Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ევროპის საბჭოს წევრების  თითქმის ნახევარმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა

დეზინფორმაცია: ევროპის საბჭოს წევრების თითქმის ნახევარმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა

ოქტომბერს 9, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პოსტს აქვეყნებს. პოსტის (დაარქივებული ბმული) მიხედვით, ევროპის საბჭოს წარმომადგენელი ქვეყნების თითქმის ნახევარმა და ევროპული ქვეყნების დიპლომატიურმა კორპუსებმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დაბადების დღე მიულოცეს. „თითქმის ნახევარმა, ევროპის საბჭოს პარლამენტარმა დიპლომატიური, კორპუსის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პუტინს  დაბადების დღე მიულოცა. ჩვენ სად ვართ, ან რომელ ხილს ვჭამთ ამ პერიოდში“, – წერია პოსტში.

სინამდვილეში, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მიულოცეს. ამავდროულად, ევროპელი ლიდერებისა თუ დიპლომატიური კორპუსების მიერ პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი დაბადების დღის მილოცვებს, როგორც წესი მხოლოდ მისი მოკავშირე სახელმწიფოებისგან იღებს. წელსაც, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინმა მილოცვა ძირითადად იმ ქვეყნებისგან მიიღო, რომლებსაც მოსკოვი „მეგობრულად“ მიიჩნევს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაბადების დღე 7 ოქტომბერს ჰქონდა. ვლადიმერ პუტინი 73 წლის გახდა.  იმ ლიდერების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა  და სხვადასხვა ონლაინ მედიის, მათ შორის, რუსული საინფორმაციო სააგენტოს TASS-ის ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი პირველი ლიდერი, ვინც პუტინს დაბადების დღე მიულოცა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების ლიდერები, მათ შორის,  ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არიან. რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე სატელეფონო საუბრისას მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმაც.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს, რომელსაც Facebook-ანგარიში ახსენებს. ევროპის საბჭო  საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 46 წევრ ქვეყანას აერთიანებს. წევრი ქვეყნების ლიდერებიდან პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შესახებ გავრცელდა.

ამავდროულად, მედიაში არ იძებნება ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა დიპლომატიური კორპუსების მხრიდან პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვის შესახებ.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ პუტინს დაბადების დღე ევროპის საბჭოს  თითქმის ნახევარმა და ევროპული ქვეყნების დიპლომატიურმა კორპუსებმა მიულოცეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

See all posts

An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.