Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: უკრაინაში ანდრიი ერმაკის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობის თანხა და პასპორტები ამოიღეს

დეზინფორმაცია: უკრაინაში ანდრიი ერმაკის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობის თანხა და პასპორტები ამოიღეს

დეკემბერს 16, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Nero Nero, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ზელენსკის წინააღმდეგ კრიმინალური ინფორმაცია აღმოაჩინეს!

28 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკის დროს, NABU-ს დეტექტივებმა ანდრეი იერმაკისგან (მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) შემდეგი ნივთები ამოიღეს:

ნაღდი ფული: 14 მილიონი დოლარი ნაღდი ფული

დოკუმენტები და შენახვის საშუალებები, რომლებიც ადასტურებს ოფშორულ ანგარიშებზე გადარიცხვების რაოდენობას, სულ 2.6 მილიარდი დოლარი

ვოლოდიმირ ზელენსკის სახელზე პასპორტები: ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, სენტ-კიტსი და ნევისი, ბაჰამის კუნძულები

ანდრეი იერმაკის სახელზე პასპორტები: დიდი ბრიტანეთი, სენტ-კიტსი და ნევისი, ბაჰამის კუნძულები

ტიმურ მინდიჩის სახელზე პასპორტები“.

სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება (არქივირებული ბმული: 1; 2;). 3)

2025 წლის 28 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. აღნიშნულს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ერმაკის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს არც ვებგვერდზე და არც სოციალურ ქსელებში (Facebook; X; Telegram) არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერმაკის სახლიდან დიდი ოდენობის თანხა და პასპორტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ არც სანდო უკრაინულ მედიას არ დაუწერია.

ქართულენოვან პოსტს თან ახლავს ვიდეო და ფოტოსურათები. ვიდეოში მოთხრობილია იგივე ინფორმაცია, რაც პოსტის აღწერაში. ვიდეოს შესავალში ანტიკორუფციული სამსახურის ლოგოტიპი ჩანს, რაც მომხმარებლებს აფიქრებინებს, რომ მათ მიერ გავრცელებული საგამოძიებო სიუჟეტია. თუმცა, НАБУ-ს YouTube გვერდზე მსგავსი ვიდეო არ იძებნება. მეტიც, თავიანთ ვიდეოებს НАБУ სრულიად განსხვავებული შესავლით იწყებს, კადრს მიღმა ხმას არ იყენებს და ამასთან, ინგლისურენოვან ვიდეოებსაც ძალიან იშვიათად აქვეყნებს. მათი მასალა ძირითადად ტექსტის სახით ვრცელდება და მსგავსი კადრს მიღმა ხმა არ ადევთ (1; 2).

რაც შეეხება თანდართულ ფოტოებს, მათზე ისრაელისა და ბაჰამის პასპორტები ჩანს, რომლებიც თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის.

ბაჰამის პასპორტზე უკრაინის პრეზიდენტის გვარი ლათინური შრიფტით წერია, როგორც Zelensky. მართალია, მედიების ნაწილი სწორედ ასე წერს უკრაინის პრეზიდენტის გვარს, თუმცა პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გვარი ორი y-ს გამოყენებით წერია – Zelenskyy.

ბაჰამის პასპორტში გამოყენებულია ზელენსკის 2020 წლის თებერვალში გადაღებული ფოტოსურათი თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრიდან (ფოტოები იხ. ქვემოთ).

რაც შეეხება ისრაელის პასპორტს.

გარდა ზემოაღნიშნული უზუსტობისა, ისრაელის პასპორტში ზელენსკის საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოა გამოყენებული, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე 2020 წლის 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა (ფოტოები იხ. ქვემოთ).

ვიდეოში აგრეთვე ნაჩვენებია დოკუმენტი, რომელიც, ვიდეოს თანახმად, ანდრიი ერმაკის საბანკო გადარიცხვების ჩანაწერს წარმოადგენს. პოსტის მიხედვით, ჩანაწერი ოფშორულ ზონებში ბანკების CIBC Carribean სა და Nevis International-ის გამოყენებით 2.6 მილიარდი დოლარის გზავნილებს აჩვენებს. დოკუმენტზე ჩანს CIBC-ის ლოგო. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის თანახმად, იდენტური დოკუმენტი Scribd-ის ვებგვერდზე იძებნება, სადაც მხოლოდ ერმაკის სახელი და ციფრებია შეცვლილი, შესავალი ტექსტი და თარიღი (17 თებერვალი) ორივე დოკუმენტში იდენტურია.

ფოტო სოციალური ქსელიდან:

ფოტო ვებგვერდიდან Scribd:

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ანდრიი ერმაკის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით თანხა და პასპორტები ამოიღეს, არ დასტურდება. აგრეთვე არ დასტურდება ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით გავრცელებული პასპორტების ნამდვილობა.

See all posts

Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.