Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
შიმშილის დონე საქართველოში - საერთაშორისო შეფასება

შიმშილის დონე საქართველოში - საერთაშორისო შეფასება

ოქტომბერს 20, 2025 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა. გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, ევროპის უკანასკნელ სამეულში უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი მოხვდა“.

გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მართლაც აქვს შიმშილის დაბალი დონე, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას მნიშვნელოვანი კონტექსტი აკლია — აღნიშნული ინდექსი მხოლოდ იმ ქვეყნებს მოიცავს, სადაც შიმშილისა და კვების დეფიციტის პრობლემა კვლავ რეალურად არსებობს. შესაბამისად, ევროპის განვითარებული ქვეყნების უმეტესი ნაწილი, როგორებიც არიან: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და სხვა, საერთოდ არ განიხილებიან GHI-ის რეიტინგში, ვინაიდან ამ ქვეყნების შიმშილის მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულის ტოლია. საქართველოს მსგავსი მაჩვენებლებით GHI-ის რეიტინგში ხვდებიან: ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და სხვა.

GHI (Global Hunger Index) – გლობალური შიმშილის ინდექსი წარმოადგენს საერთაშორისო ინდიკატორს, რომელიც მიზნად ისახავს შიმშილის, არასაკმარისი კვებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტორების შეფასებას მსოფლიოს მასშტაბით — განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემები კვლავ აქტუალურია.

ინდექსი ეფუძნება ოთხ ძირითად კომპონენტს:

არასაკმარისი კვება – მოსახლეობის წილი, რომელიც ვერ იღებს საკმარის კალორიებს დღიურად;

ზრდაში ჩამორჩენა – 5 წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც ასაკთან შედარებით დაბალი სიმაღლე აქვთ (ხანგრძლივი კვებითი დეფიციტის ნიშანი);

წონის დეფიციტი – 5 წლამდე ბავშვების წილი, რომლებსაც სიმაღლესთან შედარებით ნაკლები წონა აქვთ (მოკლევადიანი მწვავე კვებითი დეფიციტის მაჩვენებელი);

ბავშვთა სიკვდილიანობა – 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის დონე.

GHI ქულა მოცემულია 0-დან 100-მდე სკალაზე — რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მძიმეა შიმშილის პრობლემა ქვეყანაში.

2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს 123 ქვეყნიდან საქართველო იმ 25 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელთაც GHI ქულა 5-ზე ნაკლები აქვთ. ამ ქვეყნებისთვის ინდივიდუალური ადგილები არ განისაზღვრება, რადგან მათ შორის განსხვავებები მინიმალურია. შესაბამისად, ისინი ერთობლივად იკავებენ 1-დან 25-ე პოზიციებს. 5-ზე ნაკლები ქულა მიუთითებს, რომ შიმშილის დონე ამ ქვეყნებში დაბალია.

ცალკეული ინდიკატორების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 2.5% აქვს კვების დეფიციტი, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 4.7%- ზრდაში ჩამორჩება, 5 წლამდე ბავშვების 0.6% წონაში მკვეთრად ჩამორჩება და 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.9%-ია.

აქვე აღსანიშნავია, რომ გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის საქართველოს, შიმშილის შემცირების მიმართულებით უწყვეტი პროგრესი აქვს.

კერძოდ, 2000 წელს საქართველოს GHI ქულა შეადგენდა 11.8-ს, 2008 წელს – 8-ს, 2016 წელს – 5.7-ს, ხოლო 2025 წელს – 5-ზე ნაკლებს.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში შიმშილის დონე უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს მსგავსად, დაბალია (იხილეთ ქვემოთ მოცემული გრაფიკი).

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ტელეკომპანია „იმედი“ გავრცელებულ ინფორმაციაში ახსენებს — უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი: ძირითადად ომისგან გამოწვეული კრიზისით ,უკრაინაში შიმშილის დონე საშუალო კატეგორიაშია; მოლდოვასა და ალბანეთში შიმშილის დონე შედარებით დაბალია.

2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, უკრაინა 123 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. 10.4-ქულიანი მაჩვენებლით, უკრაინაში შიმშილის დონე შეფასებულია როგორც საშუალო. უკრაინაში კვებითი მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა, რაც ომსა და მისგან გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს უკავშირდება.

2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის (GHI) მიხედვით, მოლდოვა 123 ქვეყანას შორის 26-ე ადგილს იკავებს. 5.1-ქულიანი მაჩვენებლით, ქვეყანაში შიმშილის დონე შეფასებულია როგორც დაბალი. საქართველოში და მოლდოვაში შიმშილის და კვებითი დეფიციტის დონე თითქმის ერთნაირია, ორივე ქვეყანაში ეს მაჩვენებლები დაბალი კატეგორიის ფარგლებშია. ამასთან GHI ინდექსის მიხედვით, მოლდოვას აქვს უწყვეტი პროგრესი, ისევე როგორც საქართველოს.

2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, ალბანეთი 123 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. 7.0 ქულით ალბანეთში შიმშილის დონე დაბალ კატეგორიად არის შეფასებული.

დასკვნა

საქართველო, რიგ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ერთად,  ნამდვილად შედის იმ 25 ქვეყანას შორის, სადაც გლობალური შიმშილის ინდექსის (GHI) მიხედვით, შიმშილის დონე ყველაზე დაბალია. ამასთან, ამ მიმართულებით, 2000-წლის შემდეგ საქართველოს  უწყვეტი პროგრესი აქვს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ინდექსი არ მოიცავს ევროპის უმეტეს განვითარებულ ქვეყნებს, სადაც შიმშილის პრობლემა დღის წესრიგში ფაქტობრივად არ დგას.

რაც შეეხება უკრაინის და მოლდოვას პოზიციებს, უკრაინაში არსებული ომის პირობებში ბუნებრივია, რომ ქვეყანაში კვებითი მდგომარეობა გაუარესებულია, რაც პირდაპირ აისახება შიმშილის მაჩვენებელზეც. მოლდოვის შემთხვევაში კი ინდექსი ხაზგასმით აჩვენებს სტაბილურ და პროგრესულ დინამიკას — ისევე როგორც საქართველოში, შიმშილის დონე ამ ქვეყანაში დაბალი რჩება.

See all posts

Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.