Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ გადაცემიდან ნაწყვეტი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ გადაცემიდან ნაწყვეტი მანიპულაციურად ვრცელდება

სექტემბერს 3, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context
Share

სოციალურ ქსელში ანტიოპოზიციური Facebook-გვერდები „შიგ ევროპაში“ და „ბრძენი კრიტიკოსი“, რომელთა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტს“ აქამდეც დაუწერია (1, 2, 3, 4, 5), ვიდეოს აქვეყნებენ (დაარქივებული ბმული). ვიდეოში „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ამბობს: „ქართველი მაშასადამე ევროპელი“, სწორედ ეს აქცია-მარში მიემართება ევროკავშირის წარმომადგენლობისაკენ. ეს არის მართალია სტუდენტების მიერ დაორგანიზებული აქცია“. ამის შემდეგ, კადრში აქციის ზრდასრული ან ასაკოვანი მონაწილეები, მათ შორის, პროევროპულ აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ჩანან.

რეალურად, ვიდეო იმ მონაკვეთში წყდება, როდესაც ჟურნალისტი ხატია სამხარაძე თავადვე ამბობს, რომ სტუდენტების გარდა აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და აგრეთვე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები უერთდებიან.  ვიდეოს ამგვარი სახით გავრცელება მაყურებელს უჩენს შთაბეჭდილებას, რომ ჟურნალისტი თითქოს ცრუობს და აქციის  მონაწილეებს სტუდენტებად წარმოაჩენს.

თბილისში 30 აგვისტოს მორიგი აქცია, სახელწოდებით „ქართველი მაშასადამე ევროპელი“, გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაახლოებით  17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყეს შეკრება და მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორი იყო სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“, ინფორმაცია Facebook-ის ღონისძიებების სექციაშია ხელმისაწვდომი.

სწორედ აღნიშნული აქციიდან ჩაერთო ჟურნალისტი ხატია სამხარაძე გადაცემას „დღის ამბები“. ჟურნალისტი დასაწყისშივე ამბობს: „ქართველი მაშასადამე ევროპელი“, სწორედ ეს აქცია-მარში მიემართება ევროკავშირის წარმომადგენლობისაკენ. ეს არის, მართალია სტუდენტების მიერ დაორგანიზებული აქცია-მსვლელობა, თუმცა მას უერთდებიან ყველა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე სინდისის პატიმრების მშობლები, ადამიანები, რომლებმაც ყველაზე უკეთ და ყველაზე მეტად გამოცადეს საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ სისასტიკე“.

ამგვარად, ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჟურნალისტი აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. სინამდვილეში კი, მისი სრული განცხადება  აქციაში სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობას უსვამს ხაზს.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.