Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი

შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი

დეკემბერს 19, 2025 · Verified Facts · Verdict: False

შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

ევროკავშირის საბჭოს დასკვნებზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოზე განცხადება ჩავარდა და  დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი“.

„ჯეოფაქტსმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.

გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნების დოკუმენტი 2025 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნდა და ყველა კანდიდატ-ქვეყანას მოიცავს.

დოკუმენტი ევროკომისიის გაფართოების პაკეტს ეხმიანება და საქართველოს მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. კერძოდ, დასკვნებში პირდაპირ წერია, რომ „საქართველოს ხელისუფლების (authorities) მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნისადმი“. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს „სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროება“.

საბჭო გმობს „ქართული ოცნების“ მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, საბჭო მმართველო პარტიას მოუწოდებს, „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ – როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად“.

მეტიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯთან მიმართებით არსებული უკუსვლის გათვალისწინებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება“.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნები, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საგარეო პოლიტიკა და გაფართოება, ყველა წევრი-ქვეყნის ერთსულოვან მხარდაჭერას – კონსენსუსს საჭიროებს. თუ რომელიმე წევრი-ქვეყანა დოკუმენტს ვეტოს დაადებს, ის საბჭოს სახელით ვერ გავრცელდება. ვეტოს დაძლევის მექანიზმი ევროკავშირში ამ ეტაპზე არ არსებობს.

16 დეკემბრის დასკვნების დასაწყისშივე ვკითხულობთ, რომ თავმჯდომარე ქვეყნის (ამჟამად დანია)[1] მიერ შეთავაზებულმა ტექსტმა, საბჭოში მიმდინარე მსჯელობისას, 26 დელეგაციის მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა, ვინაიდან ერთი ქვეყნის დელეგაციამ მას მხარი არ დაუჭირა, კონსენსუსის არარსებობის პირობებში, თავმჯდომარე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, ტექსტი თავმჯდომარე ქვეყნის დასკვნების სახით გამოექვეყნებინა“.

„ჯეოფაქტსი“ დაინტერესდა, რატომ ვერ მოახერხა საბჭომ დოკუმენტზე კონსენსუსის მიღწევა. საკითხის დამატებითი მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დოკუმენტის არმიღების მიზეზი უნგრეთი გახდა. თუმცა, უნგრეთის უარყოფითი პოზიცია არა საქართველოს, არამედ უკრაინას უკავშირდებოდა.

როგორც უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა იანოშ ბოკამ თავად განმარტა, „უნგრეთი არ აიღებს უკრაინის წინაშე არანაირ ფინანსურ ვალდებულებასა თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც უნგრელ ხალხსა და უნგრეთის ბიუჯეტს ტვირთად დააწვება”.  აღსანიშნავია, რომ დასკვნების ტექსტი ითვალისწინებს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური დახმარების გაწევას, „სანამ ამის საჭიროება არსებობს“, ასევე უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერას, მათ შორის ქვეყნის აღდგენის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროცესში.

ზემოხსენებული განცხადებიდან იკვეთება, რომ საბჭოს მიერ დოკუმენტის არმიღება უკრაინის საკითხზე შეუთანხმებლობამ და ერთი კონკრეტული ქვეყნის – უნგრეთის პოზიციამ განაპირობა. ანუ, უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დოკუმენტი, დიდი ალბათობით, კონსენსუსით გავიდოდა, რადგან სხვა საკითხებზე, მათ შორის არც საქართველოზე, უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია, როგორც ამის წარმოჩენას შალვა პაპუაშვილი თავისი განცხადებით ცდილობს.

უნგრეთის მიერ გამოყენებული ვეტოს უფლება გადამწყვეტი იყო და მის შედეგად არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული ტექსტი, არამედ მთელი დოკუმენტი ჩავარდა. შესაბამისად, დანია, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, იძულებული გახდა, ალტერნატიული შესაძლებლობისთვის მიემართა და დასკვნები თავმჯდომარე ქვეყნის სახელით გამოეცა, რასაც კიდევ 25 სახელმწიფო შეუერთდა.

იმის გათვალისწინებით,  რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სახელით გამოქვეყნებულ დასკვნებს, უნგრეთის გარდა, ყველა წევრი-სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს (რაც ნიშნავს, რომ ისინი მის თითოეულ ფრაზას და შეფასებას სრულად იზიარებენ) და ის დანიის „ერთპიროვნულ“ დოკუმენტს არ წარმოადგენს, „ჯეოფაქტსი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

 

[1] ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს რიგრიგობით, როტაციის წესით წევრი-სახელმწიფოები ასრულებენ. თავმჯდომარეობა 6 თვის განმავლობაში გრძელდება, ყოველი წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე და 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე.

See all posts

Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.