Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ბორის ყურუას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბორის ყურუას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ნოემბერს 21, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered
Share

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ადვოკატის ბორის ჩელე ყურუას ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს: „დათო ღურწკაია მეუბნებოდა, ერთი ბორში იჭმევა და უხორცო არის…საბოლოოდ, არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ ხალხს“. Facebook-მომხმარებელი ვიდეოს ამგვარად ასათაურებს: „სინდისის აკაცუკს უხორცო ბორში აჭამეს! ეს რა არაადამიანურ პირობებში ყავთ!“. პოსტი ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს პატიმრები უხორცო ბორშჩს არაადამიანურ მოპყრობასთან აიგივებენ.

სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია. ამოჭრილია ადვოკატ ყურუას კომენტარის შუა ნაწილი, რაც ვიდეოზეც შესამჩნევია, ვიდეოს მეორე ნაწილის არაბუნებრივი ბმით. (არქივირებული ბმული)

აღნიშნული კომენტარი ბორის ჩელე ყურუამ 2025 წლის 16 ნოემბერს „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა. სრულ ვიდეოში ის ამბობს: „გელა ხასაია, რომელიც სამარტოო საკანში იყო, სანამ ბარათს დაუმზადებდნენ, მეუბნებოდა, რომ მინდოდა რომ მეჭამა, მაგრამ ფიზიკურად  ვერ შევძელი, რომ შემეჭამაო. დათო ღურწკაია მეუბნებოდა, ერთადერთი ბორში იჭმება და უხორცო არის, მაგრამ იმდენი ტარაკანაა კამერაში, ხანდახან ხორციანიც ხდებაო. საბოლოოდ არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ ხალხს და ამ ყველაფერს იმით  ამართლებენ, რომ თქვენ უნდა ნახოთ, წინა ხელისუფლების დროს რა ხდებოდაო“.

ამგვარად, ვიდეოს შუა ნაწილი, სადაც ყურუა საკნებში ტარაკნების სიმრავლეზე საუბრობს, ამოჭრილია, რითაც მის კომენტარს შინაარსი ეცვლება. „ტვ პირველთან“ გაკეთებულ სრულ კომენტარში ჩანს, რომ ადვოკატი ციხეში არსებულ ანტისანიტარიის კონტექსტში საუბრობს   არაადამიანურ პირობებზე და არა ბორშჩში ხორცის არარსებობის გამო, როგორც ამას რედაქტირებული ვიდეო მიანიშნებს.

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.