Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სექტემბერს 2, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Irakli Jankarashvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2), ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი ამბობს: „ჩვენ გვაქვს, როგორც ქართველი ერის, პასუხისმგებლობა ჩვენ მოძმე ერთან, უკრაინელებთან. ესენი ფიზიკურად იბრძვიან და ყოველდღე სიცოცხლის საფრთხეში არიან და ჩვენ რა? აი, ესე, დაველოდოთ, რომ ეგებ რაღაცა შეიცვალოს?!“.

ვიდეოს აღნიშნული მონაკვეთი, აღწერასთან ერთად „რა სამწუხაროა ბომბები რომ არ გვეცემა არა?“,  მაყურებელს უქმნის წარმოდგენას, რომ ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი უკრაინის მხარდაჭერისთვის საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. რეალურად, სრულ მონაკვეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლოდინის ნაცვლად, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე საუბრობს. ხელისუფლების ცვლილება, მისი აზრით, არის ის პასუხისმგებლობა, რაც ქართველებს  თავიანთი თავის, მომავლისა და მოძმე უკრაინელ ერთან მიმართებით აქვთ.

გადაცემაში „დღის წესრიგი“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ YouTube არხზე 27 აგვისტოს გამოქვეყნდა, ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი ამბობს (იხილეთ ბმულზე 52:17 წთ-დან): „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ანუ ესა  ჩემი, ჩვენი, ეს არის ყველა ინდივიდის პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობას ვატარებთ  წარსულის მიმართ. ამდენი ხალხი რომ  იბრძოდა ამისთვის, რომ აქამდე მივიდა ეს ქვეყანა. გმირები გვყავს, ძალიან ბევრი გმირი, რომლებმაც სიცოცხლე დადო სასწორზე, რომლებმაც, მოკლედ, ძალიან დიდი უბედურება გადაიტანეს და ეს ფუჭად არ უნდა მოხდეს. ასევე გვაქვს ეს პასუხისმგებლობა, როგორც წეღან ვთქვი, მომავლისკენ. ჩვენ გვაქვს, როგორც  ქართველი ერის, პასუხისმგებლობა ჩვენ მოძმე ერთან, უკრაინელებთან. ესენი ფიზიკურად იბრძვიან და ყოველდღე სიცოცხლის საფრთხეში არიან და ჩვენ რა, აი ასე დაველოდოთ, რომ ეგებ რაღაცა შეიცვალოს  პოლიტიკური ამინდი?!  არა, ეს არის ჩვენი სატარებელი, ჩვენი საბრძოლო და, რა თქმა უნდა, ადამიანურად არის ეს, რომ შიშიც გვაქვს რაღაცა,  ხანდახან ლაჩრული  ელემენტიც არის ყველა ადამიანში, მაგრამ ყველა ადამიანშიც ასევე არის ის გმირული მხარე, ხო? აი, ეს გმირული მხარე უნდა გავააქტიუროთ ახლა და უნდა დავდგეთ მშვიდობიანად, მაგრამ არ უნდა დაველოდოთ, რომ ესენი რაღაცა საკენკს გადმოყრიან ან რაღაცა იმის იმედით, რომ რაღაც არჩევნებს დაინიშნავენ ან რაღაცა ქალაქებს გამოგვაგლეჯინებენ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, პრინციპულად, სოლიდარულად და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს“.

ამდენად, გავრცელებულ ვიდეოს დამატებითი კონტექსტის გარეშე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. გადაცემის სრულ მონაკვეთში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი არა ქვეყნის ომში ჩართვაზე, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

 

 

 

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.