Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სპირალი: რეალობაVS დეზინფორმაცია

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სპირალი: რეალობაVS დეზინფორმაცია

დეკემბერს 23, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში გავრცელდა  ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა. „ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები გაცილებით მეტ სიცოცხლეს სპობს, ვიდრე – აბორტი! ამ საშუალებათაგან არც ერთს არ ძალუძს ჩასახვისაგან დაცვის სრული გარანტიის მოცემა, ამიტომ ისინი ნაყოფის მოკვდინებისაკენ არის მიმართული. ამგვარ საშუალებათა უმრავლესობას საერთოდ არ აქვს უშუალო კავშირი ჩასახვასთან და პირდაპირ ცოცხალი ემბრიონის მკვლელობაზეა გათვლილი – უმეტეს შემთხვევაში ისინი წამლავენ ემბრიონს.

რაც შეეხება ე.წ. “სპირალს”, აქაც იგივე ტყუილია: სპირალი ჩასახვას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ უკვე განაყოფიერებული უჯრედის – ემბრიონის მოძრაობას“, – ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და საშვილოსნოსშიდა საშუალებები, ე.წ. სპირალი (IUD/IUS) თანამედროვე კონტრაცეფციის ყველაზე ფართოდ გამოყენებულ მეთოდს წარმოადგენს. აღნიშნული საშუალებები ქალებისთვის არის შესაძლებლობა, ეფექტურად მართონ რეპროდუქციული ფუნქცია, დაგეგმონ ორსულობა და შეარჩიონ ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაბამისი და უსაფრთხო პრევენციული მეთოდი.

 

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, იგივე ჰორმონალური კონტრაცეპტივები, წარმოადგენს კონტრაცეფციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ფართოდ გამოყენებულ მეთოდს. ისინი შეიცავენ ქალის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული ჰორმონების სინთეზურ ანალოგებს (ესტროგენს და პროგესტინს) და ორსულობის პრევენციას ახდენენ. ჰორმონალური კონტრაცეპტივები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებად და მხოლოდ პროგესტინის შემცველ აბებად.

 

კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (COC)

კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები შეიცავენ ორ ჰორმონს — ესტროგენსა და პროგესტინს. კომბინირებული აბების ძირითადი მოქმედების მექანიზმია:

ოვულაციის ინჰიბირება — არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და გამოყოფა, რის შედეგადაც ორსულობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელება — ლორწოს სტრუქტურული ცვლილება აფერხებს სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოში.

ამასთან, ხდება ენდომეტრიუმის გათხელება, ის ნაკლებად ხელსაყრელი ხდება იმპლანტაციისთვის.

კომბინირებული აბების ეფექტურობა სრულყოფილი გამოყენების პირობებში დაახლოებით 99%-ია.

 

პროგესტინის შემცველი აბები (მინი-პილი)

პროგესტინის შემცველი აბები არ შეიცავენ ესტროგენს და ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ესტროგენის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ამ ჯგუფის აბების მოქმედების მექანიზმი ანალოგიურია, რაც კომბინირებული აბების შემთხვევაში. ის უზრუნველყოფს ოვულაციის ნაწილობრივ ან სრულ ჩახშობას და

საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელებას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სპერმატოზოიდების მოძრაობას. ამასთან იწვევს ენდომეტრიუმის სტრუქტურის ცვლილებას.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ მოქმედებენ უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედზე და არ წარმოადგენენ აბორტის მეთოდს. მათი მოქმედება მთლიანად პრევენციული ხასიათისაა. გარდა ორსულობის თავიდან აცილებისა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს აქვთ დამატებითი კლინიკური სარგებელი, მათ შორის მენსტრუალური ციკლის რეგულაცია და საშვილოსნოსა და საკვერცხის კიბოს რისკის შემცირება.

 

საშვილოსნოს შიდა საშუალებები

საშვილოსნოს შიდა საშუალებები, ე.წ. სპირალი არის პატარა, T-ს ფორმის მოწყობილობა, რომელსაც ექიმი საშვილოსნოში ათავსებს, ორსულობის თავიდან ასაცილებლად. ის მოქმედებს ძალიან ეფექტურად და შეიძლება დარჩეს ორგანიზმში რამდენიმე წლის განმავლობაში. სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში ექიმი სპირალს მარტივად ამოიღებს. არსებობს ორი ტიპის სპირალი: ჰორმონალური IUS და სპილენძის IUD.

 

ჰორმონალური სპირალი (IUS)

ჰორმონალური სპირალი ერთ-ერთი ყველაზე საიმედოა და ერთჯერადი ჩასმის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან. ის გამოყოფს პროგესტინის ჰორმონს, რომელიც ასრულებს კონტრაცეფციულ ფუნქციას. გამოყოფილი ჰორმონი იწვევს საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელებას, რაც აფერხებს სპერმატოზოიდის გადაადგილებას კვერცხუჯრედამდე და მის განაყოფიერებას. ჰორმონი ასევე ათხელებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს, რაც ორსულობისთვის არახელსაყრელია.  ამასთან, ჰორმონალური სპირალს შეუძლია შეანელოს ან შეაჩეროს კვერცხუჯრედების გამოყოფა საკვერცხეებიდან, რაც ზრდის კონტრაცეფციის ეფექტურობას.

ჰორმონალური სპირალი (IUS) არ იწვევს აბორტს. მისი ძირითადი დანიშნულებაა ორსულობის პრევენცია ჰორმონალური მექანიზმებით, რომლებიც ზემოთ არის აღწერილი.

 

სპილენძის სპირალი (IUD)

სპილენძის სპირალი (IUD) საშვილოსნოში ინერგება ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

ის სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედამდე მისვლასა და განაყოფიერებას უშლის ხელს. ასევე აფერხებს კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოში. თუ კვერცხუჯრედი მაინც განაყოფიერდება, მოწყობილობის ფიზიკური არსებობა ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ლორწოვან გარსში იმპლანტაციას, თუმცა ეს არ არის მისი ძირითადი ფუნქცია.

სპილენძის სპირალი (IUD) ემბრიონს არ კლავს. მისი ძირითადი ფუნქცია არის განაყოფიერებისა და ორსულობის პრევენცია.

ამრიგად, არც ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, არც სპირალი (IUD/IUS) არ წარმოადგენს ემბრიონის მკვლელობის საშუალებას. მათი ძირითადი მიზანია განაყოფიერების პრევენცია, რაც მიიღწევა ოვულაციის ჩახშობით და სპერმატოზოიდების გადაადგილების შეფერხებით.

პრინციპულად, ეს მეთოდები არის პრევენციული და ქალებს არასასურველი ორსულობისგან იცავს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ნაყოფს კლავს“, არ დასტურდება.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.