Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკას“ სატირული შინაარსის  ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკას“ სატირული შინაარსის ვიდეო ვრცელდება

იანვარს 19, 2026 · Verified Facts · Verdict: Satire

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც თითქოს ნაწყვეტია ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკადან“. ვიდეოში ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ჩანს, რომელიც ამბობს: “პარლამენტი გაზაფხულის სესიაზე კიდევ ერთ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, ეს კანონი შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც დედა ან ცოლი ჰყავთ ემიგრაციაში. კანონის მიხედვით, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ანუ ხარივით ჯანმრთელ მამაკაცებს, რომლებიც მხართეძოზე არიან წამოწოლილი, არ მუშაობენ, გზავნილებზე წვდომა შეეზღუდებათ, ასევე ჩამოერთმევათ პირადი ავტომობილი, აიფონ 19 და ლუდზე შეზღუდვა“. სინამდვილეში, ვიდეო ნამდვილი არ არის. (არქივირებული ბმული)

თუ ვიდეოს კარგად დავაკვირდებით, აშკარაა, რომ ხმოვანი ტექსტი და ჟურნალისტის ტუჩების მოძრაობა ერთმანეთის არ ემთხვევა. გარდა ამისა იმედის ახალი ამბების ვებგვერდზე, სადაც „ქრონიკის” ეთერში გასული სიახლეები წერილობით ქვეყნდება, მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ზემოაღნიშნული კანონის შესახებ არც სხვა ქართული მედიები წერენ. (1; 2; 3). ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოს მიხედვით, პარლამენტი გაზაფხულზე განიხილავს, არ იძებნება არც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.  

ამგვარად, ვიდეო ნამდვილი არ არის და ის სატირულ შინაარსს ატარებს.

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.