Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გედევან ფოფხაძის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გედევან ფოფხაძის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება

ოქტომბერს 31, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Gvalski Temo, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის პიცასა და ბურგერს მიირთმევს. ვიდეოს თან შემდეგი წარწერა ერთვის: „შიმშილობის  მეორე  დღე“. რეალურად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული (არქივირებული ბმული).

ვიდეოს მარცხენა ზედა კუთხეში ტელეკომპანია „იმედის“ ლოგო ჩანს და ვიზუალურად „იმედის“ საინფორმაციო ბარათს, ე.წ. ქარდს ჰგავს. „იმედის“ Facebook- გვერდზე 2025 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული იდენტური ქარდი იძებნება. მასზე გედევან ფოფხაძის ფოტოსურათი და ციტატაა დატანილი: „გედი ფოფხაძე: ვიწყებთ შიმშილობის აქციას მოთხოვნით, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები“.

სწორედ „იმედის“ საინფორმაციო ბარათია გამოყენებული ვიდეოს შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს, Hivemoderation-ის თანახმად, ვიდეო 91.7%-ით შეიცავს ხელოვნური ინტელექტისა და Deepfake-ის ნიშნებს.

ამგვარად, ვიდეო ნამდვილი არ არის, ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

ცნობისთვის, 2025 წლის 28 ოქტომბერს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ ოთხ აქტივისტთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა. „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – ასეთია მათი მოთხოვნა.

See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.