Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: 2014 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ამერიკელს ორგანიზმში RFID მიკროჩიპი აქვს შეყვანილი

დეზინფორმაცია: 2014 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ამერიკელს ორგანიზმში RFID მიკროჩიპი აქვს შეყვანილი

ნოემბერს 20, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“ პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ 2014 წლის 8 ივნისს, Witsience.org-ზე გამოქვეყნებული ვაიომინგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  გამოკვლეული 2,955 ადამიანიანიდან,   997-ს  იმპლანტირებული  ჰქონდა RFID (რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის) ჩიპები:  „ადამიანების ჩიპირება ისე , რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. 2014 წლის 8 ივნისს, Witsience.org-ზე გამოქვეყნდა ვაიომინგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარების კვლევა სახელწოდებით „იმპლანტირებული რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის ჩიპების გავრცელების ანალიზი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამ სხვადასხვა მოსახლეობის ჯგუფში. ამ სამ მოსახლეობის ჯგუფში შედიოდნენ სამი შუადასავლეთის შტატის, სამი ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატის და ორი სამხრეთ-დასავლეთის შტატის მოქალაქეები. კვლევის დროს სულ 2,955 ადამიანი სკანირებული იქნა, რომელთაგან 997-ს ჰქონდა იმპლანტირებული RFID ჩიპები (…). მე მჯერა, რომ ეს პროგრამა მთელ მსოფლიოში ხორციელდება. უბრალოდ, შტატებში ეს ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი (მაგრამ მაინც, ადამიანების უმეტესობას ურჩევნია ამაზე არ იფიქროს”-წერს ანგარიში.

სინამდვილეში, კვლევა, რომლის შესახებაც Facebook-ანგარიში წერს თავდაპირველად სატირულმა ვებგვერდმა გაავრცელა და არც ერთ რეცენზირებულ ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. ამავდროულად, ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ მტკიცებები უკვე წლებია ვრცელდება და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

აღნიშნული მტკიცება ჯერ კიდევ 2014 წელს ფართოდ გავრცელდა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი  ამერიკული ორგანიზაცია Snopes-ი გამოეხმაურა.

2014 წლის 8 ივნისს, ერთ-ერთმა გამოცემა National Report-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კვლევის თანახმად, ყოველ მესამე ამერიკელს მიკროჩიპები ჰქონდათ შეყვანილი და მათმა უმეტესობამ ამის შესახებ არ იცოდა. სტატიაში გამოცემა  წერდა, რომ  დაახლოებით 3000 ადამიანიდან, თითქმის 1000 ადამიანს ჰქონდა ორგანიზმში ჩიპები.

ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის  Snopes-ის თანახმად, National Report (იხილეთ აღნიშნულ გამოცემასთან დაკავშირებით Snope-ის სტატიები 1; 2) ყალბი ამბების გავრცელების მიზნით შექმნილ ვებგვერდს წარმოადგენს (ამჟამად  ვებგვერდი ხელმისაწვდომი აღარ არის). National Report-ის ვებგვერდის აღწერაში მითითებული იყო, რომ საინფორმაციო და პოლიტიკური სატირის გამოცემას წარმოადგენდა და გამოგონილ და ყალბ ამბებს ავრცელებდა.

ვებგვერდზე ჩიპებთან დაკავშირებით აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებას, როგორც ჩანს, საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა. სატირული გამოცემის ერთ-ერთმა ავტორმა ალენ მონტგომერიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ჩვენი აზრით, თუ ადამიანს ძალიან ეზარება მრავალი წყაროს [ან სულ მცირე ერთი სხვა წყაროს] შემოწმება… და ისინი დეზინფორმაციას ფაქტად ავრცელებენ, მაშინ ისინი არიან დამნაშავე საკუთარ სისულელეში და არა ჩვენ“.

ამასთან, ღია წყაროებში არ იძებნება არც  ჩიპებთან დაკავშირებით „ვაიომინგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (WIT) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა“ და არც Witsience.org-ის ვებგვერდი, რომელზეც, სტატიის მიხედვით, კვლევა გამოქვეყნდა.

ამდენად,  კვლევა, რომელსაც Facebook-ანგარიში ეყრდნობა, სატირული გამოცემის მიერ შეიქმნა და შესაბამისად, პოსტში ჩიპებთან დაკავშირებული „მიგნებები“ სიმართლეს არ შეესაბამება.

See all posts

Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.