თუ სხვა კანონების მიღებამდე მოქმედი რედაქციაც კი, პოლიტიკურ პარტიას უკრძალავდა უცხოური დაფინანსების მიღებას.

ე.წ. „რუსული კანონი“, რომელთანაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში პარალელს ავლებს პოსტის ავტორი, შეეხებოდა არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს. გამჭვირვალობის კანონი, აგენტების რეგისტრაციის აქტი, ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, მაუწყებლობის შესახებ კანონში და სხვა ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ინიციატივები სწორედ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ მიღებული კანონებია და მათ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებაზე წვდომას უზღუდავს. ამით, მაგალითად ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ფაქტობრივი გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას.

ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების ავტორები, ცვლილების შინაარსს შემდეგნაირად ასაბუთებენ - ვინც პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს, მას უნდა შეეძლოს პოლიტიკაში მონაწილეობაც, მისცეს ხმა ან თავად იყოს არჩეული თანამდებობაზე, ხოლო ასეთები ესტონეთისა და ევროკავშირის მოქალაქეები არიან. შესაბამისად, ესტონეთში მიღებული ეს კონკრეტული ცვლილება ეხება პოლიტიკურ პარტიებს და კრძალავს მათ დაფინანსებას, რაც საქართველოში ისედაც აკრძალული იყო. კანონი ასევე განსაზღვრავს ცნებას „მესამე სახელმწიფო“, ის არ ეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს და დამიზნებულია ესტონურ პოლიტიკაში მტრული სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვის წინააღმდეგ. ამრიგად, მისი საქართველოში მიღებულ კანონებთან შედარება მანიპულაციურია და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ქალმა უარი განაცხადა დამჯდარიყო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერი კეპი ეხურა
დეზინფორმაცია: ქალმა უარი განაცხადა დამჯდარიყო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერი კეპი ეხურა
მაი 15, 2025
სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ისრაელს უჭერს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ისრაელს უჭერს
აპრ 03, 2026
ინფორმაცია ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ არ დასტურდება
ინფორმაცია ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ არ დასტურდება
მარ 24, 2025
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება
დეკ 27, 2024
ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მეოთხედაც არ შედგა
ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მეოთხედაც არ შედგა
ნოე 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.