Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

ოქტომბერს 29, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დიდი ზომის ფეხსაცმელი აცვია (დაარქივებული ბმული).  აღნიშნული ფოტოს სავარაუდო პირველწყარო რუსულენოვანი X-ანგარიშია. სინამდვილეში, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. 

ფოტო სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია OPEN გამოეხმაურა.

როგორც ჩანს, გავრცელებული ფოტო ავსტრიულ ვებსაიტ Puls24-ზე 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ფოტოს რედაქტირებულ ვერსიას წარმოადგენს.  ორიგინალ ფოტოზე ზელენსკის გვერდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა დგას, თუმცა მისი სახე რედაქტირების დროს შეცვლილია. შეცვლილია მათი ტანსაცმელიც. განსხვავდება აგრეთვე მიკროფონებზე გამოსახული ტელეკომპანიების ლოგოები. გარდა ამისა, რედაქტირებულ ვერსიაში რამდენიმე უზუსტობაა, რაც ზოგადად, ხელოვნური ინტელექტისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად, არაბუნებრივად  გლუვი კანი და დეფორმირებული ხელები.

ავთენტური ფოტო

რედაქტირებული ფოტო

ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Undetectable.ai-ის მიხედვით, ფოტო 97%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის კვალს. კიდევ ერთი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით კი, ფოტო 98.9%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან Deepfake-ის კვალს.

ამავდროულად, ზელენსკისა და ანტონიო კოსტას 2024 და 2025 წლის შეხვედრის  ფოტოები AFP-ის გალერეაში ხელმისაწვდომი.  ფოტოებზე ჩანს, რომ ზელენსკის მსგავსი დიდი ზომის ფეხსაცმელი არ აცვია.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.

 

See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.