Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პალესტინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პალესტინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ასახავს

სექტემბერს 24, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), გაავრცელა ვიდეო (არქივირებული ბმული), სადაც ჩანს კადრები, თუ როგორ იწვის ეკლესია. ანგარიში პოსტს შემდეგნაირად ასათაურებს: „ისრაელის არმიამ პალესტინაში მართმადიდებლური ტაძარში “კამიკაძე დრონით შეუტიეს “ღმერთო უფალო მომეცი გამძლეობა….“. სინამდვილეში, კადრებში რუმინეთში მდებარე ეკლესიის ხანძარი ჩანს.

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო, თავდაპირველად Tiktok ანგარიშმა გააზიარა. თავის მხრივ, Tiktok ანგარიშმა ვიდეო 6 სექტემბერ გაავრცელა, რომელსაც რუმინულ ენაზე ასათაურებს. სათაურის თანახმად, ანგარიში საზოგადოებას შემოწირულების გაკეთებისკენ მოუწოდებს, თან ურთავს საბანკო რეკვიზიტებს და დანიშნულებაში ბოტუშის სამრევლოს მიუთითებს.

„ჯეოფაქტსმა“ ხანძრის ამსახველი კადრები ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით მოიძია და დაადგინა, რომ კადრებში რუმინეთის მცირე დასახლება ბოტუშში მდებარე ეკლესია ჩანს. რაც შეეხება ხანძარს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით 5 სექტემბერს გავრცელდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის სავარაუდო მიზეზად კი ელექტრობის თერმული ეფექტი დასახელდა.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს პოსტში ნაჩვენებია ისრაელის მიერ ე. წ. „კამიკაძე“ დრონით პალესტინაში დაზიანებული მართლმადიდებლური ტაძარი, ტყუილია.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.